«პროგრესი» შვედურად

«პროგრესი» შვედურად

შვედეთში ოჯახის ინსტიტუტი კრიზისს განიცდის. ეს არის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მმართველობის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებაზე სრული კონტროლის მოპოვება.

უზრუნველყოფილი საზოგადოება, რომელიც მარტოობაში სასიკვდილოდაა განწირული
შვედეთი ცნობილია თავისი სუპერკონცერნებით (“ვოლვო,” “ერიკსონი,” “იკეა”, “სააბ”) და მასშტაბური სოციალური პროგრამებით, რომლებიც მიმართულია საზოგადოების დაუცველი ფენების მხარდასაჭერად. მთელი შიგა პროდუქტის წილი, დახარჯული, მაგალითად, ხანდაზმულთა და მოხუცებულთა სოციალური უზრუნველყოფისთვის ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ჯანდაცვის დაფინანსებაზე მიდის საშემისავლო გადასახადების დაახლოებით 80%.

მაგრამ არსებობს სხვა სტატისტიკაც. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიცვალებულთა 90% კრემაციას უკეთებენ, კრემირებულთა ურნების 45%-ი ნათესავებს არ მიაქვთ. უმრავლეს შემთხვევაში დაკრძალვა მიმდინარეობს “უცერემონიოდ”. კრემატორიუმის მუშაკებმა არ იციან, კონკრეტულად ვის ნეშტს წვავენ, რადგან ურნებზე მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერია მითითებული. ეკონომიკური მოსაზრებით, დამწვარი ურნებისგან მიღებულ ენერგიას სურვილისამებრ რთავენ საკუთარი სახლის ან ქალაქის თბოსისტემაში.

დასაკრძალი ცერემონიების არარსებობა –ეს მხოლოდ ნაწილია იმ საყოველთაო ტენდენციისა, რაც იწვევს გრძნობითი და ემოციური კავშირების გაწყვეტას მრავალ შვედურ ოჯახში. შვედური გამომცემლობა ”Nyliberalen”-ის რედაქტორი ჰენრიხ ბეიკე, ამ მოვლენათა განმარტებისას, აღნიშნავს: “ოჯახი გახდა სოციალისტთა შეტევის სამიზნე, რამდენადაც თავისი არსით სახელმწიფო არის მზრუნველობის ინსტიტუტთა ალტერნატიული ორგანიზაცია. ოჯახი მოწოდებულია დაიცვას ადამიანი. როცა მას პრობლემები შეექმნება, მაგალითად, უფულობა ან ჯანმრთელობის გაუარესება, ადამიანს ყოველთვის შეუძლია მიმართოს ნათესავებს დახმარების სათხოვნელად. შვედური სახელმწიფო ათწლეულების განმავლობაში მიისწრაფის ამ ოჯახური ურთიერთობებისა და კავშირების გაწყვეტისკენ,- უშუალოდ ყველასთვის დახმარების გზით და ამგვარად მას აქცევს სახელმწიფოზე დამოკიდებულ ადამიანად.”

მართებული კურსი
ძნელია დაჯერება, მაგრამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოცდაათიან წლებამდე შვედეთი იყო უბადრუკი აგრარული ქვეყანა, რომლის მოქალაქენიც მასობრივად ემიგრირებდნენ უკეთესი ცხოვრების ძიებაში. გამდიდრება შვედეთმა მოახერხა მეორე მსოფლიო ომის დროს თავისი “ორმაგი სტანდარტების” ფრთხილი პოლიტიკის გატარებით. ფორმალური ნეიტრალიტეტის მიუხედავად, იგი სთავაზობდა ფაშისტურ გერმანიას კრედიტებს, ამარაგებდა საკუთარი შეიარაღებით და წარმოადგენდა წიაღისეული მადნეულის უმსხვილეს მიმწოდებელს გერმანიის სამხედრო საჭიროებისთვის.. სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით 40-იან და 50-იან წლებში გატარდა რიგი რეფორმები, რომლებმაც ერთობლიობაში საფუძველი ჩაუყარეს საყოველთაო კეთილდღეობის შვედურ სახელმწიფოს. სოციალ-დემოკრატთა ჰეგემონიის ხანგრძლივი პერიოდი შეწყვიტა 70-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა და 1976 წლიდან მოყოლებული გახშირდა კაბინეტთა ცვლა.

