დოგმატის სოტერიოლოგიური ასპექტი

დოგმატის სოტერიოლოგიური ასპექტი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

სტატიის ავტორი: ლაშა ბართია

პროლოგი

ჩვენს დროში, ქრისტიანებისგან ხშირად შეიძლება მოვისმინოთ, რომ დოგმატს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გადარჩენისთვის, ცხონებისთვის და რომ არაფერს წყვეტს, თუ რა დოქტრინა სწამს ადამიანს. ამრიგად გაწყვეტილია კავშირი დოგმატსა და სოტერიოლოგიას შორის, სულიერებასა და მოძღვრებას შორის. თანამედროვე ეპოქის მახასიათებელი გახდა ადოგმატურობა ქრისტიანებშიც, პოსტკონფესიურობა და ზოგადად დოგმატის მიმართ არასერიოზული და გულგრილი დამოკიდებულება. ადოგმატური ქრისტიანების მიერ თეოლოგია გაიგივებულია უსარგებლო, არასულიერ ცნებასთან, რომელსაც ქრისტიანის სულისთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია. ხშირად ისმის მოწოდება სულიერი ერთობისკენ, მაგრამ არა სწავლა-მოძღვრებით ასპექტში, არა ევქარისტიული კავშირით და ეკლესია წარმოდგენილია სამოციქულო ხელდასხმის აუცილებლობის გარეშე. ქრისტიანობა არ არის აბსტარქტული, ამორფული სარწმუნოება, ის მოიცავს კონკრეტულ სწავლებას, მოძვრებასა და სულიერი ცხოვრების პრინციპებს, რომლის გარეშე შეუძლებელია ადამიანი იყოს ქრისტიანი. ცხადია, ყველა დოგმატის სოტერიოლოგიური მნიშვნელობის ამომწურავად განხილვა ერთ სტატიაში ვერ მოხერხდება, მაგრამ მასში განხილულია სამი საკითხი:  1) ერთი მოძღვრების არსებობა სამოციქულო ეკლესიაში ახალი აღთქმის მიხედვით; 2) ღვთის ძის განკაცების დოგმატის სოტერიოლოგიური ასპექტი; 3) ეკლესიოლოგიის სოტერიოლოგიური ასპექტი.

 

  1. ერთი მოძღვრება სამოციქულო ეკლესიაში ახალი აღთქმის მიხედვით

ახალი აღთქმის წიგნები დაწერილია ერთი მოძღვრების დამადასტურებელი და გამომხატველი შინაარსითა და სულისკვეთებით. ახალი აღთქმა არანაირ პლურალიზმს სწავლა-მოძღვრებით საკითხში არ მოიცავს და მისი ავტორები არ ადასტურებენ ადოგმატურობასა და ურთიერთგამომრიცხავ მოძღვრებას.

პავლე მოციქული გალატელთა მიმართ წერილში წერს, რომ არსებობს ჭეშმარიტი სახარება (გალ.1:6-12) და არა მრავალფეროვანი ადოგმატური ქრისტიანული ურიცხვი თეორია. ასევე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე წერს, რომ ქრისტიანის ცხოვრებაში არსებობს სხვა იესოს, სხვა სულის, სხვა სახარების დამკვიდრების საშიშროება. რა თქმა უნდა ამას აკეთებენ ცრუ მასწავლებლები, რომლებიც ქრისტეს მსახურებად არიან გარდასახულები და ბოროტი ძალები (2კორ.11:3-4; 2კორ.11:12-15). პავლე წერს ტიმოთეს, გაუფრთხილდი შენს თავსა და მოძღვრებას, დამკვიდრდი მათში, რადგანაც ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც (1ტიმ.4:16).“[1] პავლე, მოძღვრების, სწავლების უცდომელად შენახვას უშუალოდ გადარჩენასთან აკავშირებს. მოძღვრებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ეს ქრისტიანის გადარჩენას პირდაპირ ეხება. პავლე მოციქული ტიმოთეს ადამიანის ხსნაზე სწორი მოძღვრების გავლენის კავშირს უჩვენებს „..რადგან ამით თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც (1ტიმ.4:16).“ თავის მეორე წერილში პავლე მოუწოდებს ტიმოთეს და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც (2ტიმ.2:2).“ ამრიგად, მოძღვარი, მასწავლებელი მოწოდებული და დაყენებულია ეკლესიაში უფლის მიერ (1კორ.12:28; ეფეს.4:11;) და ვალდებულია იზრუნოს თავის მრევლის, როგორც სულიერ ზრდაზე, ასევე შემეცნებით განვითარებაზე, რადგანაც ეს ორი რამ განუყოფელია ერთმანეთისგან. მოძღვრის პასუხისმგებლობაა ასწავლოს თავის მრევლს, ხოლო ყოველი ქრისტიანის პასუხისმგებლობაა ისწავლოს. საკუთარი უმეცრების გამართლება ადოგმატურობითა და სიყვარულისკენ მოწოდებით, ნიშნავს უპასუხისმგებლობას (მათ.25:13-46). სულიერი ცხოვრების განვითარებაში ყოველი ქრისტიანი და მოძღვარი თანაბრად არის პასუხისმგებელი. ყველას აქვს უფლისგან მიცემული „ტალანტი“ და ვინც უგულებელყოფს ამ ვითარებას შესაბამის შედეგს მიიღებს, როგორც თავისი ცხოვრების წესის ნაყოფს (მათ.25:13-46).

