კინომსახიობი კერი-ტაგავა მარლთმადიდებლურად ინათლება

კინომსახიობი კერი-ტაგავა მარლთმადიდებლურად ინათლება

ფილმი „იერეი-სანის“ სცენარისტი, მღვდელი ივანე ოხლობისტინი ფეისბუქის თავის კედელზე წერს: „ქრისტეს ნათელი განანათლებს ყოველთა! კერი ტაგავა, რომელმაც ფილმში „იერეი-სან“ იაპონელი მარლთმადიდებელი მღვდლის როლი შეასრულა, ბევრი ფიქრისა და სულიერი განცდების შემდეგ მარლთმადიდებლობის მიღება გადაწყვიტა“.


მღვდელი გვამცნობს, რომ ნათლობის საიდუმლოს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი -ილარიონ ალფეევი აღასრლებს.
კერი-ტაგავა იაპონური წარმოშობის ამერიკელი მსახიობია, რომელიც ძირითადად ბოევიკებში უარყოფითი პერსონაჟების როლებითაა ცნობილი. ესენია: „ვარსკვლავური გზა: მომავალის თაობა“, „მალიბუს მაშველები“, „პერლ-ჰარბორი“, „გეიშას მემუარები“ და ა.შ.
ფილმის მთავარი გმირი- ტაკურო ნაკამურა, ნათლობაში მამა ნიკოლოზი (კერი ტაგავა) — იაპონური მარლთმადიდებელი ეკლესიის მღვდელი და იაკუძას ერთერთი ყველაზე გავლენიანი კლანის მეთაურის ღვიძლი ძმაა. რუსეთში დამკვიდრების შემდეგ, ის ნახევრად დანგრეული ეკლესიის ირგვლივ სოფლის მაცხოვრებლებს აერთიანებს და მათ დასაცავად ადგილობრივი კრიმინალის წინააღმდეგ ილაშქრებს.

წყარო: http://www.pravmir.ru/