ბიბლია როგორც კანონი

ბიბლია როგორც კანონი

დღეს ჩვენთვის ადვილია გადავშალოთ ბიბილია და ვნახოთ, რა არის დაბეჭდილი ყდის ქვეშ. მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო: წიგნები ძალიან ძვირად ფასობდა და იმდროინდელი ტექნოლოგიით ტომი მძიმე და დიდი გამოდიოდა, ამიტომ მხოლოდ ღვთისმსახურებისთვის აუცილებელი წიგნების და კრებულების გადაწერა ხორციელდებოდა.

დღეს მიღებულია საუბარი ბიბლიურ კანონზე-ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და „წესი, ნიმუში, კანონს“-ს ნიშნავს. როცა ჩვენ ბიბლიურ კანონზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს წმინდა წერილის შემადგენელი წიგნების სია. ბუნებრივია, ამ სიაში პირველ რიგში ძველი აღთქმის წიგნებს ვაყენებთ.

ებრაული გარდამოცემა, რომელსაც ბევრი ქრისტიანი იზიარებს გვამცნობს, რომ ეს ჩვ.წღ. მეხუთე საუკუნეში მოხდა, ებრაელების ტყვეობიდან დაბრუნებისთანავე, მწიგნობარ ეზდრას მოღვაწეობის პერიოდში, მაგრამ ამის დაჯერება ძნელია; ძალიან ხანგრძლივი დრო აშორებს ეზდრას კანონიკური წიგნების პირველი ჩამონათვალიდან. ამას გარდა, ჩვენ ხელთ გვაქვს ე.წ. სეპტუაგინტა, ანუ ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანი, რომელზე მუშაობაც ალექსანდრე ეგვიპტელის დროს ანუ ჩვ.წვ.-მდე მესამე საუკუნეში დაიწყო. სეპტუაგინტაში შევიდა წიგნები, რომლებიც დღევანდელ ებრაულ კანონში აღარ არსებობს, ესენია: ტობიას, ივდითის, ზირაქის წიგნი, სოლომონის სიბრძნე, იესოს სიბრძნე, მაკაბელთა წიგნი და სხვა.დღეს ეს წიგნები ბიბლიის მარლთმადიდებლურ და კათოლიკურ გამოცემებში გვხვდება,პროტესტანტულში კი-არა.

ახალი აღთქმის პერიოდის ძირითადი წმინდა წიგნები ებრაელებს ყველგან ერთნაირი აქვთ, ხოლო „დამატებითი სია“ სხვადასხვა თემში განსხვავებულია. მაგ. ალექსანდრიაში ტობიას წიგნს კითხულობდნენ, პალესტინაში-არა. ალბათ ეს ყველას აწყობდა, სანამ ჩვ.წღ.-პირველ საუკუნეში იერუსალიმის ტაძარი არ დაინგრა. მას შემდეგ რაც ის განადგურდა, ებრაელებისათვის წიგნებმა ყველაზე დიდი სიწმინდის დატვირთვა მიიღეს. ვფიქრობ, ამან გამოიწვია პირველ-მეორე საუკუნეების მიჯნაზე ებრაული კანონის ჩამოყალიბება. ამავდროულად მოხდა ებრაელების და ქრისტიანების საბოლოო გათიშვა. მერე რა, რომ მათ საერთო კანონი და წინასწარმეტყველები ჰყავთ,ქრისტიანებმა ამას საკუთარი წმინდა წიგნები დაუმატეს, რომლებსაც ებრაელები კატეგორიულად უარყოფენ.

პირველ საუკუნეში ბიბლიურ კანონზე ლაპარაკი ჯერ ადრე იყო. ბიბლიური წიგნების საკუთარი ჩამონათვალის შექმნის სურვილი ქრისტიანებს მოგვიანებით გაუჩნდათ. ეს იმას უკავშირდებოდა, რომ ქრისტიანობაში გაჩნდა სხვადასხვა სექტები და ერესები, რომლებიც თავიანთ წიგნებს თავაზობდნენ მორწმუნეებს და ამისგან მათი დაცვა გახდა საჭირო. აუცილებლობამ მოითხოვა წიგნების სიის შექმნა, რომლებიც ეკლესიის სწავლებას პასუხობდნენ. ის, რომ ამ წმინდა ტექსტებს ქრისტიანები თავისი ქრისტიანობის ისტორიის პირველსავე საუკუნეში აღიარებდნენ, ამტკიცებენ მეორე,მესამე და მეოთხე საუკუნის წმ. მამების-იუსტინე მარტვილის, ირინეოს ლეონელის, კლიმენტი ალექსანდრიელის, კირილე იერუსალიმელის და სხვ. ნაშრომები.

