როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 6

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 6

ავტორი წერს:

მათ, ვისაც მიაჩნია, რომ იესო ამჟამად ზეცაში ხორციელად იმყოფება, ბიბლიის დამრიგებლური გაფრთხილება ავიწყდება: «თუმცა იცნობდნენ ღმერთს, არ ადიდებდნენ მას, როგორც ღმერთს, და არც მადლობას უხდიდნენ, არამედ დაუჩლუნგდათ გონება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ და უხრწნელი ღვთის დიდება ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის გამოსახულებად აქციეს» (რომაელები 1:21-23). განა ეს სიტყვები მათზე არ სრულდება, ვინც ხორციელი იესოს შესახებ სწავლებას იყენებს პრაქტიკაში? ეჭვგარეშეა!

 ისეთი ადამიანები, ვისაც იესოში რაღაც ფიზიკური და ხელით შესახების დანახვა სურს, კარგი იქნებოდა სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ იესოს იმ გაფრთხილებაზე, რომელიც მან თომას მისცა: «იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე? ბედნიერნი არიან, რომლებიც ვერ ხედავენ, მაგრამ სწამთ» (იოანე 20:29). წლების გასვლის შემდეგ, მოციქულმა პავლემაც თქვა მსგავსი აზრი: «რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით» (2კორინთელები 5:7; შეადარეთ 1პეტრე 1:8,9).

 

საქმე იმაშია, რომ რომ. 1. 21-23 ჩვენს სიტყვებს ადასტურებს და პირდაპირ აჩვენებს, რომ ავტორი ხრწნადობასა და ხორცს შორის, უხრწნადობასა და სულს შორის სხვაობას ვერ გრძნობს. ქრისტეს აღმდგარი სხეული ხრწნის გარეშე იყო, ხოლო „ხრწნადობა“ რა არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ავტორს არ ესმის (ან არ სურს ესმოდეს) ეს ტერმინები და ცნებები, რადგან ის ეკლესიის 2000 წლოვანი საღვთისმეტყველო ტრადიციას არის მოწყვეტილი და თავისი ტვინით უნდა გაარკვიოს ის ცნებები, რომლებიც ეკლესიის მამებმა უკვე დიდი ხანია სწორად განმარტეს. პარადოქსია, რომ წმინდა თომა მოციქულისათვის ნათქვამი ქრისტეს სიტყვები (იოანე. 20, 29) იმას ამტკიცებს, რაზეც ვსაუბრობთ: ქრისტემ თომას უსაყვედურა, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ქრისტე ხორციელად აღდგა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კიხელს, არ ვირწმუნებ (იოანე. 20, 25). ახლა, ვკითხავთ ავტორს: როგორ შეიძლება სულს ან სულიერ სხეულს ნალურსმნევი ჰქონდეს, რომლის ხელით შემოწმებაც კი შეიძლება? ან როგორ შეიძლება სულიერ სხეულს ნეკნები ჰქონდეს (მითუმეტეს, თუ ავტორს მოვუსმენთ, ეს სხეული განკაცებამდეც სულიერი იყო, მაშინ საიდან აქვს განკაცებამდელ ლოგოსს ნეკნები, ხელ-ფეხი და ა.შ.?), ნეკანი ხომ ძვალია (ძვლებს და ნეკნებს მარიამისგან აქვთ ადამიანური საწყისი და არა ზეცისა და სულისგან) და ზუსტად ამას უმტკიცებს ქრისტე თომას (იოანე. 20, 27); თავად ქრისტე ამბობს და ამტკიცებს, რომ ის სულიერ სხეულში კი არ აღდგა, არამედ ხორციელში (ლუკა. 24, 39-43). ზუსტად ამაში საყვედურობს ქრისტე თომას, რომ მან ხორციელი აღდგომა არ იწამა, რადგან ისინი ვინც არ იხილავენ და ისე დაუჯერებენ ამ მოვლენას, მეტად ნეტარნი არიან — აქ საუბარია რწმენის უფრო მეტად სრულყოფილ გაგებასა და ღვთის სიტყვისადმი ნდობაზე;  რადგანაც რწმენით ვიარებით და არა ხედვით (2 კორ. 2, 5; შეადარეთ1 პეტრე. 1, 8-9) –  ღმერთს სურს, რომ ჩვენ მას ხორციელი აღდგომის საკითხში ვენდოთ; ამის გამო ამტკიცებდა ის თავისი ხორციელი აღდგომის სინამდვილეს; ავტორის მსგავსნი კი რწმენით კი არა, ურწმუნოებით იარებიან, რომელიც არეოპაგელი ათენელების ურწმუნოებას ჰგავს, რომლებმაც პავლეს დასცინეს.