დღეს ოპოზიციაში მყოფ სოციალ-დემოკრატებს სათავეში ჩაუდგა ახალი ლიდერი –55 წლის სტეფან ლიუვენი, მეტალურგთა პროფკავშირის თავმჯდომარე, შემდუღებელი. საინტერესოა, რომ შვედეთში, რომელიც განთქმულია განათლების მაღალი დონითა და ხელმისაწვდომობით (უმაღლეს სასწავლებელთა დაფინანსების 80% საბიუჯეტოა), სტეფან ლუვენი პარტიის მეოთხე ლიდერია, რომელსაც არ მიუღია უმაღლესი განათლება, სტეფან ლუვენს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაც კი ეკავა (1996-2006). როგორც ჩანს, შვედეთში პოლიტიკოსთა განათლების დონეს დიდი ყურადღება არ ექცევა (კვლევების მიხედვით, ის ყველაზე დაბალია ევროპაში). აქ ჩვეულებრივ ნორმად ითვლება, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ფერმერია, ხოლო ჯანდაცვის მინისტრი—ექიმი. ხელისუფლება (და ეს განმტკიცებულია კონსტიტუციით) მხოლოდ მიმართულებებს განსაზღვრავს, ხოლო ქვეყანას მართავს ცენტრალური სამთავრობო ორგანიზაციები.

ამის კეთება მათ უფრო და უფრო უძნელდებათ. გავლენას ახდენს საყოველთაო ეკონომიკური კრიზისიც და საკუთარი პრობლემებიც. შვედეთი ბერდება. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კაცებისთვის 78,6 წელია და ქალებისთვის 83, 2 წელი. 80 წელს გადაშორებული მოსახლეობის ხვედრითი წილი აჭარბებს ეს—ს წევრ სახელმწიფოთა მაჩვენებლებს და შეადგენს 5,3%. შვედეთის 9,3 მილიონი მაცხოვრებლისგან 18% 65 წელს გადაცილებულია. პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისათვის მათი ხვედრითი წილი გაიზრდება 23%-მდე.

“თუ გვინდა, რომ მომავალში ჩვენი პენსია არსებულის ექვივალენტური იყოს, უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს მუშაობა,— განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ჩრდილოეთის ქვეყნების პრობლემებისადმი მიძღვნილ ფორუმზე, რომელიც ჩატარდა სტოკჰოლმში 1912 წლის 9 თებერვალს.- შობადობის ვარდნის გათვალისწინებით, პენსიაზე უნდა გავიდეთ 75 წლის ასაკში, სხვა შემთხვევაში საბერძნეთის სცენარი განმეორდება.”

პლასტიკური მშობლები
შვედეთში ყოველი მეოთხე ბავშვის . ფესვები. მისი საზღვრებიდან საკმაოდ შორს, (ოფიციალური ბიულეტენების მონაცემებით. (www.sweden.se) უფრო ხშირად ერაყიდან ან ყოფილი იუგოსლავიიდან არის. უკვე ასეთი შვედების მთელი თაობა აღიზარდა. ამიტომ აქ ჩვეულებრივია სულ სხვადასხვა და მრავალფეროვანი ნაციონალობისა თუ რასის ხალხი.

შვედეთში დაბადებულ ბავშვთაგან 60% ქორწინების გარეშეა. 20% იზრდება ერთ მშობელთან. ახალგაზრდები არ ჩქარობენ ურთიერთობის გაფორმებას—“ეტმასნებიან” სამოქალაქო ქორწინებებს, სახელწოდებით ‘’სამბო’’- როცა წყვილი ერთად ცხოვრობს, და’’ სერბო’’—როცა ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ყოველწლიურად 38 ათას დაკანონებულ რეგისტრირებულ ურთიერთობაზე 31 ათასი გაშორება მოდის. საშუალოდ თითოეული მეუღლის მხრიდან სამი ქორწინებაა, რაც ნიშნავს ბავშვისთვის ბევრ ნათესავსა და რამდენიმე მშობელს. მათ “პლასტიკური მშობლები” შეარქვეს. სახელმწიფო აფინანსებს კიდეც ისეთ კვლევებს, რომლებმაც უნდა დაამტკიცოს ასეთ ურთიერთობათა დადებითი ზეგავლენა ბავშვებზე: მორიგი გაშორების შემდეგ, ერთი მშობლებიდან მეორე მშობლებთან გადასვლისას ბავშვები იღებენ ცხოვრებისეულ და სოციალური ურთიერთობების გამოცდილებას, რაც წაადგებათ ზრდასრულ ასაკში.