იმდროინდელი ნუსხები საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მაგ. დასავლეთში ხშირად ტოვებდნენ ეპისტოლეს ებრაელებისადმი, რომელიც ახალი აღთქმის დროინდელ არც ერთ ეპისტოლეს არ ჰგავს. აღმოსავლეთისაში კი არ არის იოანე ღვთის მეტყველის გამოცხადება, რომელიც რიგითი მორწმუნესათვის ძნელი გასაგებია. მაგრამ ახალი აღთქმის ყველა ნაწილში ნახავ ჩვენთვის ცნობილ ოთხივე სახარებას, წიგნს „მოციქულთა საქმე“ და პავლეს ყველა ეპისტოლეს.

ამავდროულად ადრეულ ნუსხებში იყო ტექსტები, რომლებსაც დღეს ახალ აღთქმაში ვერ შეხვდებით: მაგ.ბარნაბას და კლიმენტი რომაელის ეპისტოლეს, ერმის მწყემსს, დიდაქეს (ანუ 12 მოციქულთა სწავლებანი) და პეტრეს გამოცხადებას (აპოკალიფსი).

ერთსულოვნება არც ძველ აღთქმასთან კავშირში არ იყო: ერთნი იმ მოკლე სიის მომხრენი იყვნენ, რომელიც იუდეველთა კანონს ემთხვეოდა, მეორენი-სრულის, რაც სეპტუგინტის წიგნების სრულად თუ არა, ნაწილის შეტანას მაინც მოითხოვდა.

მაგრამ ყველა ეს განსხვავება ერთიან სურათს ვერ ქმნის:რისი სწამდათ ქრისტიანებს და რას ყვებოდნენ ისინი ღმერთზე და იესო ქრისტეზე. ამიტომ ეკლესიის მამები კანონის ჩამოყალიბებისას ცდილობდნენ არა ორაზროვანი წესების დადგინებას,რომელიც ყველა დროს მიესადაგებოდა, არამედ მრევლისთვის იმის მინიშნებას, თუ რომელი წიგნები ჩაეთვალათ წმინდად და რომელი არა. მაგ. მეოთხე საუკუნეში განმანათლებელმა ათანასე ალექსანდრიელმა“კანონიზირებული“(ქრისტიანულ ლიტერატურაში ეს წმ. წიგნების ნუსხის პირველი მინიშნებაა) და „არაკანონიკური, მამების საკითხავად არა განკუთვნილი“-წიგნების ჩამონათვალი ჩამოაყალიბა.პირველ კატეგორიას განეკუთვნება ებრაული კანონების ყველა წიგნი (გარდა ესთერისა) და ახალი აღთქმის ჩვენთვის ცნობილი 27 წიგნი, მეორეს-ესთერი,სოლომონის სიბრძნე,ზირაქის სიბრძნე,ტობია, ივდითი და ასევე ახალი აღთქმის კორპუსს მიმხრობილი დიდაქე და ერმის მწყემსი. ათანასე განმანათლებელი სხვა წიგნების წაკითხვას არ გვირჩევს, თუმცა ამ არა საჭირო წიგნების ნუსხას არ გვთავაზობს.

დიდი ხნის მსჯელობის შედეგად ყველა ქრისტიანულმა თემმა აღიარა ახალი აღთქმის 27 წიგნი,რომელსაც დღეს ნებისმიერ ბიბილიაში შეხვდები, გარდა ეთიოპიურისა. ეთიოპელებმა თავის ახალ აღთქმას კლიმენტი რომაელის ნაშრომები დაამატეს (წერილები და „სინოდი“), ასევე წიგნები „აღთქმა“ და „დიდასკალია“, მათ ძველ აღთქმაშიც ორიგნალურობა გამოიჩინეს და ენოქისა და იუბილეების წიგნები შეიტანეს, რომლებიც დანარჩენი სამყაროსთვის აპოკრიფულად აღიქმება.ეთიოპიური ეკლესიის ტრადიციის ეს თავისებურება მიგვანიშნებს იმ უძველესს დროზე,როცა ბიბლიური კანონი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ იყო.

