წამალი და განკვეთა სასიკვდილო სარეცელზე

წამალი და განკვეთა სასიკვდილო სარეცელზე

„იეჰოვას მოწმე სისხლის გადასხმაზე უარს ამბობს და იღუპება“, მსგავსი სათაურები რეგულარულად ჩნდება მსოფლიოს სხვადასხვა გაზეთებში. ხანდახან სხვა სათაურებსაც შეხვდებით: „ სასამართლომ იეჰოვას მოწმე მეუღლეების შვილისათვის სისხლის გადასხმის გადაწყვეტილება მიიღო“. ორივე შემთხვევაში სტატია მოგვითხრობს მედ. პერსონალის სასოწარკვეთაზე, რომლების მცდელობასაც-გადაარჩინონ ადამიანის სიციცხლე, იეჰოვას მოწმეების მტკიცე უარი ეღობება წინ.

დიახ, იეჰოვას მოწმეები ცნობილები არიან სისხლის გადასხმისადმი სასტიკი წინააღმდეგობით, თვით სიკვდილის საფრთხის წინაშეც კი. ეს თავისთავად საშინელებაა, მაგრამ ამ უარის უკან მდგომი ისტორია ბევრად უფრო საშინელია, რადგან ის მიგვითითებს ორგანიზაციაზე, რომელსაც ტოტალური გავლენა აქვს თავის წევრებზე მაშინაც, როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.

„იეჰოვას მოწმეების“ პირველი სერიოზული თავდასხმა მედიცინაზე 1930-წლით თარიღდება. სათაურით „ მიზეზები, რომლითაც ვაქცინაცია წმინდა წერილს არ შეესატყვისება“ ჟურნალი „ოქროს საუკუნე“ (Golden Age) წერდა: „ვაქცინაცია-ეს მარადიული მცნების სარღვევაა, რომელიც უფალმა ნოესთან წარღვინის შემდეგ დადო“. (1931 წ. 4.02. 293-ე გვერდი. 1937 წელს სახელწოდება „ოქროს საუკუნე“ შეცვალა „ნუგეშმა“ (Consolation), ხოლო 1946 წელს- კი „გამოფხიზლდით!“) და ყველა საგუშაგო კოშკის მიმდევარმა შეწყვიტა შვილების აცრა.

რას აკეთებდნენ ისინი, როცა იმისთვის, რომ მათი შვილი სახელმწიფო სასწავლებელში მიეღოთ აცრაზე ცნობის მიტანა იყო საჭირო? მეორე თაობის იეჰოვას მოწმე ჩემმა მეგობრებმა ამიხსნეს: მშობლებს შვილი ექიმ-მოწმესთან ან თანამგრძნობ პროფესიონალ მედიკოსთან მიჰყავდათ, რომელიც ბავშვს ხელზე აცრის მაგვარ იარას მჟავით უწვავდა. იმ შემთხვევაში, თუ ცნობა აუცილებელი იყო, ნაცნობ ექიმს ამის გაფორმებაც შეეძლო. ხოლო იმ სიტუაციაში, როცა ამის გაკეთება შეუძლებელი ხდებოდა, მოწმეები უბრალოდ უარს ამბობდნენ აცრაზე. ალბათ არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რამდენად ხშირი იყო კონპლიქტები ხელისუფლებასთან ამის გამო. 1930-წლის საგუშაგო კოშკის გამოცემებში მრავლად შეხვდებით ცნობებს ამ საკითზე ჩატარებული სასამართლოების შესახებ.

1952 წელს ორგანიზაციის დირექტორება რატომღაც აზრი შეიცვალეს და თავის მიმდევრებს აცრის ნება დართეს. 1968 წელს მე იეჰოვას მოწმე გავხდი და მათ კრებებზე დასწრება დავიწყე. ცოტა ხნით ადრე საზოგადოებამ ახალი სამედიცინო სწავლება დაადგინა: ღმერთი ორგანოების გადანერგვას კრძალავს (იხ.“საგუშაგო კოშკი“ 1967 15.11 702-704 გვ.). 1968 წლის 8 ივნისის ჟურნალ „გამოფხიზლდით!“ ნომერი შეაგონებდა მოწმეებს, რომ „ადამიანიდან ადამიანში გადანერგვის პროცესი განეხილათ როგორც კანიბალიზმი“ (გვ. 21)