რამდენადაც მიმართვა “დედინაცვალი” ან “მამინაცვალი” არც ისე კარგ ასოციაციას იწვევს (აქაც იციან კონკიას ისტორია), შვედებმა შემოიღეს შემცვლელი განსაზღვრებები “მშობელი ერთი” და “მშობელი ორი”. ეს ინერგება ასევე გენდერული თანასწორობის მოსაზრებებიდან გამომდინარე. ქალისა და მამაკაცის როლის შესახებ სტერეოტიპის ნგრევა წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის საყოველთაო ნაციონალური პროგრამის ძირეულ ამოცანას. რომლის მეთოდებიც ზოგჯერ ზედმეტად რადიკალურად ეჩვენება დანარჩენ მსოფლიოს. ამ მხრივ სენსაციური გახდა სტოკჰოლმის გარეუბანში სოდერმალმეში 2010 წელს გახსნილი საბავშვო ბაღი. დაწესებულების თანამშრომლებმა ბავშვებისადმი მიმართვა ის (მამრობითი და მდედრობითი სქესის გამომხატველი ნაცვალსახელი, როგორიცაა ინგლისურად “ჰი”და “ში”, შვედურად კი “ჰან”და “ჰონ ) შეცვალეს უსქესო სიტყვა “ჰენ”-ით, რომელიც არ არსებობს კლასიკურ შვედურ ენაში, მაგრამ იხმარება (გავრცელებულია) ჰომოსექსუალისტთა შორის. “გენდერული სტერეოტიპების” გადაჩვევის მიზნით ბავშვებს ჩვეულებრივ ზღაპრებთან ერთად უკითხავენ წიგნებს, სადაც, მაგალითად ორი მამრი ჟირაფი ძალიან განიცდიდა, რომ მათ არ შეეძლოთ ეყოლიათ შვილები, სანამ არ იპოვეს მიტოვებული ნიანგის კვერცხი.

შვედური ოჯახი
შვედური სექსუალური თანასწორობის ასოციაციის მონაცემებით, შვედეთში 40 ათას ბავშვზე მეტს ჰყავს ჰომოსექსუალისტი მშობლები (ან მშობელი). როცა 1995 წელს ქვეყანაში დაკანონდა ჰომოსექსუალური ქორწინებები, პარლამენტმა დაამტკიცა, რომ ეს იქნებოდა მხოლოდ სამოქალაქო ქორწინება და მას ეკლესია არ აკურთხებდა. . მაგრამ ჰომოსექსუალებს სურდათ სრული ცერემონია “მენდელსონის” ჩათვლით და მათ თავისას მიაღწიეს. 1998 წელს შვედეთში ჩატარდა სრულიად ევროპის გეიაღლუმი. სენსაციად იქცა ასევე ფოტოგრაფ ელიზაბეტ ოლსონის ნამუშევარი,სადაც ქრისტე და მისი მოციქულები ჰომოსექსუალებად ჰყავს გამოყვანილი. გამოფენა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს გამოფენა მოეწყო, გახლდათ ლუთერანული ეკლესიის კათედრა.

მაგრამ ნამდვილი ბატალიები გაჩაღდა 2003-2004 წლებში პასტორ ოკე გრინის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც გაკიცხა ჰომოსექსუალური კავშირები, უწოდა რა მათ ცოდვიანი , მანკიერი, . ის იმოწმებდა წმინდა წერილიდან ფრაგმენტებს იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ ბიბლია ძალიან ზუსტად განსაზღვრავს ჰომოსექსუალიზმს, როგორც ცოდვას. რაზედაც მეორე ბანაკიდან პასუხობდნენ; “ბიბლია ციდან არ გადმოსულა ჩვენზე, თავისთავად ის არ წარმოადგენს ღვთის სასწაულს, არ პასუხობს ჩვენს ყველა კითხვას. კითხვები, რომლებიც აქტუალური იყო ბიბლიის წერის პერიოდში,—ეს არ არის ჩვენი კითხვები.” ეს პასტორი პირველი ინსტანციის სასამართლომ გაასამართლა “სექსუალური უმცირესობის მიმართ უპატივცემულობის გამო” და მიუსაჯა პატიმრობა ერთი თვის ვადით. მეორე ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. 2005 წელს საქმე უმაღლეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც პასტორი უდანაშაულოდ სცნო. ამან გეების პროტესტი გამოიწვია, მათი მხრიდან დღემდე არ წყდება მუქარა პასტორის მისამართით.

ჰომოსექსუალური ოჯახების რაოდენობა გაიზრდება,— ასეთია რფსლ-ს პროგნოზი. ამას ხელს უწყობს შვედეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ლესბოსურ წყვილთა ხელოვნური განაყოფიერების შესახებ. კანონის მიხედვით, ქალ-ლესბოსელებს აქვთ ხელოვნური განაყოფიერების უფლება სახელმწიფოს ხარჯზე.