როგორც იოანე ოქროპირი აღნიშნავს, ტალანტში აქ იგულისხმება ის, რაც ყოველი ქრისტიანის ძალაუფლებაშია, მფლობელობაშია — ქონება, სწავლება და მსგავსი რამ; რა თქმა უნდა უფლისგან მიცემული. ვინც მიიღო სიტყვისა და დამოძღვრის ნიჭი სხვისთვის სარგებლის მოსატანად და არ იყენებს მას, დაკარგავს თვით ნიჭს, ხოლო ვინც იყენებს უფრო მეტს მიიღებს. უქნარას, ანუ მას ვინც ნიჭს არ იყენებს, გარდა მისი დაკარგვისა საშინელი სამჯავროს განაჩენიც ელოდება.[2]

ასევე ეფესელთა მიმართ ეპისტოლეშიც პავლე მოციქული ასწავლის ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება (ეფეს.4:5).“

________________________

[1]«επεχε σεαυτω και τη διδασκαλια, επιμενε αυτοις τουτο γαρ ποιων  και  σεαυτον σωσεις  και  τους ακουοντας σου(1Τιμοθ.4:16).» — Nestle-Aland. Novum Testamentum Graece. Post Eberhardet Erwin Nestle edition vicesima septima revisa. Communiter ediderunt Barbara et Kurt Aland, Johannes Karavidopoulos, Carlo M. Martini, Bruce M. Metzger.  Apparatum critikum novis curis elaboraverunt  Barbara et Kurt Aland.  Unacum  Instituto Studiorum Texstus Novi Testamenti Monasteri Westphaliae.  DEUTSCHE BIBLELGESELLSCHAFT, Shtuttgard, 1993-1996 – 546 p.

[2] См.: Иоанн Златоуст, святитель. Беседы на Евангелие от Матфея. Беседа 78. http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/78

 

იუდა მოციქული წერს საჭიროდ ვცანი მომეწერა შეგონება: იღვწოდეთ რწმენისათვის, ერთხელ რომ მიეცათ წმინდათ (იუდ.1:3).“ ამრიგად არ მიცემულა ეკლესიისათვის მოძღვრება რამოდენიმეჯერ და სხვადასხვა, არამედ ეთხელ და ერთი (იუდ.1:3).

ცნობილია რომ ადრეული ეკლესია პირველი სამი საუკუნის განმავლობაში იდევნებოდა. ამ პერიოდის ქრისტიანებს სწამდათ, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მაცხოვარი, ანუ მხსნელი. სწამდათ რომ ღვთის ძე განკაცდა, ჯვარს ეცვა, მოკვდა, მკვდრეთით აღსდგა, ამაღლდა ზეცად და კვლავ მოვა მეორედ მეფეთ მეფე და უფალთ უფალი. ამ სწავლებიდან ერთის გამორიცხვაც კი იწვევს სოტერიოლოგიურ რღვევას. თუ ქრისტე უფალი არაა, მას არ შეუძლია იყოს ადამიანის მაცხოვარი, მხსნელი. თუ ღვთის ძე არ განკაცებულა, მაშინ ადამიანის ბუნება განუკურნებელი დარჩა, ასევე შეუძლებელი იქნებოდა ღვთის ძის ჯვარზე სიკვდილი, მისი განკაცების გარეშე. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის გარეშე არ განქარდებოდა სიკვდილი და ქრისტიანების რწმენაც ფუჭი იქნებოდა (1კორ.15:14), თუ ქრისტე მეორედ არ მოვა და არ განაქარვებს არასრულყოფილებას, რომელიც ადამიანის დაცემის შედეგად იწვნია მთელმა სამყარომ, მაშინ არასრულყოფილება იბატონებს.