ავტორი წერს:

იმიტომ რომ ჭეშმარიტი ქრისტიანებისაგან იესო მოელის ყველაზე ყურადღებიან დამოკიდებულებას სიტყვებისადმი: «როგორიც მტვრისგან შექმნილია, ისეთები არიან მტვრისგან შექმნილებიც, და როგორიც ზეციერია, ისეთები არიან ზეციერებიც. როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი» (1კორინთელები 15:48,49). დაე თითოეულმა პირადად გადაწყვიტოს, თუ როგორ «ანარეკლს» ატარებს საკუთარ თავშიმტვრისგან შექმნილის თუ ზეციერის.

 

ეს ნათქვამია ქრისტეს სხეულის/ხორცის ხრწნადობაზე და არა ხორცის განადგურებაზე, რასაც წერილის მრავალი ადგილი ეწინააღმდეგება, რაც უკვე არაერთხელ გვიჩვენებია.

ავტორი წერს:

მოდით იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორიასთან დაკავშირებით კიდევ რამოდენიმე შეკითხვა განვიხილოთ. დაფიქრდით, რაში სჭირდება ღვთის ძეს, დედამიწაზე საკუთარი მისიის სრულად შესრულების შემდეგ (რისთვისაც მიეცა მას ხორციელი სხეულიზეცაში კვლავ ადამიანური იერის მიღება და თანაც მარადიულად? იესოს ხორციელი აღდგომის თეორიის მომხრეებისთვის კარგი იქნებოდა ამ საკითხზე დაფიქრებულიყვნენ!

 

ჩვენ, ე.წ. „იეჰოვას მოწმეებისგან“ განსხვავებით უკვე დიდი ხანია ამ კითხვებს პასუხი გავეცით ქრისტიანობის პირველ საუკუნეებშივე და თუ „მოწმეებმა“ ამ კითხვაზე პასუხი ვერ გაიგეს, მაშინ სახარებაში თავად ქრისტე პასუხობს: ქრისტე, აღდგა რა ხორცით, ეს ხორცი მამამდე უნდა აემაღლებინა, მამის მარჯვენით დაესვა და ამით ადამიანური ბუნება ღმერთთან შეერიგებინა; ადამიანური ბუნების აღყვანის გარეშე ნუგეშისმცემელი არ მოვიდოდა (იოანე. 16, 7); და რისთვის სჭირდებოდათ ადამიანებს ნუგეშისმცემელი? — ახალი აღთქმის ეკლესიის შობისათვის და ლოგოსის ხორციელად განდიდებისათვის, სამყაროს მხილებისათვის და ა.შ. (საქმე. 2, 1-13; იოანე. 16, 8-14 და სხვ.).

ავტორი წერს:

რადგან ნათელია, რომ ბიბლია არაერთგზის განმარტავს, თუ რისთვის სჭირდებოდა ღვთის ძეს ხორციელი სხეული, როდესაც დედამიწაზე მოვიდა. თუმცაღა ის აბსოლუტურად არაფერს არ ამბობს იმის შესახებ, თუ რა მიზმენისთვის შეიძლება დასჭირვებოდა მას მისი შენარჩუნება აღდგომის შემდეგ“.

