«და სიტყვა იყო ღმერთი»?

«და სიტყვა იყო ღმერთი»?

იოანეს სახარების პროლოგი ლაკონურობის შედევრია. ის გვიპყრობს მარადისობისკენ მიმავალი უზენაესი რეალობის ფილოსოფიური აღწერით. მეოთხე სახარების პირველი სიტყვები გამორჩეულია. ისინი საოცარ საიდუმლოებას გვიმხელენ, რომლემაც კაცობრიობის ისტორიის სვლა შეცვალა.

ამდენად მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო ტექსტის გაგებაში აზრთა სხვადასხვაობა, თითქოს, არც უნდა წარმოქმნილიყო, მაგრამ იეჰოვას მოწმეები აქ ვერ ხედავენ იმას, რასაც ყოველთვის ხედავდნენ ქრისტიანები. „მოწმეებისთვის“ იოანე მოციქულის სიტყვები ნიშნავს, რომ სიტყვა, ანუ ღვთის პირველშობილი ძე არის ღვთიური არსება, უზენაესი ანგელოზი. ისინი ხაზს უსმევენ სიტყვა „თეოსის“ წინ არტიკლის არ არსებობას და ამტკიცებენ, რომ სიტყვა იყო ღმერთი ხარისხობრივი გაგებით, ანუ სიტყვა, რომელიც ღმერთთანაა, არის ღვთის მსგავსი სულიერი არსება, მაგრამ არ არის ღმერთი. „მოწმეებს“ ავიწყდებათ, რომ სახარების ამავე თავში არც θεός-სის წინ დგას არტიკლი, არა და, ეს სიტყვა მამა ღმერთს აღწერს.

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 6

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 6

ავტორი წერს:

მათ, ვისაც მიაჩნია, რომ იესო ამჟამად ზეცაში ხორციელად იმყოფება, ბიბლიის დამრიგებლური გაფრთხილება ავიწყდება: «თუმცა იცნობდნენ ღმერთს, არ ადიდებდნენ მას, როგორც ღმერთს, და არც მადლობას უხდიდნენ, არამედ დაუჩლუნგდათ გონება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თუმცა ამტკიცებდნენ, რომ ბრძენები იყვნენ, უგუნურები გახდნენ და უხრწნელი ღვთის დიდება ხრწნადი ადამიანის, ფრინველის, ოთხფეხისა და ქვეწარმავლის გამოსახულებად აქციეს» (რომაელები 1:21-23). განა ეს სიტყვები მათზე არ სრულდება, ვინც ხორციელი იესოს შესახებ სწავლებას იყენებს პრაქტიკაში? ეჭვგარეშეა!

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 5

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 5

ავტორი წერეს:

ასევე გავიხსენოთ, რომ მოსეც იესოს პირველსახეს წარმოადგენდა (ებრაელები 11:26). კანონის 34:5,6-სა და იუდას მე-9 მუხლის თანახმად, როგორ მოექცა ღმერთი მოსეს სხეულს, მხოლოდ მან იცის. ამ პირველსახის შესაბამისადიეჰოვა ღმერთმა თავისი ძის ხორციელი სხეულიც ისევე გააქრო. ამგვარად, კიდევ სხვა წინასწარმეტყველებაც შესრულდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქრისტეს სხეული «საფლავს არ იხილავდა», ანუ საფლავში არ გაიხრწნებოდა (ფსალმუნები 15:10; საქმეები 2:27-31; 13:37)“.

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 4

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 4

ავტორი წერს:

 

ზუსტად ასევე გამართლდა იესოს ის სიტყვები, რომელიც მან თავისი მიწიერი სიცოცხლის პერიოდში თქვა: «დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენის თავის სხეულს გულისხმობდა» (იოანე 2:19-21). განა ვინმე იტყვის, რომ იესომ ვერ შეძლო თავისი სხეულის «აღდგენა», როდესაც სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ მარიამს გამოეცხადა მატერიალიზებული (ანუ იმ მომენტში ფიზიკური იერი მიიღო) სხეულით? (იოანე 20:1,14-18). ეს სასწაული, რომლის გამეორებაც არცერთ ადამიანს არ ძალუძს, ნამდვილად  იქცა იმის «ნიშნად», რომელმაც მისი მკვდრეთით აღდგომა და მესიის სტატუსი დაადასტურა მისადმი რწმენის მქონე ადამიანებისათვის (იოანე 2:18). თანაც, შეგვიძლია იესოს მიერ ნათქვამი სიტყვების ზუსტ შესრულებას გავუსვათ ხაზი, რომელმაც თქვა, რომ თავად ის აღადგენდა თავის სხეულს. როდესაც გვახსოვს, რომ, ბიბლიის თანახმად, უშუალოდ ღმერთმა დაუბრუნა მკვდარ იესოს სიცოცხლე და ამის შემდეგ კი მას მისცა «მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე», გასაკვირი აღარაა, რომ უკვე სულიერ სხეულში აღმდგარმა იესომ მისთვის მიცემული ძალაუფლება იმისათვის გამოიყენა, რომ თავის მოწაფეებს მატერიალიზებული სხეულით გამოსცხადებოდა (საქმეები 2:24,32; 3:26; 5:30; 13:32; 17:31; ეფესოელები 1:20). ზუსტად ამით, პირადად მან, იესომ, ღვთისაგან მიცემული ამ ძალაუფლების გამოყენებით, სამი დღის განმავლობაში სიკვდილის შემდეგ, «აღადგინა» თავისი სხეული. 

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 3

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 3

ავტორი წერს:

 და ასეთი რწმენა აბსოლუტურად ლოგიკურია! არალოგიკური კი ზუსტადაც ის თეორიაა, რომ იესო ზეცაში თითქოსდა ხორციელი სხეულით დაბრუნდა! ბიბლია ამას ნათლად და არაორაზროვნად განმარტავს შემდეგი სიტყვებით: «ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს» (1კორინთელები 15:50). მაშ, რამდენად მცდარს და შეცდომაში შემყვანს წარმოადგენს იესო ქრისტეს «ხორცში და სისხლში» ზეცაში დაბრუნების შესახებ მოსაზრება! უფრო მეტიც, ასეთი სწავლება განდიდებული ღვთის ძის უზომო დამცირებას ემსახურება, რომელსაც მამამ წინანდელი დიდება დაუბრუნა!