„განეკლესიურების“ შესახებ

„განეკლესიურების“ შესახებ

ბოლო დროს საეკლესიო სფეროში აქტიურად განიხილება ე. წ . „განეკლესიურების“ საკითხი, რომელიც ცნება „გაეკლესიურების“ საპირისპიროა და ის მართლმადიდებელი ქრისტიანების დედა ეკლესიისგან ჩამოშორების პროცესის აღსანიშნავად გამოიყენება. ამ პროცესების მიზეზებზე, მათ აქტუალურობაზე და შედეგებზე გვესაუბრება ცნობილი საეკლესიო პუბლიცისტი, იღუმენი-პეტრე მენშერინოვი.

სიტყვა „განეკლესიურებას“ ორი მნიშვნელობა აქვს. პირველი-როცა ადამიანი , ეკლესიურად ცხოვრების გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდება,რომ იგი ვერ ღებულობს ქრისტეს, მის მცნებებს და მიდის ქრისტიანობიდან.ეს რადიკალური ვარიანტია და მას ჩვენ არ განვიხილავთ. ჩვენი საუბრის თემა მეორე, ამ სიტყვის ხატოვანი მნიშვნელობაა- როცა ადამიანი, რომელსაც ქრისტეში სურს ცხოვრება, თავისი ეკლესიური ცხოვრების განმავლობაში აღმოაჩენს, რომ ეკლესიაში მისი ღმერთთან ურთიერთობა რუტინად იქცა. ამის მიზეზი არასწორი „გაეკლესიურება“გახლავთ, ანუ ადამიანი, რომელიც ქრისტეს ეკლესიის სილამაზეში და თავისუფლებაში უნდა აღიზარდოს, მკაცრად დადგენილ შიდაეკლესიური სქემის, იდეოლოგიისა და სუბკულტურის „ მარწუხებში“ ექცევა. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ეკლესიური პედაგოგიკის დაუხვეწაობის გამო, გაეკლესიურების ნორმა ყველასათვის ერთია.ადრე თუ გვიან ადამიანი იზრდება დაწყებითი ეკლესიური სკოლიდან, უჩნდება ქრისტეში ცხოვრების და მისი მცნებების აღსრულების სურვილი, არა სუბკულტურის ვიწრო ჩარჩოებში, არამედ იმაში, რასაც უფალი ადამიანს უძღვნის-ცოცხალ და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

განეკლესიურების მიზეზების დადგენა რთულია,ხშირად ის თითოეული ადამიანისათვის კონკრეტულია.მაგრამ უდაოდ საერთო კანონზომიერებასაც შეიცავს.

ის ვინც ობიექტურად იზრდება ეკლესიური სუბკულტურიდან, ეკლესიის მიერ აღიქმება როგორც ამპარტავანი, ლიბერალი, მოდერნისტი, „აპოსტატი“, ეკლესიის ტიპიკონის დამრღვევი და ა.შ.

ქრისტეში ცხოვრება ეს ცოცხალი პროცესია: ის სულის სიღრმემდე ჩადის, შემდეგ კი ადამიანის მთელ არსებობაზე ვრცელდება. იმისთვის, რომ შეინარჩუნოს და გაამრავლოს ღმერთში ცხოვრება, ქრისტიანს უწევს განმეორებითი გაეკლესიურების ჩარჩოდან გამოსვლა და მისთვის უფრო დახვეწილი, საღი ფორმების ძიება. მაგრამ ამის შედეგად სუბკულტურა „იმსხვრევა“:ღვთისმსახურება, მარხვა, წმინდა მამები, სასულიერო პირები, გარე და შიდა ეკლესიური იდეოლოგემები და სხვა-იქცევა „მსახურებად“, არა დამაკმაყოფილებლად და მეორეხარისხოვნად ქრისტიანულ პირად ცხოვრებაში.სუბკულტურის აზრით, ეს არის აღმაშფოთებელი და შეუწყნარებელი განეკლესიურება. ის, ვინც ობიექტურად იზრდება სუბკულტურული ეკლესიურობიდან აღიქმებიან-როგორ ამპარტავნები, ლიბერალები, მოდერნისტები, განდგომილები, ეკლესიის ტიპიკონის დამრღვევები და ა.შ. სინამდვილეში კი, როგორც უკვე ავღნიშნე, აქ-მორწმუნე ადამიანის დამოუკიდებელ და პასუხისმგებელ ქრისტიანად ჩამოყალიბების ცოცხალი და ჯანმრთელი პროცესი მიმდინარეობს. ასეთი ადამიანი თვითონ ხდება ეკლესია-ქრისტეს სხეულის ნაწილი და მისთვის, ყველაფერი რასაც ეკლესია წარმოადგენს, ქრისტეში ცხოვრებისათვის დამხმარე ინსტრუმენტად, საშუალებად იქცევა. ამ ადამიანებს თავისი რწმენის შესანარჩუნებლად ეკლესიურ-სუბკულტურული დინების წინააღმდეგ წასვლა, მის მიმართ „განეკლესიურება“, ასევე „თავისი“ წესების დადგენა უწევთ: მარხვის, ზიარებისთვის მომზადებისა და მსახურებისათვის; ასევე სასულიერო ურთიერთობათა საბავშვო ბაღის დონის ჩარჩოებიდან გამოსვლაც იმისთვის, რომ კრიტიკულად შეაფასონ ამა თუ იმ მოძღვრის გამონათქვამები, ეკლესიის არსი გამოყონ Nეკლესიური პოლიტიკურ-ეკონომიურ-იდეოლიგიური მოცემულობებისაგან და გარკვეული დოზით ეკლესიური ისტორიის ტვირთისაგან განთავისუფლდნენ, რათა ეკლესია ისტორიულად კი არა არსობრივად აღიქვან…

„განეკლესიურება“ უნდა აღიქვას… როგორც „განკურნება“ არასწორი, გარე იდეოლოგიური და ფსევდოსულიერი ეკლესიურობისაგან. ეს მოვლენა ძალიან აქტუალურია ყველა ღრმად მორწმუნე ქრისტიანისათვის (რომლების ყოველთვის მცირე ფარაა(ლუკა 12,32)). არასწორი გაეკლესიურება-ადამიანს, რომელიც თავის რწმენას და სინდისს უფრთხილდება, სუბკულტურაში ყოფნის გარკვეული პერიოდის შემდეგ მასზე ამაღლების სურვილს უჩენს იმისთვის, რომ თავის ეკლესიურ ცხოვრებას მეტი სახარებისეული სისავსე შესძინოს. ამის მაგალითები ბევრია, გულწრფელად მორწმუნესთვის ეს გზა სტანდარტულია, ზუსტად ამ გზაზე მოწმდება იგავი მთესველზე. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ „განეკლესიურება“ აქ არ უნდა აღიქმებოდეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ როგორც „განკურნება“ არასწორი, გარეშე, იდეოლოგიური და ფსევდოსულიერი ეკლესიურობიდან.

ჩემი დაკვირვებით ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ პირობეში, როცა ეკლესია მჩიდრო კავშირშია სოციუმთან და ამ სოციუმის უარყოფითი მხარეები-„სტიქიები ამა ქვეყნისანი“-აღწევენ საეკლესიო ცხოვრებაში და ხელს უშლიან მას თავისი შინაგანი პოტენციალის გამოვლენაში-„განეკლესიურება“ საბჭოთა კავშირის დროინდელ „შინაგან ემიგრაციას“ ემსგავსება. საბჭოეთის დროს „შინაგანი ემიგრაცია“წარმოადგენდა არაძალადობრივ რეაქციას კომუნიზმის სიცრუეზე. დღეს ასეთივე რეაქცია უჩნდება ბევრ მორწმუნე და პატიოსან ადამიანს : პირად ცხოვრებაში ჩაკეტვა-თანამედროვე ეკლესიასა და ჭეშმარიტი ქრისტანული ეკლესიის მხარეთა შორის განხეთქილების გამო.

ეს არ არის განკითხვა, არც ესკაპიზმი-არამედ საღი აზრი. ქრისტიანები გულწრფელად ცდილობენ გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ-თავის თავში ოჯახში ახლობლების წრეში; ლოზუნგებისა და მოწოდებების, სუბკულტურაში მარხვის წრეზე სიარულის, წესების, ლექსიკის და მოძღვრების გარეშე. ამ სუბკულტურის საშიში შედეგის-ადამიანობის და ზნეობრიობის ნიველირების გარეშე.ანუ ამაშია ქრისტიანული ყოველდღიურობის არსი.პოზიტიური კი აქ ის არის, რომ „განეკლესიურება“ ჩემი აზრით ხელს უწყობს პირადული საწყისის სულიერ პროგრესს და განუკითხაობის და ცოდვების მიზეზად კი არ იქცევა, არამედ ქრისტიანად ჩამოყალიბების იმ გზად, რაც ჭეშმარიტი გაეკლესიურების და ეკლესიური პედაგოგიკის მიზანია.

ავტორი: იღუმენი-პეტრე მენშერინოვი