  1. ღვთის ძის განკაცების დოგმატის სოტერიოლოგიური ასპექტი

ადრეული ეკლესიის პერიოდში — პირველი საუკუნის ბოლოს და მეორე საუკუნის დასაწყისში — თავს იჩენს გნოსტიციზმი, რომლის წარმომადგენლები ასწავლიდნენ, რომ ღვთის ძე არ განკაცებულა რეალურად, მან უბრალოდ ადამიანის ფორმა მიიღო, ანუ გნოსტიკოსების ქრისტოლოგიის მიხედვით, იესოს ადამიანის სხეული არ ქონდა. იოანე მოციქული წერს თავის წერილში, რომ ვინც არ აღიარებს ხორცში მოსულ, ანუ განკაცებულ ღვთის ძეს ის მაცდური და ანტიქრისტეა „…ουτος εστιν ο πλανος και ο αντιχριστος (2იოან.1:7).[1]  ცხადია მაცდურისგან და ანტიქრისტესგან არ მოდის ჭეშმარიტი მოძღვრება, ამიტომაც იოანე მოციქული აქვე მიუთითებს, რომ ადამიანს, რომელიც ქრისტეს მოძღვრებას გადაუხვევს და არ მკვიდრობს მასში, არ ჰყავს ღმერთი, ხოლო ქრისტეს სწავლებაში მყოფს ძეც ჰყავს და მამაც (2ინ.1:9). წერილის კონტექსტში ლაპარაკია ცრუ სწავლებაზე, რომლის მიმდევრები უარყოფდნენ ღვთის ძის ხორცში მოსვლას, განკაცებას (2ინ.1:6-11).

____________________

[1] «Οτι προλλοι πλανοι  εξελθον  εις  τον κοσμον, οι μη ομολογουντες  Ιησουν Χριστον  ερχομενον  εν  σαρκι  ουτος  εστιν  ο πλανος και ο αντιχριστος (2Ιωανν. 1:7).» — Nestle-Aland. Novum Testamentum Graece. Post Eberhardet Erwin Nestle edition vicesima septima revisa. Communiter ediderunt Barbara et Kurt Aland, Johannes Karavidopoulos, Carlo M. Martini, Bruce M. Metzger.  Apparatum critikum novis curis elaboraverunt  Barbara et Kurt Aland.  Unacum  Instituto Studiorum Texstus Novi Testamenti Monasteri Westphaliae.  DEUTSCHE BIBLELGESELLSCHAFT, Shtuttgard, 1993-1996 – 626  p.

 

გნოსტიკოსების ამ მწვალებლობას დეტალურად აღწერს და ამხელს ირინეოსი (130-202წ).[1]

«Και ο λογος σαρξ εγενετο…» — „და სიტყვა ხორცი იქმნა...(იოან.1:14).“ — იოანეს სახარებაში ჩაწერილი ეს სიტყვები მიუთითებს ღვთის ძის განკაცებას. იოანე ოქროპირი თავის განმარტებაში იოანეს სახარების პირველი თავისა წერს, რომ ღვთის ძე გახდა კაცის ძე იმისათვის, რომ ადამიანის შვილები ღვთის შვილებად გაეხადა. ზუსტად ღვთის ძის განკაცება აძლევს ადამიანს ღვთის შვილობის საშუალებას, ამიტომ მოციქული იოანე მიუთითებს, რომ ვინც ირწმუნა ქრისტე, მიიღო ღვთის შვილად გახდომის ხელმწიფება (იოან.1:12-13). ეს შესაძლებელი გახდა ლოგოსის, ანუ ღვთის ძის განკაცებით (იოან.1:1).[2]

ახალი აღთქმიდან, საეკლესიო სწავლებიდან ჩანს, რომ ღვთის ძის განკაცება აუცილებელი იყო ადამიანის გადარჩენისთვის, ცხონებისთვის. ადოგმატური ქრისტიანები ამაში დაგეთანხმებიან, რაც ამოწმებს იმას, რომ სინამდვილეში აბსოლუტურად ადოგმატური არავინაა, გარკვეული დოგმატის უგულებელყოფა კი შერჩევითია. თუ ადამიანი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მას აუცილებლად უნდა სწამდეს ღვთის ძის განკაცება, სხაგვარად ის შეუძლებელია ქრისტიანი იყოს.