მაშინ, როცა ხანდაზმული მოწმეები ბრმავდებოდნენ და რქოვანას გადანერგვით მხედველობის აღდგენა შეეძლოთ, მათ ოპერაციის გაკეთებას უკრძალავდნენ და ისინი იძულებული ხდებოდნენ რქოვანას გადანერგვის ნაცვლად უპირატესობა სიბრმავისათვის მიენიჭებინათ. სხვა შემთხვევაში ამ ადამიანებს კანიბალიზმში დასდებდნენ ბრალს; ამას კი მოჰყვებოდა კომიტეტის სასამართლო, რომლის დადგენილებითაც მათ ორგანიზაციის და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა აეკრძალებოდათ. ერთმა ინგლისელმა ხუცესმა ნოტინჰემის გაზეთ „რეკორდერის“ ჟურნალისტს უამბო: „ორგანიზაცია მე მას შემდეგ დავტოვე, რაც მათ მოხუცი ქალი სიბრმავისთვის გაიმეტეს და უბრალო ოპერაციის გაკეთების ნება არ მისცეს“. მაგრამ სიმამაცის მსგავსი მაგალითები ძალიან იშვიათად გვხვდება, მოწმეების უმეტესობა ორგანოების გადანერგვის აკრძალვას შეეგუა და ეს უფლის ნების განცხადებად მიიღო. თუ ადამიანს რქოვანას გადანერგვაზე უარის თქმით სიბრმავე ელოდა ან თირკმელის გადანერგვის გარეშე სიკვდილი, მაინც საგუშაგო კოშკს უნდა დამორჩილებოდა.

1980 წელს საზოგადებამ კვლავ საპირისპიროდ შეცვალა თავისი პოზიცია; ორგანოების გადანერგვა ისევ დასაშვები გახდა. უკვე ნებისმიერ იეჰოვას მოწმეს შეეძლო თვითონ გადაეწყვიტა, დათანხმებოდა ოპერაციას თუ არა.

დიახ, საზოგადოებას შეეძლო შეეცვალა „ღვთის კანონი“, ხოლო შემდეგ ისევ ძველ შეხედულებას დაბრუნებოდა; მაგრამ სამწუხაროდ მათ არ ძალუძდათ თვალის ჩინი დაებრუნებინათ დაბრავებულებისათვის და მკვდრეთით აღედგინათ ნაადრევად გარდაცვლილები, რომლებიც 1967-1980 წლებში მომქმედ ინსტრუქციებს ემორჩილებოდნენ.

საზოგადოება დღემდე ქადაგებს, რომ სისხლის გადასხმა-ღვთის კანონის დარღვევაა. მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელებს თავისი ახირების მიხედვით შეუძლიათ გააუქმონ და აღადგინონ კანონები, მილიონობით იეჰოვას მოწმე თავის სიცოცხლეს მაინც საგუშაგო კოშკს ანდობს. ერთხელ ჩემს მეზობელ ხუცეს მანქანა დაეჯახა და სისხლი ჩანჩქერივით სდიოდა, ეს ადამიანი სისხლის გადასხმაზე უარს ამბობდა ( თუნდაც პლაზმისა, რომელიც სისხლის ერთერთი კომპონენტია), ხოლო როცა გონება დაკარგა, ამის ნება ექიმებს უკვე ოჯახმა აღარ მისცა. მოგვიანებით, როცა „ახალ ამბებში“ გამოაცხადეს, რომ ეს მამაკაცი სისხლის დაკარგვით გარდაიცვალა, მის დაკრძალვაზე მთელი ოლქის იეჰოვას მოწმეები ჩამოვიდნენ; რათა პატივი მიეგოთ თანამორწუნესთვის, რომელიც ბოლომდე „მიმდევრობის ერთგული“ დარჩა.

ჩვენი მოწმეობის პერიოდში მე და ჩემი ცოლი თან ვატარებდით სპეციალურ ბარათებს, სადაც სისხლის გადასხმაზე ვამბობდით უარს. ეს ბარათები, რომელთაც ორგანიზაცია ყველა წევრს ურიგებდა ხელმოწერილი იყო ჩვენ და სხვა 2 მოწმის მიერ, რაც მათ კანონის უფლებას ანიჭებდა. ამ ბარათის დანიშნულება კი ის იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გონდაკარგულებს და სისხლისგან დაცლილებს გვიპოვნიდნენ, ექიმებს ჩვენთვის სისხლი არ უნდა გადაესხათ!

