რატომ არ ვიცვლებით

რატომ არ ვიცვლებით

ქრისიტიანობა ადამიანში ცვლილებას ქადაგებს და საზომად წმინდანები მოჰყავს. ქრისტიანობაში წმინდანებად ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანები ითვლებიან, მაგრამ რა მარტივია ეს შეცვალო ფორმით: აღსარებაზე მიხვიდე და ჩადენილ ცოდვებზე ანგარიში ჩააბარო. ჯვრისწერა-ლამაზი რიტუალია, სულ სხვა საქმეა შეპირდე ღმერთს, რომ შენ ცხოვრებას შეცვლი. სცადე და თქვი, რომ რწმენის გარეშე საიდუმლოება არ აღესრულება — ვერ გაგიგებენ. კიდევ კარგი რომ ამას წმ. მამები აღნიშნავენ და შეიძლება არგუმენტად მათი სიტყვა მოიტანო.

აღმოჩნდა, რომ საიდუმლო ორი ნაწილისაგან შესდგება: გარეგნული რიტუალისა და მადლისაგან, რომელსაც მხოლოდ უფალი მოგანიჭებს. ძალიან ძნელია უთხრა ადამიანს, რომ მის ცხოვრებაში არაფერი მომხდარა, რადგან მან გულით არ მოინდომა მისი შეცვლა. ავიღოთ თუნდაც ჩვენი წარმოდგენა ლოცვაზე. ლოთობის პრობლემაა? — მხოლოდ შეუსმელ ბარძიმს შესთხოვეთ! და იგივე თხოვნით ყაზანის ღვთისმშობელს არ მიმართოთ! ბინა გინდათ? — მხოლოდ სპირიდონ ტრიმიფინტელთან ! გამოდის, რომ ღვთისმშობელი კი არ გვეხმარება, არამდედ (მისი) ხატი !

ხდება, რომ მთელი ცხოვრება ვლოცულობთ, ვეზიარებით, ტაძარში დავდივართ, მაგრამ მაინც არ ვიცვლებით. გამოდის, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა შეცვლისკენ კი არა, რიტუალების შესრულებისკენ არის მიმართული. კათოლიციზმში ეს ex opera operato დოგმატით განამტკიცეს- ანუ საიდუმლოება მის აღსრულებაშია. მაგრამ სულიწმიდას შენს სულში ძალით ვერ შეიყვან. ზიარებისთვის მზად ვარ — მე ხომ ყველა კანონი და დაუჯდომელი წავიკითხე და არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ წმინდანები: მიწაზე ეზიარე, მაგრამ ზეცაში უზიარებელი დარჩი. ლოცვა- ლოცვის ჩარიკრიკებით ჩავანაცვლეთ. შეგიძლია მაგნიტოფონზე ჩაწერო, მაგრამ ამას აზრი არა აქვს. როგორც წმ. მამები გვასწავლიან ლოცვა სინანულით და ყურადღებით აღესრულება, ჩვენ კი გვგონია, თუ კი ლოცვა წავიკითხეთ, ე.ი. უკვე რაღაც ღირებული გავაკეთეთ. სწორედ ეკლესიის გარეგნული მითითების გამო (რომელსაც უბრძოლველად, ძალდაუტანებლად ვასრულებთ), ჩვენი, როგორც ქრისტიანების შრომა უნაყოფოა. ადამიანი მხოლოდ გარეგნულ ფორმას იცავს და ჰგონია, რომ უკვე სხვებისგან განსხვადება. ფიქრით კი სულ სხვას უნდა ფიქრობდეს: „ღმერთო მომეცი ძალა არ განვრისხდე და არ განიკითხო“.

 

ავტორი: პროფესორი ალექსი ოსიპოვი