იოანე მოციქული, პოლიკარპე და ირინეოსი ჭეშმარიტების საგუშაგოზე იდგნენ და ებრძოდნენ გნოსტიციზმს. პირველი სამი საუკუნე ქრისტიანობა ებრძოდა ერესს, რომელიც ქრისტეში უარყოფდა ადამიანურ ბუნებას, უარყოფდა ღვთის ძის განკაცების რეალობას.

როგორც ვ. ლოსკი აღნიშნავს, ეკლესია ებრძვის გნოსტიციზმს იმისათვის, რომ დაიცვას თეოზისის, ანუ განღვთობის იდეა, როგორც სამყაროს გასრულებისა: „ღმერთი გახდა ადამიანი, იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს გახდეს ღმერთი“.[3]

  1. ეკლესიოლოგიის სოტერიოლოგიური ასპექტი

მრწამსში ვაღიარებთ ,რომ გვწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.“[4] სტატიის ამ ნაწილში ყურადღებას გავამახვილებ ეკლესიის სამოციქულო მემკვიდრეობაზე.

ეკლესიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 21 საუკუნეში აკონფესიურობა  და პოსტკონფესიურობა ძალიან პოპულარულია. პროტესტანტები იყენებენ ტერმინს „უხილავი და ხილული ეკლესია“, რომელშიც იგულისხმება ყველა

___________________

[1] См.: Ириней Лионский. Против ересей. http://azbyka.ru/otechnik/Irinej_Lionskij/protiv-eresej/

[2] См.: Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Иоанна Богослова. Беседа 11. http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/besedy-na-evangelie-ot-ioanna/11

[3] См.: Лосский, В. Н.  Очерк мистического богословия Восточной Церкви.  Догматическое богословие / Пер. с фр.  В. А. Рещиковой. – СТСЛ, 2010. – 10 с.

[4] ფსალმუნნი და ლოცვანი. გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გამოცემა. თბილისი, 2011წ. 352-353 გვ.  „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია [Εις μιαν, Αγιαν, Καθολικην και Αποστολικην Εκκλησιαν]“.

 

ქრისტიანის ერთობა ქრისტეს სხეულში, მიუხედავად იმისა თუ რომელ მიმდინარეობას ეკუთვნის მორწუნე. ამ თეორიის ოფიციალურ ფუძემდებლად ჟან კალვინი მიიჩნევა.[1]

პროტესტანტი თეოლოგი ალისტერ მაკგრატი წერს, რომ უხილავი  და ხილული ეკლესიის თეორია ჟან კალვინმა ბუკერის გავლენით განავითარა.[2]

კალვინი განასხვავებს ხილულ და უხილავ ეკლესიას. თავის უხილავ ასპექტში ეკლესია არის რჩეულთა კრებული, რომელთა ვინაობა მხოლოდ უფლისთვისაა ცნობილი, ხოლო ეკლესიის ხილულ ასპექტში კალვინი გულისხმობს დედამიწაზე მყოფი ქრისტიანების კრებულს.[3]

ჟ.კალვინი შორს იყო აკონფესიურობისგან და ადოგმატურობისგან. მის ნაშრომებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოძღვრებას, სწავლებას.

აღსანიშნავია, რომ უხილავი ეკლესიის თეორია არ ეფუძნება საეკლესიო სწავლებას. არც ახალ აღთქმაში და არც დოგმატიკაში არ არის მოძღვრება უხილავი ეკლესიის შესახებ. როგორც ჩანს, ის პროტესტანტები, რომლებიც უხილავი ეკლესიის თეორიას ემხრობიან ამ შემთხვევაში თავიანთ ეკლესიოლოგიას არ აფუძნებენ მხოლოდ წმინდა წერილზე (Sola Scriptura).

ჭეშმარიტი ეკლესიის კრიტერიუმი ქრისტიანობაში ყოველთვის აქტუალურია, რადგან უამრავ ქრისტიანულ კონფესიებს შორის ადამიანისთვის მართლაც რთულია იმის დადგენა, თუ რომელია ქრისტეს მიერ დაფუძნებული ეკლესია.