ბიბლია ავტორისთვის „არაფერს არ ამბობს“, საერთოდ კი ბიბლია პირდაპირ ამტკიცებს იმ მიზეზს, თუ რატომ ამბობს მაცხოვარი „თუ მე არ წავალ, ნუგეშისმცემელი არ მოვა“. ამას უბრალოდ ლოგოსი, სული, კი არ ამბობს, არამედ განხორციელებული ლოგოსი; განკაცებისას ლოგოსს იმიტომაც ეწოდა ქრისტე და ეს სიტყვები ქრისტემ თქვა, განკაცებულმა; და როდესაც ამბობს, „თუ მე არ წავალ“, ამას პირდაპირ ქრისტე ამბობს, ანუ განხორციელებული ლოგოსი. ყველა ეს ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ავტორის მთელი პრობლემა იმაშია, რომ ის ბუნებებს ურევს ერთმანეთში და ღრმა საფუძველს ვერ გრძნობს, რომელიც ლოგოსის განკაცების მომენტში დაიდო, რადგან ქრისტეს ყველა ქმედება ღმერთკაცობრივია, ანუ მოქმედებს ერთი ქრისტე,მაგრამ ორ ბუნებაში; მისი ორი ქმედება არ იყოფა და არც ერწყმის ერთმანეთს, არამედ ორი ბუნების ერთობა ადამიანისა და ღმერთის ორ ერთიან ქმედებას იძლევა — ძე კაცისას და ძე ღვთისას ლოგოსის ერთიან ჰიპოსტასში, რომელიც არის ძე კაცისა (განკაცების შემდეგ) და ძე ღვთისა როგორც განკაცებამდე, ისე განკაცების შემდეგ. ავტორი არიოზ ალექსანდრიელის (გარდ. 336 წ.) შეცდომას იმეორებს, რომელმაც ბუნებათა სხვაობა ვერ გაიგო და საკუთარ განმარტებასა და ეგზეგეტიკაში დაიბნა — ერთი ბუნების მოქმედება მეორეს მიაწერა, ამიტომ მისი განმარტებით ქრისტე ადამიანის მსგავსი არსებაა — არც ბოლომდე ღმერთი, არც ბოლომდე ადამიანი, მაგრამ ასეთ არსებას კაცობრიობის გამოსყიდვა არ შეეძლო, რადგან ასეთ ქმნილ ძეს თავად ესაჭიროება ცხონება, როგორც ქმნილ პიროვნებას, ამიტომაც არ იყო ის, არიოზის გაგებით, ჭეშმარიტი ღმერთი.

ავტორი წერს:

რა როლი უნდა ეთამაშა მას კაცობრიობის ხსნის შემდგომ საქმეში? რით იქნებოდა ფიზიკური სხეული, მის წინანდელ, სულიერ სხეულზე უკეთესი? შეიძლება იესოს ასეთი წარმოსახვითი «მეტამორფოზა» ისე იქნას აღქმული, როგორც მისი პიროვნების ბუნების ერთგავი გაუმჯობესება? ამბობს თუ არა ბიბლია რამეს ზეცაში ასეთი სხეულის ყოფნის რაიმე სახის მნიშვნელოვნებაზე?

 

ამბობს და თანაც პირდაპირ ამბობს ბიბლია, რომ ქრისტე რა სხეულით/ხორცითაც აღდგა (ლუკა. 24, 39-43), ხორცით რომელსაც ხრწნა არ უხილავს (საქმე. 2, 31), იმავე ხორცით ამაღლდა მამასთან (ლუკა. 24, 51); ლუკა 24, 39-43 და ლუკა24, 51 ერთი კონტექსტით არის დაკავშირებული და ამიტომაც იგივე აღმდგარი სხეული ამაღლდა მამასთან; და რა მიზეზით?  — ამაზე ზემოთ ვთქვით, მაგრამ თუ ავტორი ეძებს კითხვებს იქ, სადაც უკვე მზა პასუხებია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის წერილს უყურადღებოდ ან ისე კითხულობს, როგორც თავადვე აწყობს.

ავტორი წერს:

სამწუხაროა, მაგრამ იესოს ხორციელი აღდგომის მომხრეებს, ამგვარ შეკითხვებზე არანაირი გონივრული პასუხები არ აქვთ“.

პასუხები აბსოლუტურად გონივრულია, აი ავტორის კითხვები კი არაადეკვატური და არაგონივრული.