საინტერესოა, რომ რსფლ ასევე გვაცნობებს: ძალადობის ყოველი მესამე შემთხვევა ლესბოსურ ოჯახებზე მოდის. და თუმცა აქ არსებობს ორგანო, რომელსაც ამ შემთხვევაში უნდა მიმართო, ორგანიზაციების თანამშრომლებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ქალები ერთმანეთს სცემდნენ, ხომ ითვლება, რომ მათი ბუნება აგრესიული არ არის. ძალადობის პრობლემაა მამაკაცებისააგან შემდგარ ოჯახებშიც.

“მიმდინარეობს მენტალობის ცვლა და ეს ტრადიციების შეცვლას ითხოვს. ოჯახის ტრადიციული ფორმა არ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს. აუცილებელია ახალი ოჯახური ურთიერთობები’’,— ამონარიდი შვედეთის მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ელენე აბერგის მიერ პოლონეთის გამომცემლობა wprost-ისთვის მიცემული ინტერვიუდან,-‘’ ჩვენს პარტიაში ვსაუბრობთ, მაგალითად, პოლიგამიურ ურთიერთობებზე— როგორც საზოგადოებრივად მისაღებ საგანზე.”. შვედეთისთვის ეს მოვლენა არ ახალია. სექსუალური რევოლუციის ტალღაზე. გასულ საუკუნეში აქ უკვე იყო მცდელობა ახალგაზრდებს ეცხოვრათ საერთო კომუნებში, რომელთაც შვედურად “კოლექტივებს” უწოდებენ.

ხელშეუხებელნი
შვედურმა სახელმწიფომ თავის თავზე აიღო პრაქტიკულად სრული კონტროლი ბავშვთა აღზრდაზე. მაღალი გადასახადები შეუძლებელს ხდის ოჯახის შენახვას მხოლოდ ერთი ხელფასით, ამიტომ ორივე მშობელი მუშაობს, ხოლო ბავშვი დღის განმავლობაში იმყოფება სკოლაში ან საზოგადოებრივი ზრუნვის სხვა დაწესებულებაში.

შვედურ მთავრობას შექმნილი აქვს სპეციალური ომბუნდსმენის ინსტიტუტი, რომელიც მოწოდებულია დაიცვას ბავშვთა უფლებები და ინტერესები. არსებობს მთელი რიგი ორგანიზაციები “ბავშვთა უფლებები საზოგადოებაში” – მორიგე ტელეფონი და ელექტრონული ხაზი ბავშვებისა და მოზარდებისთვის; “მეგობრები”- დახმარება თანატოლების მხრიდან ჩაგვრის შემთხვევაში და ა.შ.

1979 წლიდან აქ ძალაშია ბავშვთა ფიზიკური დასჯის სრული აკრძალვა. მშობლებს ეკრძალებათ ბავშვს წამოარტყან, ყური აუწიონ ან ხმას აუმაღლონ. ბავშვის ცემა კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოზარდები ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან დეტალურად არიან ინფორმირებულნი თავიანთი უფლებების შესახებ და პოლიციისათვის ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობაზე მსგავს შემთხვევებში. და ისინი სარგებლობენ ამით.მშობლისა და ბავშვის ინტერესების კონფლიქტის შემთხვევაში მთავრობა ბავშვის მხარეს იჭერს.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოზარდი გოგონას ისტორიას, რომელიც მამინაცვალს ბრალს სდებდა სექსუალურ ძალადობაში. 12 წლის აგნეტა უბრალოდ გაბრაზდა მასზე იმის გამო, რომ მან მოკლა კნუტები, ხოლო გოგონას მათი დატოვება სურდა. მან მიმართა პოლიციას, თან ინსტრუქცია ჩაუტარა თავის 3 წლის დას, რა უნდა ელაპარაკა. ამ ნიადაგზე მამინაცვალი დააკავეს და გაასამართლეს. დედას, რომელმაც არ დაუჯერა ქალიშვილს, ჩამოერთვა მშობლის უფლებები. აგნეტა გააშვილეს სხვა ოჯახში. სამი თვის შემდეგ გოგონა მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა, სცადა უკან გამოეთხოვა საჩივარი და გაეთავისუფლებინა მამინაცვალი. მაგრამ იურიდიული მანქანა უკვე დატრიალდა, სერიოზულად არავინ აღიქვა გოგონას მონანიება, თანაც ძალადობის მსხვერპლნი ხომ ხშირად უარყოფენ თავიანთ ჩვენებებს. საქმე იქამდე მივიდა, რომ “მსხვერპლმა” მისწერა ყველა შესაძლო ინსტანციას, კერძოდ, გენერალურ პროკურორს, სადაც დეტალურად აღწერა მთელი ისტორია, რომ მისი მამინაცვალი უდანაშაულო იყო, რომ მან ყველაფერი მოიგონა, ახსნა რატომ. მაგრამ არც პროკურორი ჩაერია.

