მებრძოლი სეკულარიზმის პირისპირ

მებრძოლი სეკულარიზმის პირისპირ

მებრძოლი სეკულარიზმი რელიგიის წინააღმდეგ ჭიდილში შთაგონებულია, უპირველეს ყოვლისა, ანტიკათოლიკური პათოსით. თავის მხრივ, სწორედ კათოლიკური ეკლესია აღმოჩნდა დღეს ევროპული სეკულარიზმისა და ლიბერალიზმის მთავარი ოპონენტი. მაგრამ ევროპის კონტინენტზე ცხოვრობს პროტესტანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ( ევროპის მოსახლეობაა ) და ასევე სულ ცოტა 200 მილიონი მართლმადიდებელი. ევროპელ პროტესტანტებს სეკულარიზმის გამოწვევებზე საპასუხოდ, სამწუხაროდ, უწევს თანდათან დაშორება ქრისტიანობის ფუძემდებლურ საღვთისმეტყველო და ზნეობრივი ნორმებისგან, სარწმუნოებრივი მოძღვრებისა და მორალურ პრინციპთა წაშლა, მათი მისადაგება სეკულარ მსოფლმხედველობასთან. როგორი იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი ამ გამოწვევაზე? და ვინ არიან ჩვენი მთავარი მოკავშირეები ბრძოლაში ,,ზოგადსაკაცობრიოსთან “ მიმართებით ტრადიციულ ღირებულებათა უპირატესობაზე?

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროპაში ჩვენი მთავარი მოკავშირე კათოლიკური ეკლესიაა. ის პრობლემები, რაც დღეისათვის არსებობს კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა შორის უკრაინასა და რუსეთში, რასაკვირველია, უნდა გადაწყდეს, მაგრამ საჭიროა ამ პრობლემათა ლოკალიზება და მისი გადაცემა ორმხრივი კომისიის გამგებლობისთვის. რაც შეეხება ევროპულ საზოგადოებრივ სივრცეს, აქ მართლმადიდებლებსა და კათოლოკეებს შორის უნდა გამოინახოს თანამშრომრომლობის გზები განეკლესიურებული მსოფლიოს წინააღმდეგ. ახლანდელ კონფლიქტს მართლმადიდებელურ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის შეიძლება არადროული ვუწოდოთ ( თუმცა ისიც საკითხავია, არსებობს დროული კონფლიქტები? ), რამეთუ ის სწორედ იმ მომენტში გამწვავდა, როცა ორი ტრადიციული, საერთო რწმენით და საერთო წუხილით გამსჭვალული ეკლესიის თანამშრომლობა მებრძოლი სეკულარიზმის შემოტევის საპასუხოდ სწორედ მისწრება იქნებოდა.

სხვადასხვა მიმართულებით ტრადიციულ ღირებულებათა დაცვაში ჩვენ მოკავშირედ გვევლინებიან ხოლმე სხვა ტრადიციულ რელიგიათა, კერძოდ, ისლამისა და იუდაიზმის წარმომადგენლები. როცა საფრანგეთმა აკრძალა რელიგიურ სიმბოლოთა ტარება, ამ აკრძალვაში მოხვდა ,,დიდი და თვალშისაცემი რელიგიური ატრიბუტები’’ როგორებიცაა მუსულმანური ხიჯაბი, კიპა და დიდი ზომის ქრისტიანული ჯვარი. დარტყმა, რომლის სამიზნეც, უპირველეს ყოვლისა იყვნენ მუსულმანები, მიიღეს სამივე მონოთეისტური რელიგიის წარმომადგენლებმა. და სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ საფრანგეთის ქრისტიანთა ლიდერებმა, მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ფრონტით გაილაშქრეს იუდაიზმისა და ისლამის წარმომადგენლებთან ერთად. ყოველოვე მომხდარის კონტექსტიდან გამომდინარე , რელიგიათაშორისი დიალოგის გაფართოება განსაკუთრებით აქტუალობას იძენს. უდაოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს ამ დიალოგის განვითარება რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის მთელ სივრცეში — ისეთი დიალოგის, რომელსაც შედეგად მოჰყვა სნგ-ს ქვეყნების რელიგიათა საბჭოს შექმნა. მაგრამ სასურველია, რომ მსგავსი საბჭო შეიქმნას ასევე ევროპული კავშირის ფარგლებში და რომ მასში, კათოლიკეებთან, პროტესტანტებთან, იუდაველებთან და მუსულმანებთან ერთად მართლმადიდებლებიც შევიდნენ.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მართლმადიდებლობას საკმაოდ შეზღუდული გავლენა ჰქონდა ევროპულ პროცესებზე. ქვეყნებში, სადაც კათოლიკე ან პროტესტანტი მოსახლეობა სჭარბობდა, მართლმადიდებლობა ნაკლებად ცნობილი იყო ფართო მასებისათვის. საზოგადოებრივ სფეროში კი — როგორც ნაციონალურ ისე ევროპულ დონეზე — მას არანაირი შესამჩნევი როლი არ ენიჭებოდა. ეს სიტუაცია, ალბათ, შეიცვლებოდა ევროკავშირში ისეთი მართლმადიდებლური ტრადიციების სახელმწიფოთა შესვლის შემდეგ, როგრებიც ბულგარეთი, რუმინეთი და კვიპროსია. საბერძნეთთან ერთად, რომელიც 1974 წლიდან ევროკავშირის წევრია, ბალტიისპირეთთან და სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობის ქრისტიანული უმცირესობა ცხოვრობს, ეს სახელმწიფოები შეადგენენ იმ ,, მართლმადიდებლურ ლობს ’’, რომელიც საკმარისი გავლენით აღიჭურვება ევროპულ პოლიტიკურ სტრუქტურებთან სრულმასშტაბიანი დიალოგიის საწარმოებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში, პოლიტიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული ქვეყნების მართლმადიდებლურ ეკლესიათა წარმომადგენლებმაც.