ავტორი წერს:

„ყველა ჩამოთვლილი არგუმენტის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავინახოთ, თუ ღვთის სიტყვის თვალსაზრისით რამდენად არაზუსტ  და გულწრფელი ადამიანების რწმენისათვის სახიფათოსაც კი წარმოადგენს, იესოს ხორციელი აღდგომის შესახებ თეორია. გარდა ამისა, ეს სწავლება ღმერთს აყენებს შეურაცხყოფას და ღვთის ძის განსაცდელებსა და მოწამეობრივ ტანჯვას, ნაკლებმნიშვნელოვანს წარმოაჩენს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ქრისტიანები უარს ამბობენ ამ თეორიაზე, როგორც «ადამიანთა სწავლებაზე», რომელსაც ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს! (მათე 15:7-9)“.

 

რწმენისათვის სახიფათოა ზუსტადაც რომ ქრისტეს არახორციელი აღდგომის შესახებ აზრი, რადგან თუ ის ხორით არ აღდგა, რომელსაც განკურნება, განღმრთობა და უხრწნელება ესაჭიროებოდა, მაშინ ჩვენ არ განვკურნებულვართ, არ ვცხონებულვართ და ა.შ. … და თუ ასეა, მაშინ ქრისტეს მთელი განგება მოჩვენებითად მოუწყვია და არა რეალურად, რადგან მისი სხეული კი არ აღდგა რეალურად, არამედ რომელიღაც სულერი სხეული, რომელისაც განკურნება ისედაც არ სჭირდებოდა, რადგან სულიერი სხეული ანგელოზებსაც აქვთ, რომელთაც განკურნება არ სჭირდებათ…

ავტორი წერს:

ამასთანავე იმისათვის, თავისი მეფური ძალაულფბა რომ განახორციელოს, იესოს არანაირად არ სჭირდება ფიზიკური სხეული. განდიდებულ იესოს არც მისი დედამიწაზე პირდაპირი გაგებით მოსვლა სჭირდება, რათა შემდგომ მარადიულად მასზე დარჩეს, როგორც ზოგიერთები ფიქრობენ (შეადარეთ 2მატიანე 6:18; ფსალმუნები 113:24). თავის უხილავ მმართველობას ის ზეციდან ახორციელებს თავისი განდიდებული სულიერი სხეულით. და ეს სრულ თანხმობაშია ღვთის სიტყვაბიბლიასთან.

 

ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება წერილს, თვალსაჩინოებისთვის კი ავტორმა საქმე 2, 31 და ლუკა 24, 39-43 დავითის ფსალმუნებს შეადაროს…