ვ.ლოსკი აღნიშნავს, რომ დღეს ქრისტიანებისგან ხშირად მოვისმენთ აზრს იმის შესახებ, რომ თითქოს მნიშვნელოვანია მხოლოდ სულიერი განწყობა, შემართება და რომ დოგმატური განსხვავება არაფერს ცვლის, მაგრამ სულიერი ცხოვრება და დოგმატი, მისტიკა და ღვთისმეტყველება განუყოფლად დაკავშირებულია ეკლესიურ ცხოვრებასთან.[4]

ცნობილი ფაქტია, რომ დღეს ქრისტიანული სამყარო დანაწევრებული და დაყოფილია. ყველა ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრია, ყველა დენომონაციას აქვს საკუთარი განმარტება წმინდა წერილისა. მიუხედავად იმისა, რომ ოცდაამეერთე საუკუნეში დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება სწავლა-მოძღვრებით განსხვავებას (განსაკუთრებით ნეოპროტესტანტიზმში), საპირისპირო

_______________________

[1] См.: Мак-Грат, Алистер. Богословская мысль реформации. Одесская Библейская школа. Одесса: «Богомыслие», (McGrath, Alister E., Reformation thougth: an introduction 2 en ed.1993; Bleckwell Publishers 108 Cowley Road Oxsford OX4 1JF UK). 1994. – 236 с.

[2]См.: Мак-Грат, Алистер. Богословская мысль реформации. Одесская Библейская школа. Одесса: «Богомыслие», (McGrath, Alister E., Reformation thougth: an introduction 2 en ed.1993; Bleckwell Publishers 108 Cowley Road Oxsford OX4 1JF UK). 1994. – 236 с.

[3] См.: Там же, 243 с.

[4] См.: Лосский, В. Н.  Очерк мистического богословия Восточной Церкви.  Догматическое богословие / Пер. с фр.  В. А. Рещиковой. – СТСЛ, 2010. – 14-15с.

 

შეხედულება მაინც არსებობს. ამ განსხვავებების საფუძველზე ხდება კონფესიური დაყოფა, განხეთქილება, თუმცა ასეთი რამ ძალაუფლებისთვის და პირველობისთვის ბრძოლის გამოც შეიძლება მოხდეს. ერთი რამ კი ცხადია — იესო ქრისტემ ერთი ეკლესია დააფუძნა და არა მრავალი კონფესია ურთიერთგამომრიცხავი მოძვრებებით (ეფეს.4:5).

პავლე მოციქული წერს ტიმოთეს მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ღვთის ეკლესია, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი(1ტიმ.3:15)“. ამ სიტყვებში მოციქული საუბრობს ეკლესიის უნიკალურ თვისებაზე, რადგან მხოლოდ ქრისტეს ეკლესია არის „ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.“

თეოდორიტე კვირელი წერს, რომ ღვთის სახლს და ეკლესიას პავლე უწოდებს მორწმუნეთა კრებულს, რომელებიც არიან ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი, რადგან კლდეზე განმტკიცებულნი, ცხოვრების წესით ქადაგებენ დოგმატის ჭეშმარიტებას (1ტიმ.3:15).[1]

თეოფანე დაყუდებულის განმარტებით სიტყვები „სვეტი და საფუძველი“ ნიშნავს რომ ჭეშმარიტება მტკიცეა, გარდაუვალია, უცვლელია. როგორ შეიძლება ეს ასე იყოს, როდესაც ეკლესია ცოდვილი ადამიანებისგან შედგება?  — ეკლესია ასეთია, ანუ ჭეშმარიტია როგორც ღვთის სახლი, როგორც კავშირი, ერთსულოვნება განღვთობილი ადამიანებისა.[2]

ეკლესიის საკითხის ამგვარად გააზრება იწვევს გარდაუვალ პოლემიკას პროტესტანტებთან, რომლებიც წმინდა წერილს ეკლესიაზე მაღლა მდგომ ავტორიტეტად მიიჩნევენ. საკითხი ასე დგას: რა უფრო უპირატესია, წმინდა წერილი თუ ეკლესია? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა წმინდა წერილის წარმომავლობის, შთაგონების წყაროს განხილვა. მართლმადიდებლები, კათოლიკეები და პროტესტანტები თანხმდებიან იმაში, რომ წმინდა წერილი ღვთის სულის შთაგონებით დაიწერა ადამიანების მიერ (2 ტიმ. 3:16; 2 პეტ. 1:20-21).