ასეთი დიალგი ახალა უკიდურესად საჭიროა, რადგან მართლმადიდებელი ქრისტიანობა, კათოლიკობასთან ერთად, ხშირად ხვდება დარტყმის ქვეშ, როცა მის მიმართ სეკულარული ზომების გაატრებას ცდილობენ. 2003 წლის დასაწყისში ევროპის პარლამენტმა ხმა მისცა ქალთა მიერ ათონის წმინდა მთის მონახულების უფლებას იმის საფუძველზე, რომ ეს აკრძალვა არღვევს ,, სქესთა შორის თანასწორუფლებიანობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს ’’ , ასევე კანონს ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე თავისივე მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შესახებ. ამ რეზოლუციამ გამოაშკარავა ევროპელ პოლიტიკოსთან სრული გულგრილობა ათონის განსაკუთრებული სტატუსის მიმართ, რომელიც არის მართლმადიდებლური ბენმონაზვნური რესპუბლიკა, სადაც ხსენებული აკრძალვა უკვე მრავალი საუკუნეა მოქმედებს. ევროდეპუტატებს სულაც არ აწუხებთ , რომ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის გაუქმება აუცილებლად მიგვიყვანს ბერმონაზვნური ათასწლიანი წყობის ნგრევასთან: მათთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ მათ მიერვე დადგენილ ნორმებთან ამა თუ იმ რელიგიური ერთობის საშაბამისობა — შეუსაბამობაა.

მართლმადიდებლური ეკლესია დაბეჯითებით მოითხოვს საერთო ხელისუფლების რელიგიურ — მსოფლმხედველობრივ ნეიტრალიტეტს, სახელმწიფოს ჩარევის დაუშვებლობას ეკელესიის საშინაო ცხოვრებაში. ეკლესია პატივს სცემს სახელმწიფოს საეროობის პრინციპს, მაგრამ დაუშვებლად მიაჩნია ამ პრინციპის გაგება როგორც ,, რადიკალური გამოდევნა ეკლესიისა ხალხის ცხოვრების ყველა სფეროდან, რელიგიურ ერთობათა ჩამოშორება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ამოცანათა გადაწყვეტაში მონაწილეობისგან ’’.

სამწუხაროდ სწორედ ასე ესმით სახელმწიფოს საეროობის პრინციპი იმ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული საეკლესიო წყობილება, საზოგადოებრივი არენიდან მისი გამოდევნის ფონზე. და სწორედ ამ შეხედულების წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ მართლმადიდებლურმა აკლესიებმა თავიანთი ძალისხმევის გაერთიანებით ყველასთან , ვინც მზადაა დღეს დაიცვას ტრადიცული ღირებულებები იმ ლიბერალურის საპირწონედ, რელიგიური — ,,ზოგადსაკაცობრიოს’’ საპირწონედ, ვინც მზადაა დაიცვას რელიგიის უფლება საზოგადოებრივ თვითგამოხატვაში. მხოლოდ ერთიანი ფრონტით ქმედების შედეგად შეძლებენ ტრადიციული რელიგიური კონფესიები მებრძოლი სეკულარიზმის მოგერიებას.

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი