ჩვენ მოწოდებულნი ვართ «მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი «

ჩვენ მოწოდებულნი ვართ «მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი «

ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ისე შევუერთდეთ ქრისტეს, რომ გავხდეთ მისი სხეულის ნაწილები, წევრები-ისევე რეალურად… როგორც წერწია ვაზთან შეერთებული; როგორც ხის ნაწილი შეადგენს ერთობას თვით ხესთან… ანუ მასთან ერთნი უნდა ვიყოთ არა მხოლოდ სულიერად, არა მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით, არამედ მთელი არსებით, ჩვენი ყოფიერების მთელი რეალობით… ასევე, მოწოდებულნი ვართ…. ვიყოთ სულიწმიდის ტაძარნი, მისი დამკვიდრები ადგილი… ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ისე შევერთედ ღმერთთან, რომ მთელი ჩვენი არსება იყოს მისით განსჭვალული, რომ ჩვენში -არც სულში, არც სამშვინველში, არც სხეულში-არაფერი დარჩეს ისეთი, რაც არ იქნება მისით მოცული… ჩვენ საბოლოოდ იმისთვის ვართ მოწოდებულნი, რომ ვგიზგიზებდეთ, როგორც მაყვალი შეუწველი, რომელსაც ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა,- ცეცხლი ვერ ნთქავდა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ… გავხდეთ საღმრთოისა მის ზიარ ბუნებისა (2 პეტ.1,4)… ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გავხდეთ ძენი, ასულნი, შვილნი ღვთისა და მამისა… ყოველივე ამას ადამიანი თავისი ძალებით ვერ მიაღწევს. ჩვენ არ შეგვიძლია, არც ჩვენი ძალებით, არც საკუთარი სურვილით, გავხდეთ ქრისტეს სხეულის ნაწილები; არ შეგვიძლია, ჩვენი ძალებით შევუერთდეთ სულიწმიდას, არ შეგვიძლია, გავხდეთ საღვთო ბუნების მონაწილენი… საშუალება, რომლითაც ყოველივე ეს შესაძლებელი ხდება, არის ეკლესიის საიდუმლონი… საიდუმლონი ის საღვთო ქმედებანია, რომლებიც მხოლოდ ეკლესიაში აღესრულება, სადაც ღმერთი თავის მადლს გვაძლევს… ნივთიერი სამყაროს მშვეობით… საიდუმლოებებით ეკლესია გვაძლევს მადლს, რომლის მოხვეჭაც ჩვენ სხვაგვარად არ შეგვიძლია, დიდი ღვაწლითაც კი,-და გვაძლევს როგორც საბოძვარს ამქვეყნიური ნივთიერი სამყაროს მეშვეობით, ესენია: ნათლისღების წყალი, ევქარისტიის პური და ღვინო, მირონცხების მირონი… ადრექრისტიანული ეკლესია … განსაზღვრავდა სამ, ხუთ, შვიდ, ოცდაორ საიდუმლოს… ნივთიერი სამყარო, თუმც ის დამონებულია ცოდვას, თუმც, პავლე მოციქულის თანახმად, ის ოხრავს-ელოდება რა ღმერთის შვილების გამოჩენას (რომ. 8,19-22) თავისთავად წმინდაა და უცოდველი. და აი, ღმერთი იღებს ამ სამყაროს, ამ ნივთიერებას და მიუწვდომელი სახით აერთებს თავისთან, და მას ჩვენთვის მოაქვს ის მადლი, რომელთან ამაღლებაც საკუთარი ძალებით ჩვენ არ ძალგვიძს.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი