XXI საუკუნე- „იგავი კეთილ სამარიტელზე“

XXI  საუკუნე- „იგავი კეთილ სამარიტელზე“

23 სექტემბერს ჯგუფ  „pussy riot”-ის წევრმა, პატიმარმა ნადეჟდა ტოლოკონნიკოვამ-რომელიც სასჯელს მორდოვიაში იხდის, კოლონიის სამკერვალოში მუშაობაზე უარი განაცხადა და შიმშილობა დაიწყო. პრესაში მისი წერილიც დაიბეჭდა, სადაც ის ქალთა კოლონიაში არსებულ მთელ რიგ დარღვევებზე საუბრობს: კერძოდ მუშაობის აუტანელი პირობები, ანტისანიტარია, ძალადობა და წამება, რომელსაც ხშირად ადამიანი ინვალიდობამდე მიჰყავს. დიაკვანი ანდრეი კურაევი ამსათან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

მინდა ავღნიშნო, რომ რამდენადაც ტოლოკონნიკოვას ცხოვრების სტილი ამაზრზენი იყო ჩემთვის, იმდენად მისი ამჟამინდელი მდგომარეობა ჩემს პატივისცემას იმსახურებს. მისი უარი სხვის დაბეზღებაზე და საკუთარ პოზიციაზე (რომელსაც სხვათაშორის მე არ ვეთანხმები) მყარად დგომა ჩემთვის ადამიანური ღირებულებების დემონსტრირებაა.

სამამულო ლიტერატურის ფურცლებზე არა ერთხელ შევხვედრივართ მტრებისგან ჩვენი ჯარისკაცების, ოფიცრების და გენერლების საქციელის აღფრთოვანებულ შეფასებებს; თურქები, ფრანგები და თვით გერმანელი ფაშისტებიც პატივს სცემდნენ ჩვენი სამხედროების სიმამაცეს და შემართებას. ჩვენ ვამაყობთ მათი შეფასებებით, მაგრამ არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როცა საბჭოთა ოფიცრებს-სამამულო ომის მემატიანეებს მსგავსი პატივისცემით აღენიშნათ თავიანთი მტრების თავგანწირვა.  ჩვენ ხშირად და სიამოვნებით ვიხსენებთ ნაპოლეონის გვარდიის განადგურებას ვატერლოოს ბრძოლოს დროს და იმ უცენზურო პასუხს, რომელიც გვარდიელებმა ინგლისელებს დანებების შეთავაზებაზე გასცეს. მაგრამ აი კითხვა: შეგვწევს კი უნარი ეს ეთიკური სტანდარტები ჩვენ მტრებზე გადავიტანოთ? დიახ, ტოლოკონნიკოვა შეგნებულად ებრძვის ეკლესიას! ეკლესია კი არ თვლის მას თავის მტრად, არამედ პირიქით ( მას მიაჩნია ეკლესია მტრად). მაგრამ სამოქალაქო ეთიკური შეგნებით, რევოლუციამდელი და საბჭოეთის დროს ჩამოყალიბებული შეხედულებით ის ღირსეულად იხდის სასჯელს. ნუთუ ძნელია ჩვენგან ცოტაოდენი ადამიანური სოლიდარობის გამომჟღავნება?

 

 

დავიხარჯოთ  „ თანაგრძნობაზე“ 

 

 

კრიტიკოსებსაც და იმათაც ვინც თვლის, რომ „ ციხე კურორტი არ არის“ დაავიწყდათ დოქტორ გააზის და მიტროპოლიტ ფილარეტ დროზდოვის საუბარი. მომიწევს შეგახსენოთ ეს ისტორია.

დოქტორ გააზის ინიციატივით შექმნილ პატიმართა დახმარების მოსკოვის კომიტეტის სხდომაზე ციხეში მსჯავრდებულთა გაუსაძლისი პირობების შემსუბუქებაზე იყო საუბარი. როცა ეს საკითხი დაისვა მიტოპოლიტმა ფილარეტმა იკითხა: რა საჭიროა? გასაგებია, რომ პატიმრებს უჭირთ, მაგრამ „ციხე-კურორტი არ არის“ და ისინი ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო უნდა დაისაჯონ. ამაზე დოქტორმა გააზმა აღნიშნა, რომ ყველა პატიმარი სინამდვილეში დამნაშავე არ არის. ფილარეტმა უპასუხა: თქვენ სულ უდანაშაულო პატიმრებზე საუბრობთ, მაგრამ ფედორ პეტროვიჩ ასეთები არ არსებობენ. თუ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ე.ი. დანაშაული მოხდა… გააზი წამოხტა და ხელები აღაპყრო-მეუფე რას ბრძანებთ? თქვენ ქრისტე დაივიწყეთ! ირგვლივ სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. გააზი გაჩუმდა და თავჩაქინდრული დაჯდა. მიტროპოლიტმა ისედაც ვიწრო თვალები მოჭუტა და რამდენიმე წამით გააზს დააშტერდა. – „არა ფედორ პეტროვიჩ, მე ქრისტე არ დამვიწყებია… მაგრამ როცა ნაჩქარევი და დაუფიქრებელი პასუხი გაგეცით… მე დამტოვა ქრისტემ“. (ფ.ა. კონი“ფედორ პეტროვიჩ გააზი“).