ხანდახან უცხო ადამიანები აღფრთოვანებულები რჩებიან იეჰოვას მოწმეების „თავის შეხედულებების მიმართ ერთგულებით“. მაგრამ ამ უცხო ადამიანებმა როგორც წესი არაფერი არ იციან ინდოქტრინაციაზე, ანუ როგორც მე ვუწოდებ „ტვინის გამორეცხვაზე“ და იმ შიშზე, რომელიც აიძულებს იეჰოვას მოწმეებს მოიქცნენ ისე, როგორც მათ საგუშაგო კოშკი უბრძანებს.

ჩემთცის ცნობილია შემთხვევა, რომელიც მეზობელ კრებაში მოხდა. იქ ახალგაზრდა წყვილი გაასამართლეს იმის გამო, რომ ისინი სისხლის გადასხმაზე დათანხმდნენ.
გაზეთ „კონკორდ მონიტორში“ (1984 წ. 08.12) გამოქვეყნებულია ყოფილი ხუცესის წერილი, სადაც ის მოგვითხრობს: „ადამიანზე, რომელიც სასიკვდილო სარეცელზე მარტოდმარტო დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ორგანიზაციის აკრძალვისა, ის სისხლის გადასხმაზე დათანხმდა“. ყოფილი ხუცესი წერდა: „ეს კაცი ჩემი მეგობარი იყო.. როცა მისი მდგომარეობა დამძიმდა, მას ექიმებმა სისხლის გადასხმა ურჩიეს. ჩვეულებრივ სიტუაციაში ის უარს იტყოდა. მაგრამ როცა მისმა შვილებმა (პირველი ქორწინებიდან) მამის ავადმყოფობისს შესახებ შეიტყვეს, დარეკეს და საავადმყოფოში მამის მონახულების სურვილი გამოთქვეს. ჩემს მეგობარს შვილები ბავშვობის შემდეგ არ უნახავს და მხოლოდ ამიტომ დათანხმდა გადასხმაზე, რათა ცოტა გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე და თავის ოჯახს შეერთებოდა. ეს ამბავი კრების ხუცესმა შეიტყო. მიუხედავად იმისა,რომ ჩემი მეგობრის მეუღლე ითხოვდა პალატაში მხოლოდ ნათესავები შეეშვათ, იეჰოვას მოწმეები, რომლებიც „მქადაგებლების“ მდგომარეობით სარგებლობდნენ მასთან შევიდნენ, დაკითხვა მოუწყვეს და რიგებიდან გარიცხეს. ამის შემთხვევის შემდეგ ძალიან მალე ჩემი მეგობარი გარდაიცვალა“

„იმიტომ, რომ არცერთ ხუცეს არ სურდა დამკრძალავი რიტუალის ჩატარება, მისმა მეუღლემ ეს მისია მე დამაკისრა (ამ დროს „მეც გარიცხული ვიყავი“). ამ ცერემონიას მხოლოდ ორი მოწმე დაესწრო. ისიც იმიტომ, რომ ისინი პატივს ცემდნენ ოჯახის სხვა წევრებს, რომლებიც ჯერ კიდევ იეჰოვას მოწმეებად რჩებოდნენ. მოგვიანებით ეს ორი ადამიანი ორგანიზაციის უფლებამოსილი კომიტეტის წინაშე წარსდგა და ისინიც გარიცხეს.“

გარდა იმ შიშის განცდისა, რომ ღმერთი მათ სამუდამო სიკვდილით დასჯის, იეჰოვას მოწმეებისთვის ცნობილია საგუშაგო კოშკის დაუყოვნებელი ქმედებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი ორგანიზაციის მიერ მიღებულ მკაცრ სამედიცინო დადგებილებებს დაარღვევენ. სამწუხაროდ ამ წესების დარღვევა ძალიან იშვიათად ხდება, თუნდაც ადამიანის სიციცხლის გადასარჩენად!

ავტორი: დევიდ რიდი