ბავშვთა აღზრდის უფლება ჩამორთმეული აქვთ არა მარტო მშობლებს, არამედ მასწავლებლებსაც. მერვე კლასამდე მოსწავლეებს ნიშანი არ ეწერებათ, წარუმატებლებს არ ტოვებენ მეორე წელს, და, რაღა თქმა უნდა, სკოლიდან არავის რიცხავენ. მოსწავლეები “შენობით” მიმართავენ მასწავლებლებს და არ ევალებათ მასწავლებლის სალამზე პასუხი. მასწავლებლები ჩივიან, რომ კლასებში ძნელია მუშაობა გაკვეთილებზე გამეფებული ქაოსის, ხმაურისა და აგრესიის გამო.

სოციალის დიქტატურა
შვედურ კანონმდებლობაში არ არსებობს მშობელთა ძალაუფლების ცნება არც საყოფაცხოვრებო და არც იურიდიული გაგებით. არ არსებობს კატეგორია “მშობლის უფლება”, ანუ “ შვილზე მზრუნველობის და პასუხისმგებლობის უფლება”, რომელსაც, კანონის მიხედვით, თანაბრად ინაწილებენ მშობელი და სახელმწიფო. მაგრამ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ის უკეთ უზრუნველყოფს მზრუნველობას და აღზრდას, ამიტომაც ერევა ოჯახურ აღმზრდელობით პროცესში. ამგვარ მთავარ დაწესებულებას წარმოადგენს ცენტრალური საბჭო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხებში, რომელსაც შვედეთში უწოდებენ “სოციალს”. ყოველწლიურად მშობლებს აშორებენ 12 ათას ბავშვს. ამას აკეთებენ კეთილშობილური მიზნით. საბაბი შეიძლება იყოს “აღზრდაში დაშვებული შეცდომები”, “მშობელთა გონებრივი უმწიფარობა,” “გადაჭარბებული ზრუნვაც” კი.

მარიანა ზიგსტროემს ამგვარად ჩამოერთვა მშობლის უფლებები, რადგან “ზედმეტ მზრუნველობას იჩენდა” თავისი ეპილეფსიით დაავადებული შვილის –დანიელის-მიმართ. ბავშვი ერთი ოჯახიდან მეორეში გადადიოდა, მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. დანიელმა დაახლოებით 40 წერილი მისწერა დედას დახმარების თხოვნით, დედამ მიმართა სხვადასხვა სოციალურ და სამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ უშედეგოდ. ბიჭი გარდაიცვალა, რადგან შეტევის დროს მორიგმა ოპეკუნმა უბრალოდ არ იცოდა, როგორ დახმარებოდა მას. მარიანა ზიგსტროემმა ბრალი წაუყენა სახელმწიფოს. წააგო ყველა ინსტანციაში. მეტიც, სახელმწიფომ დაავალდებულა სასამართლო ხარჯების ანაზღაურება 1,5 მილიონი კრონის ოდენობით.

ამის თაობაზე პოლონური წარმოშობის გამოჩენილმა სკანდინაველმა მწერალმა და ჟურნალისტმა მაჩეი ზარემბამ, რომელიც შესძრა მარიანა ზიგსტროემის ისტორიამ , უშედეგოდ მღაღადებელმა სამართლიანობისათვის შვედური გამოცემების ფურცლებიდან, თქვა.. : “შვედეთს რომ სამართლის სახელმწიფო უწოდო, ეს ბოროტი ხუმრობა იქნება”. მან ასევე აღნიშნა, რომ შვედეთის სახელმწიფო, რომელმაც გასულ საუკუნეში თავის თავზე აიღო ოჯახური მოვალეობები, დღეს უძლურია შეასრულოს ეს ფუნქციები. იმის გამო, რომ საკმარისი თანხა არ არის, იხურება არა მხოლოდ მზრუნველობის ცენტრები, არამედ სკოლებიც და საბავშვო ბაღებიც. “ხოლო როცა სახელმწიფო მოდელი არ ფუნქციონირებს, უნებურად გიხდება ოჯახური ღირებულებების გადააზრება: ცნობილია, რომ დედა შვილის გადასარჩენად მატარებელს შეუვარდა. მაგრამ დღემდე არც ერთ სოციალურ კომისიას ეს არ ჩაუდენია.”