ქრისტიანი მეომრების ხსენების ყველაზე ადრეული წყაროები

ქრისტიანი მეომრების ხსენების ყველაზე ადრეული წყაროები

პროტესტანტულ ლიტერატურასა და იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციებში ამტკიცებენ, რომ რომის არმიაში ქრისტიანი მეომრების ყველაზე ადრეული ხსენება მარკუს ავრელიუსის მეფობის (დაახლოებით 170 წ. ჩვ. წღ.) პერიოდს განეკუთვნება. ძირითადად ეს მტკიცებულება დასავლელი ისტორიკოსების აზრს ეყრდნობა:“ყველა არსებული ისტორიული მონაცემების კვლევებმა აჩვენა, რომ მარკუს ავრელიუსის (რომის იმპერატორი 161-180წ. ჩვ. წღ.) მმართველობამდე არც ერთი ქრისტიანი არ მიდიოდა ჯარში, ხოლო ქრისტიანობის მიღების შემდეგ კი ჯარისკაცი სამხედრო სამსახურს ტოვებდა“. (Barnes E. W. The Rise of Christianity. Лондон, 1947. С. 333)

გაურკვეველია,“ძირეული კვლევის“ დროს, როგორ გამორჩათ ლათინური წამების აქტები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ გაუსწორდა იმპერატორი ტრაიანე რომაელ მეომრებს (107წ. ხოლო შემდეგ 115წ. ჩვ. წღ.) აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს. მოხდა ისე, რომ იმპერატორმა ტრაიანემ, რომელიც თავისი ლაშქრით აღმოსავლეთის ქვეყნებში იმყოფებოდა, რათა იბერიელების, სავრომატების და არაბების აჯანყება ჩაეხშო, გადაწყვიტა თავისი მეომრები გადაეთვალა და მათში 11 ათასი ქრისტიანი აღმოაჩინა, რომლებიც ქრისტიანობას ქადაგებდნენ და კერპების თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ .ტრაიანემ ისინი არმენიაში გაძევებით დასაჯა.იგი იმედოვნებდა, რომ ამით მათ აიძულებდა უარი ეთქვათ ქრისტეზე და კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, ამის შემდეგ, კი ტრაიანე მათ კვლავ აღადგენდა სამსახურში და წინანდელ პატივს დაუბრუნებდა. დატუსაღებული ქრისტიანები სიკვდილით სხვადასხვა ხერხით დასაჯეს: 9 ათასი არმენიაში არარატის მთის ახლოს, უდაბნოში ჯვარზე გააკრეს,დანარჩენები კი წამებით აღესრულნენ. ეკლესიამ მათი ხსენების დღედ 19სექტემბერი დააწესა.

ავტორი: გრიგორი სვეტლოვი