სასულიერო პირების ფუფუნების შესახებ

სასულიერო პირების ფუფუნების შესახებ

კითხვა: რატომ დუმს ეკლესია იმ მღვდლებზე, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ «ბლატნოი» ნომრიანი ძვირფასი მანქანებით გადაადგილდნენ ?

პასუხი: ეს ამ ადამიანების და მათი ზემდგომების უკულტურობაზე მიუთითებს. ჩვენ შურიანი და ანგარებიანი ღარიბების საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ადამიანები გამალებით ცდილობენ მიპოვონ ყველაფერი ის, რაც ასე აკლდათ მათ წინაპრებს და რაც შესაბამისად თავადაც არ გააჩნდათ. მოთხოვნების დონე ასეთია, რომ ეს მოჩვენებითი მატერიალური კეთილდღეობა ყურადღების მიპყრობის ცენტრი ხდება, ანუ იმისი- თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი.

მღვდელი ძვირადღირებულ მანქანაში არა მხოლოდ უზნეო, არამედ სასაცილოცაა, როგორ დემონური პაროდია სასულიერო პირზე. სირცხვილია მოძღვარი თავის მრევლზე უკეთ ცხოვრობდეს. ეს პრინციპი ჩვენ სამღვდელოებაში თაობიდან თაობაზე გადადის. მღვდელი სიდუხჭირეში არ უნდა იყოს, მაგრამ არც ფუფუნებაში უნდა ცხოვრობდეს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას ამის საშუალება გააჩნია.

 

ავტორი: მღვდელი გიორგი მიტროფანოვი