ამიტომ არ ღირს ციხის კანონების აპოლოგიაში ჩართვა, როგორიც არ უნდა იყოს ის. ვთვლი რომ ჩვენს წინაშე წმ. წყლის სახარებისეული სიტუაციაა: ადამიანი ტკივილისაგან იტანჯება, ყვირის და შველას ითხოვს არა მარტო თავისთვის, არამედ ათასობით ადამიანისათვის, რომლებიც ასევე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნუთუ ამ დროს ჩვენ მკაცრი სახეები უნდა მივიღოთ და ვთქვათ: „ არა, არა და არა! სანამ მაგიდაზე სამ ეგზემპლარ  ექსპერტების  ბეჭდიან დასკვნას არ დაგვიდებენ იმაზე, რომ იქ ნამდვილად აქვს ადგილი პრობლემებს და დარღვევებს  თანაგრძნობაზე ტყუილად არ დავიხარჯებით“

                                                                   იგავი კითილ სამარიტელეზე: ლიტურგიკული სამკაულები თუ სიცოცხლე?

         

 

როდესაც სახარებისეული სამარიტელი ნაცემ ადამიანს გადაეყარა, კვლევა არ დაუწყია: იქნებ ეს ის ფეხბურთელია რომელიც ამბობს, რომ სტკივა მაგრამ სინამდვილეში კი არ ტკივა, არამედ ცდილობს მსაჯს საჯარიმო გამოსტყუოს. ასევე არ უკითხავს: ეი შენ, იქნებ დამსახურებულად გცემეს ბიჭებმა, რადგან ფული დროზე არ დაუბრუნე? არ მოუთხოვია, რომ იუდეველს მისი- სამარიტელის რწმენა მიეღო, ის უბრალოდ მივიდა და ნაცემს დაეხმარა. მგონი დროული გავიხსენოთ ის მწარე სიტყვები, რასაც ჩვენზე ხშირად ამბობენ: მარლთმადიდებლები სახარებას ემთხვევიან , მაგრამ არ კითხულობენ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იგავი კეთილ სამარიტელზე უბრალოდ ლიტურგიკული სამშვენისია წელიწადის იმ დღისა, როდესაც სახარების ეს ეპიზოდი იკითხება. დანარჩენ დროს  ცდილობენ, რომ ის არც კი გაიხსენონ.

კოლონიიდან გამოგზავნილ ტოლოკონნიკოვას საჩივარზე დაწერილი ათასობით კომენტარი და რეაქცია ამ ადამიანების არაჯანმრთელ ზნეობაზე მიუთითებს, არადა ისინი თავს ჭეშმარიტ მარლთმადიდებლებად თვლიან. ადამიანები ვისთვისაც სახარების სიტყვა ძვირფასი და ღირებული უნდა იყოს ასე იქცევიან და ეს ძალიან უცნაურია.

 

 

ვისაც სიმართლე უნდა

 

პრობლემაა ისიც, რომ მამაოები რომლებიც ციხეში დადიან სიმართლეს არ ამბობენ. ვერც გაამტყუნებ, სიმართლე რომ თქვან იქ აღარ შეუშვებენ და პატიმრების დახმარებას იმ მცირედითაც ვერ შეძლებენ, რასაც ახლა ახერხებენ.  სიმართლე რომ გაიგო, ციხიდან ახალ გამოსულებს უნდა ჰკითხო. თუ საზოგადოება ამ პრობლემის მიმართ გულგრილი დარჩება, სავარაუდოდ ციხეებში სიტუაცია გაუარესდება. ხოლო თუ იგივე საზოგადოება ფაქტების დადასტურების შემთხვევაში სისტემაზე ზეწოლას მოახდენს შეიძლება მდგომარეობა გამოსწორდეს, მაგ. როგორც მინიმუმ კოლონიის ხელმძღვანელობა შეიცვალოს ან რაიმე უფრო ღირებულიც გაკეთდეს.

მეტსაც გეტყვით, წარმოიდგინეთ მსგავსი წერილი რომის პაპ ფრანცისკესთან რომ მოხვედრილიყო, როგორ გგონიათ იგივე რეაქცია ექნებოდა, რაც მამა ვსევლოდ ჩაპლინს ჰქონდა? არა მგონია, ამიტომ ეს ჩემთვის დედა ეკლესიის ღირსების საკითხია. ამიტომაც ვთვლი, რომ იგივე ფოცხზე ფეხის დაბიჯებით ამ ფოცხს ეკლესიას ვურტყამთ სახეში. სამწუხაროდ არჩევანი ძალიან ერთგვაროვანი და პროგნოზირებადია: ჩვენი საექისკოპოსო მხარში უდგას დიდ პაგონებიან, სქელ საფულეებიან ჩინოვნიკებს და სრულიად არ იმჩნევს „პატარა“, ჩვეულებრივი მოკვდავების ტკივილს. ეს უკვე სისტემატიურ ხასიათს იძენს და ადამიანები ამას ხედავენ. ამის შედეგია ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ხულიგნების ანტი ეკლესიური გამოხდომების მიმართ სოლიდარობის განცდა უჩნდება.

 

ავტორი: დიაკვანი ანდრია კურაევი