ევქარისტია უფალმა საუკუნოდ დაადგინა, ე.ი. ქრისტეს ხორცს (იოანე. 6, 53-56) კაცობრიობა სამყაროს აღსასრულამდე მიიღებს (1 კორ. 11, 23-26), რადგან თავად ქრისტემ თქვა: ესე ქმენით ჩემს მოსაგონებლად— ქმენით, ანუ უსასრულოდ, რადგან ევქარისტიით ჩვენ ქრისტეს ვუერთდებით, რადგან მისი სხეულის —  ეკლესიის — წევრნი ვართ: მისი სხეულის ნაწილები ვართ, მისი ხორცისა და მისი ძვლებისგან (ეფეს. 5, 30). წარმართ ეგვიპტელებსაც კი მეტ-ნაკლებად სწორად ესმოდათ სხეულის საბოლოო ხვედრი (ვიდრე ეს ავტორს ესმის); ეგვიპტელთათვის ადამიანის სხეული ღვთაების შექმნილია [1] — სხეული მატერიალურ სამყაროში ადამიანის ცოცხალი ხატია, თავად ადამიანი კი ღვთის ხატი; აქედანვე მოდის მუმიფიკაცია — „სხეული შეკრება“, რადგან თუ ის ღმერთისგანაა, ე.ი. ის ღვთაებრივია, ამიტომაც ასე ზრუნავდნენ სხეულძე ეგვიპტელები. ეს აზრი სხეულის/ხორცის შესახებ პავლე მოციქულს აზრს ეხმიანება — „ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ, და სული ღვთისა მკვიდრობს თქვენში? (1 კორ. 3, 16-17), ე.ი. ჩვენი სხეული/ხორცი ღვთის ტაძარია და ვინც ამ ტაძრის წინაშე სცოდავს (მაგ., სიძვით), საკუთარი სხეულის წინაშე სცოდავს (1 კორ. 6, 18-19). რატომ უსმევს ხაზს წმინდა პავლე მოციქული ადამიანის სხეულს/ხორცს? რადგან, ჩვენი სხეულის/ხორცი სული წმიდის ტაძარია, რომელიც ასევე უნდა დავიცვათ ცოდვისაგან ხორცის/სხეულის მომავალი აღდგომის ნიშნად, რომელიც ქრისტეში გამოგვეცხადა (ლუკა.24, 39-43). სხეულის გარეშე ადამიანის სრული ნეტარება შეუძლებელია, რადგან: 1) ადამიანი ხორციელად შეიქმნა (დაბ. 2, 7); 2) მიწიერი ცხოვრებისას სიმართლისკენ სწრაფული ადამიანი სიძნელეებს განიცდიდა და მისი სხეულის იტანჯებოდა ვნებებთან ბრძოლაში და ამიტომ 3) საღვთო სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ლოგოსი უხეშ სხეულში განკაცებულიყო, რომელსაც ბოლოს განკკურნავდა და განასულიერებდა (ლუკა.24, 39-43). ამიტომ, ცათა სასუფეველში ნეტარების სისავსე მხოლოდ საშინელი სამსჯავროს შემდეგ იქნება სრული, როდესაც ზღვა მასში დამხრჩვალებს (გამოცხ. 20, 13) და ჯოჯოხეთი და სიკვდილი თავიანთ მკვდრებს დათმობენ (20, 13) საღვთოს სამსჯავროსთვის, რომლის შემდეგაც ისინი მარადიულ ტანჯვას ან მარადიულ ნეტარებას მიეცემიან ხორციელად და უხრწნელად, ე.ი. შეცვლილი, სულიერი ხარისხით, როგორც პავლე მოციქული წერს (1 კორ. 15, 52): ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით“. როგორ ავღდგებით, თუ ხორცით არ მოვკდვით (?) — სული კი არ კვდება, არამედ სხეული/ხორცი და ის აღდგება, რაც მოკვდა, მაგრამ აღდგება უხრწნელი, სულიერად განახლებული, ადამიანის ბუნებრივი ფუჭების (ἡ φθορὰ) გარეშე — აღდგება უხრწნელი — ἀφθαρσίαν (1 კორ. 5, 53); აღდგება ცოდვის გარეშე, რადგან ცოდვასთან ერთად შემოვიდა სიკვდილი (რომ. 5, 12) და ამიტომ წმინდა პავლე მოციქული იმავე მუხლში (1 კორ. 5, 53) როდესაც უხრწნელებას ახსენებს, ეგრევე უკვდებაზეც საუბრობს, რომ ჩვენ ყველანი უკვდავნი ავღდგებით.

