ეკლესიას ჩვენს გამო აკრიტიკებენ

ეკლესიას ჩვენს გამო აკრიტიკებენ

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკის ტალღა გამოიწვია მისი (ეკლესიის) მსახურთა გარკვეული ნაწილის ქადაგებებმა, რომელებიც ეკლესიურ სწავლებას სცილდება. აღნიშნა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, პროტოდიაკვანმა ანდრეი კურაევმა.

„ადამიანების უმეტესობას უარყოფითი განწყობა დაუგროვდა ჩვენი ეკლესიის მიმართ. რატომ მოხდა ეს, როცა ეკლესიას ცალ ხელში უმწეობის სიმბოლო-ჯვარცმა უპყრია, ხოლო მეორეში-მსოფლიოში უკეთილშობილესი წიგნი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჩვენი ვალია და არა მათი. ვივარაუდოთ, რომ მათ სახარების და ჯვრის გამო ვძულვართ? რა თქმა უნდა არა. ეს რეაქციაა ჩვენს (მათ შორის ჩემს) ჩვენსავე წიგნთან (სახარებასთან) არა მსგავსებაზე.“ ბრძანა მამა ანდრეიმ გაზეთ „Аргументы и Факты-„სთან ინტერვიუში.

სხვა მიზეზებად მან „ეკლესიის მოღვაწეთა და ორატორთა მნიშვნელოვანი შეცდომები“ დაასახელა. ამასთან ერთად კიდევ ორი მოტივი არსებობს, აღნიშნა პროტოდიაკვანმა-ა. კურაევმა.

„პირველი-და მუდმივი. ნებისმიერი, ვინც მოუწოდებს ობივატელს გახდეს უკეთესი, მასში იწვევს გაღიზიანებას და დიდ სურვილს, ის ადამიანი თავისზე და კიდევ უფრო დაბალ დონეზე დააყენოს“. აღნიშნა კურაევმა.

„მეორე მოტივი-აგრესიული ლიბერალიზმი ან პოლიტიკური კორექტულობის იდეოლოგია, მათ განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში მოიკრიბეს ძალა. საუბარია დასავლეთის საზოგადოებაში არსებულ ელიტარულ ჯგუფზე, რომელიც საკმაოდ უარყოფითად არის განწყობილი ქრისტიანული კულტურისადმი ყველა მის გამოვლინებაში: იქნება ეს ხელოვნება, სწავლების სისტემა, ტრადიციული ოჯახის მოდელი, თუ რა თქმა უნდა ეკლესიური ცხოვრება. ეს ჯგუფი თავისუფლების დროშას არის ამოფარებული, თუმცაღა მე-20 საუკუნის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყველაზე საშინელი ტერაქტები და ტოტალიტარული მმართველობები ამ ვითომდა „თავისუფლების და თანასწორობის მქადაგებელთა“ ირგვლივ ერთიანდებიან,“თქვა მამა ანდრეიმ. მისი აზრით ყოველივე ამან, რაღაც ტრამალის ხანძრის მსგავსი გამოიწვია.

„მე ვერ ვხედავ რაიმე ცენტრის არსებობას, რომელიც პუბლიკაციების კოორდინირებას უნდა ახდენდეს. აქ ერთი გამომშრალი ჩალიდან მეორე ჩალა თავისთავად ალდება. საკითხავია, რამ გამოაშრო ამდენი ბალახი.“ აღნიშნა ა. კურაევმა.

პროტოდიაკვანი ანდრეი კურაევი