წიგნები სტატიები

განსაკუთრებული საყოველთაოში

განსაკუთრებული საყოველთაოში

წინათქმა ამ წიგნის სათაურში პოზიტიური წინადადებით, როგორც დებულებით, უდავო ჭეშმარიტებაა გაცხადებული _ თუ სა- ყოველთაო, ანუ უნივერსალური არ შეიცავს კერძოობითს, განსაკუთრებულს, საკუთრივს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საყოველთაოს არ შეუღწევია ადამიანის ცნობიერებასა და ყოფიერებაში. ის საყოველთაო და უნივერსალური მოძღ- ვრება კი, რომლის გარშემო ჩვენი დიალოგი წარიმართა, შეიქმნა საკუთრივ ადამიანისთვის “უწინარეს ყოველთა საუკუნეთა”, ანუ მას მარადიული ღირებულება აქვს. თუ დავსვამთ კითხვას, სად ცოცხლებს, სად იძენს ცხოველმყო- ფელობას ესოდენ ამაღლებული ხარება, ვუპასუხებთ: მის ყოველ კონკრეტულ გამოვლინებაში. როცა საყოველთაო დაეშვება მაღალი სფეროებიდან, ის კერძო სახეს იღებს. სა- მების მეორე წევრი თუ განკაცდა, მისი განკაცების ადგილი, რასა, ეთნოსი, კულტურული გარემოცვა იმთავითვე განი- საზღვრა, როგორც კერძოობითი, განსაკუთრებული. მარა- დიული ძე ღვთისა გახდა ძე კაცისა ყველა ზოგადი და კერ- ძოობითი ადამიანური თვისებებით დაწყებული და ეროვნუ- ლობით დამთავრებული. ძე კაცისამ ხორცი შეისხა და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ საყოველთაომ განსაკუთრებულში ჰპოვა ბინა.

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

მართლმადიდებლობის ისტორიული გზა

ავტორი: პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

წმინდა ნინოს სახელობის აპოლოგეტურ-მისიონერული ცენტრი დიდ მადლობას  უხდის ბატონებს  ოთარ ზოიძეს და ფრიდონ საყვარელიძეს  მათ მიერ ქართულ ენაზე თარგმნილი პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის შრომების ჩვენთვის უსასყიდლოდ გადმოცემისათვის.

დღეიდან ვიწყებთ გამოქვეყნებას პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ნაშრომის “მართლმადიდებლობის ისტორიული გზა” ; მთარგმნელები: ოთარ ზოიძე; ფრიდონ საყვარელიძე; გამომცემლობა: “წიგნის სახელოსნო” თბილისი; 2011 წელი