„თქვენ ჩემგან სიძულვილს ვერ ეღირსებით“

„თქვენ ჩემგან სიძულვილს ვერ ეღირსებით“

ფრანგი ჟურნალისტი ანტუან ლირისის მიმართვა, რომელსაც“ ბატაკლანში“ მეუღლე მოუკლეს. მათ 17 თვის ბიჭუნა მელვილი დარჩათ.

პარასკევ საღამოს თქვენ მე განსაკუთრებული ადამიანის, მთელი ჩემი ცხოვრების სიყვარულის, ჩემი შვილის დედის სიცოცხლე წამართვით, მაგრამ ჩემგან სიძულვის ვერ ეღირსებით. მე არ გიცნობთ და არც მინდა გიცნობდეთ, თქვენ- მკვდარი სულები ხართ. თუ ღმერთმა, რომლის სახელითაც თქვენ კლავთ თავის ხატების მიხედვით შეგქმნათ, მაშინ ყოველი ტყვია, რომელიც ჩემს ცოლს მოხვდა, იარაა თქვენი ღმერთის გულში.

ამიტომაც ვერ მოგიძღვნით საჩუქარს- ჩემს სიძულვილს. თქვენ ხომ სწორედ ეს გჭირდებათ, მაგრამ უპასუხო სიძულვილს მრისახანებით ნიშნავს დაუთმო იმ სიბრმავეს, რომელმაც თქვენ ასეთებად შეგქმნათ. თქვენ გინდათ, რომ მე მეშინოდეს, ჩემს თანამემამულეებს ეჭვით ვუყურებდე, რომ ჩემი თავისუფლება უსაფრთხოებას შევწირო. თქვენ დამარცხდით !

რამდენიმე დღის უსაშველო ლოდინის შემდეგ მე ჩემი მეუღლე დღეს ვნახე. ის ისეთივე ლამაზი იყო, როგორც პარასკევს საღამოს სახლიდან გასვლის წინ, ისეთივე ლამაზი როგორც 12 წლის წინ, როცა მე ის თავდავიწყებით შემიყვარდა. რა თქმა უნდა განადგურებული და თავზარდაცემული ვარ, მე გიღიარებთ თქვენ ამ პატარა გამარჯვებას, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. დარწმუნებული ვარ ჩემი მეუღლე ყოველდღე ჩვენთან იქნება და ჩვენ თავისუფალი სულების სამოთხეში შევხვდებით, იქ- სადაც თქვენაირების ადგილი არ არის!

ჩვენ ორნი დავრჩით მე და ჩემი პატარა ბიჭუნა, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს ყველა არმიაზე ძლიერები ვართ. მე თქვენთვის აღარ მცალია, რადგან ძალიან მეჩქარება, ჩემი ბიჭუნა სადაცაა გაიღვიძებს. ის მხოლოდ 17 თვისაა და ახლა,  როგორც ყოველთვის ისაუზმებს და ჩვენ, როგორც ყოველთვის ჩვენ ვითამაშებთ. მთელი ცხოვრება ეს პატარა ბიჭი თქვენ წინააღმდეგობას გაგიწევთ იმით, რომ ის ბედნიერი და თავისუფალია.  თქვენ მის სიძულვილსაც ვერასდროს ვერ ეღირსებით!

 

წყარო: http://www.pravmir.ru/