ეგვიპტელების შეხედულება სხეულის საბოლოო ხვედრის შესახებ უფრო ახლო იყო ქრისტიანობასთან, ვიდრე ჩვენი ავტორისა, რაც მხოლოდ გაკვირვებას იწვევს. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ავტორს გამორჩა: რისთვის იყო საჭირო ქრისტეს თავზე ნელსაცხებელის დასხმა და მისი დასაკრძალავად მომზადება, როგორც თავად მან ბრძანა (მათე. 26, 12)? რისთვის იყო საჭირო ქრისტეს სხეულის დასაკრძალავად მომზადება მისთვის სმირნისა და ალოეს საცხებლით წასმით (იოანე. 19, 39-40)? იმიტომ, რომ ამას იუდეველთა დაკრძალვის წესი მოითხოვდა და ეს პრაქტიკა უფრო ადრე ეგვიპტელებსაც ჰქონდა. ზეთი არბილებს, აღმოსავლეთში ეს არის ღვთის წყალობის თხოვნა. ებრაელებსა და ეგვიპტელებს უწმინდურების შესახებ გაგება ჰქონდათ და მკვდარი ღვთის წინაშე სუფთა უნდა წარდგენილიყო. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ქრისტე ღმერთია და მას ცოდვები არ ჰქონდა. ჩვენ აქ არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა წარმოდგენა ჰქონდათ ქრისტეზე მის მოწაფეებს — ეს ცალკე საგანია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოწაფეები დაკრძავის აღმოსავლურ პრაქტიკას მისდევდნენ და ქრისტეს სხეული განბანეს. ისმის კითხვა: საერთოდ რა საჭიროა ადამიანის სხეულის განბანა, თუკი ადამიანი ხორციელად არ აღსდგება, როგორც ამას ავტორი ამტკიცებს? ასეთ შემთხვევაში იუდეველთა პრაქტიკა აზრს კარგავს ღვთივგამოცხადებული რწმენის ჭრილში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტე ხორციელად აღდგა (ლუკა.24, 39-43) და ამით ხორციელი აღდგომის იმედს გვაძლევს (ადამიანური ბუნების ნეტარების სისავსეში);

ავტორი რატომღაც საერთოდ არ ახსენებს საქმე. 2, 31-ს; ეტყობა, მას არ აწყობს, რომ ქრისტეს „ხორცი“ აღდგომის მერე „უხრწნელად“ იხილოს…

თუ აღდგომისას რეალური ადამიანური სხეული არ აღდგა, ანუ ჩვენი ხორცი, რომელიც ქრისტეს ერთარსია, მაშინ არც ჩვენ აღვდგებით, არც ჩვენი პიროვნება ცხონდება, არც განახლებაა და არც მარადიული ცხოვრება, ჩვენი რწმენა ამაოა და ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ(1 კორ. 15, 17)… ხოლო ვისაც სხვაგვარად სწამს, მასზე კარგად ამბობს იოანე მოციქული (1 იოანე. 4, 2–3): ამით იცნობთ ღვთის სულს: ყოველი სული, რომელიც აღიარებს იესო ქრისტეს, ხორციელად (ἐν σαρκὶ), მოსულს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესო ქრისტეს, ღვთისაგან კი არ არის, არამედ ესაა სული ანტიქრისტესი, ვისზედაც გსმენიათ, მოვაო, და მოვიდა კიდეც ქვეყნად და რადგანაც მომრავლდნენ მაცთურნი ქვეყნად, რომელნიც არ აღიარებენ ხორციელად  (ἐν σαρκὶ) მოსულ იესო ქრისტეს. ეს არის მაცთური და ანტიქრისტე (2 იოანე. 7). მოციქული ამას პროტოგნოსტიკოსებზე წერდა, რომლებიც პლატონის ანთროპოლოგიური დუალიზმის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და ქრისტეს ხორციელ აღდგომას უარყოფდნენ…

ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი (რომ. 8, 9-17).

ცნობილ იუდეველ ელინისტ-ფილოსოფოსს, ფილონ ალექსანდრიელს, ხორციელად მკვდრეთით აღდგომის არ სწამდა და ასეთ აზრს დასცინოდა კიდეც [2] იმ ათენელების მსგავსად, წმინდა პავლეს რომ დასცინოდნენ, ანუ ის სულისუკვდავების შესახებ პლატონურ წარმოდგენას ემხრობოდა და აღდგომის შესახებ სწავლებას არ აღიარებდა.

ჟამთა აღსასრულს იესო ქრისტე კვლავ მოვა, როგორც ძე კაცისა“. ეს მესიანური ტიტული მის ადამიანურ ბუნებაზე მიუთითებს (მათე. 26, 64). ეჭვგარეშეა, რომ წერილი თანმიმდევრულად ამტკიცებს, რომ აღდმდგარმა ქრისტემ თავისი ადამიანური ბუნება მარადიულად შეინარჩუნა.

_ _ _ _ _

[1] იხ. http://abzubov.com/new_course/lecture_019

[2] იხ. К.Шенк. Филон Александрийский. М., 2007. С. 70.