ასე რომ, პრაქტიკულად ყველა ქრისტიანისთვის ახალი აღთქმა ერთი და იგივე 27 წიგნია, რაც შეეხება ძველ აღთქმას, აქ სრული ერთობა არ სუფევს. რუსული მართლმადიდებელი ეკლესია 50 წიგნს ცნობს, ამდენივეს (ცოტაოდენი სხვაობით) დანარჩენი მართლმადიდებლები და კათოლიკეები.პროტესტანტები კი 39 წიგნს აღიარებენ, ანუ მათ რომლებიც ებრაულ კანონში შედიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ უბრალოდ გადაიღეს ისინი.

როდესაც ქრისტიანული კანონის ისტორიაზე ვსაუბრობთ,უნდა გავიხსენოთ სამხრეთში- ლაოდიკიის (360წ) და დასავლეთში-კართაგენის მესამე (397წ) კრებები, რომლებმაც მაინც ვერ შეძლეს ყველა საკითხის გადაწყვეტა. მაგ.ლაოდიკიის კრების დადგენილებების მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე,რამდენიმე მათგანში საერთოდ არ არის აღნიშნული პუნქტი (მე-60 კანონი), რომელიც მიგვითითებს რომელი“წიგნები არ უნდა წავიკითოთ“. ხოლო ეს ბადებს ეჭვს-იყო თუ არა ეს კრების საბოლოო გადაწყვეტილება.

აზრთა სხვადასხვაობა დიდხანს ხელს არავის არ უშლიდა.როცა 691-692 წლებში ტრულის კრებაზე ეპისკოპოსებმა წინა კრებების შერწყმა და კოდიფიკცია დაიწყეს მათ აღიარეს როგორც ლაოდიკიის, ასევე კართაგენის ადგილობრივი კრებების ავტორიტეტულობა, მაგრამ მათაც არ მიგვანიშნეს, წიგნების რომელ ნუსხას უნდა მივყვეთ. ამ ორი კრების გარდა ისინი იშველიებენ ტექსტს „მოციქულთა საქმეები“, სადაც არის კანონიკური წიგნების ჩამონათვალი, თუმცა ახალი აღთქმა იქ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების გარეშეა წარმოდგენილი,სამაგიეროდ კლიმენტი რომაელის 2 ეპისტოლეს კი შეიცავს.

ძალაუნებურად გეუფლება განწყობა, რომ მამები ბიბლიის შემადგენლობის განხილვას პირველ ადგილზე არ აყენებდნენ და არც აშკარა განსხვავებების აღმოფხვრას ცდილობდნენ მაინცდამაინც: ამგვარი კანონის მიღების არანაირი პრაქტიკული აუცილებლობა არ არსებობდა.

ლაოდიკიის და კართაგენის კრებების წესებს არა აქვთ გავლებული საზღვარი ჭეშმარიტ და ერეტიკულ წიგნებს შორის, ისინი მხოლოდ ადგენენ ეკლესიაში მსახურებაზე წმინდა წერილის სახით რომელი წიგნები უნდა იკითხებოდეს. თუ ერთ ტაძარში იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას წაიკითხავენ, ხოლო მეორეში-არა, ამაში საგანგაშო არაფერია, მთავარია-რომ ამ წიგნის ადგილი ერეტიკულმა თხზულებამ არ დაიკავოს.

კანონი წმინდა წერილის საზღვრებს ადგენს. მაგრამ იქ, სადაც ის მთავრდება, მართლმადიდებელი მკითხველისთვის იწყება გარდამოცემა-იგივე გამოცხადების გაგრძელება, რომელიც ასევე მომქმედია იმავე ტაძარში. საზღვარი ამ ერთსა და მეორეს შორის არის და ის მნიშვნელოვანია,მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც საზღვარი ეკლესიურ სწავლებასა და ერესს შორის. ალბათ ამიტომაც ბიბილიური კანონების სია საკმაოდ გვიან შეიქმნა.

ავტორი: ანდრია დესნიცკი