მართლმადიდებლური საზრისით წმინდა წერილი წმინდა გარდამოცემის განუყოფელი ნაწილია. როგორც ლოსკი აღნიშნავს, წმინდა წერილი და წმინდა გარდამოცემა არ უნდა დავუპირისპიროთ და არც უნდა მივუსადაგოთ ერთმანეთს, როგორც ერთი მეორესგან განსხვავებული რეალობა, მაგრამ უნდა განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისგან იმისათვის, რომ უკეთ დანახულ იქნას მათი განუყრელი ერთიანობა, რაც აძლევს სისავსეს ეკლესიისთვის მოცემულ გამოცხადებას.[3] წმინდა გარდამოცემა არის წმიდა სულის

_________________________

[1] См.: Феодорит Кирский, Блаженный. Толкование на первое послание к Тимофею. http://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie_na_pervoe_poslanie_k_Timofeu/3

[2] См.: Феофан Затворник. Толкование на первое послание к Тимофею. http://azbyka.ru/otechnik/Feofan_Zatvornik/tolkovanie-na-pervoe-poslanie-timofeju/3_3

[3] См.: Лосский В. Н. На страже истины / Сост. М. В Осиповой, предис. А. В. Ведерникова. – М.: Изд-во Сретенского монастыря, 2007.  Предание и предания – 133 с.

 

ცხოვრება, მყოფობა ეკლესიაში, რომელიც ქრისტეს სხეულის ყოველ წევრს ანიჭებს უნარს მოსმენის, მიმღებლობის, ჭეშმარიტების შეცნობის წმინდა სულისთვის მახასიათებელი ნათელით და არა ადამიანური გონების ბუნებრივი სინათლით.[1]

ი. მეენდორფი წერს, რომ ქრისტიანული მახარებლობა არა მხოლოდ უცვლელი უნდა დარჩეს, არამედ გასაგები უნდა იყოს მათთვის, ვისაც ღმერთი აუწყებს მას. ის უნდა პასუხობდეს ახალ შეკითხვებს, რომელსაც სვამს ახალი თაობა. ამაში წმინდა გარდამოცემა ასრულებს კიდევ ერთ ფუნქციას, ანუ გასაგებს ხდის წმინდა წერილს, ცვალებადი და არასრულყოფილი სამყაროსთვის. წმინდა გარდამოცემისგან ამოგლეჯილი წმიდა წერილზე უბრალო მითითებები ადამიანს ცდომილებისკენ მიიყვანს.[2]

მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის მიხედვით წმიდა სულის მოქმედება ქრისტეს სხეულში არ განისაზღვრება წერილობითი ჩარჩოებით და მხოლოდ წმინდა წერილის საზღვრებით. პროტესტანტიზმში ფორმალურად წმინდა სულის მოქმედება მოქცეულია წმინდა წერილის ჩარჩოებში, სინამდვილეში კი ყველა კონფესიას აქვს ბიბლიის საკუთარი გააზრება, განმარტება. მთელი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ ყველა კონფესიის წევრი ცდილობს ბიბლიის საკუთარი განმარტების უპირატესობის ან სისწორის დამტკიცებას. როგორც დიაკონი ანდრეი კურაევი წერს, არსებობს ბიბლიის ინტერპრეტაციის კონფლიქტი სხვადასხავ კონფესიებს შორის.[3]

ერთი სწავლება რომ იყოს, ეკლესიის კრებსითობაა აუცილებელი, რაც პროტესტანტული სამყაროსთვის უცხოა. ეს თვისება სისავსით მხოლოდ ქრისტეს ცოცხალ ორგანიზმს აქვს, რომელსაც გააჩნია სამოციქულო მემკვიდრეობა — ხელდასხმის უწვეტი ჯაჭვი, ერთი მოძღვრება — დოგმატები, სწავლება სწორი სულიერი ცხოვრების შესახებ — ასკეტიკა.

ახალი აღთქმიდან და საეკლესიო სწავლებიდან ჩანს, რომ უფალმა ეკლესიაში: „…დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი — წინასწარმეტყველებად, ზოგნი-მახარებლად, ზოგნი-მწყემსებად და მოძღვრებად (ეფეს.4:11)“. ტერმინები ეპისკოპოსი, დიაკვანი (1 ტიმ. 3:1-13), ხუცესი ან უხუცესი (ტიტ. 1:5) ახალი აღთქმის ტექსტებში გამოიყენება ეკლესიის მსახურების აღსანიშნავად. ყველა მსახურს ეძლევა ეს პრეროგატივა ხელდასხმის მეშვეობით. პავლეს და ბარნაბას ხელები დაასხეს (საქმ. 13:2-4); ხუცესებს ხელდასხმით ადგენდნენ ეკლესიაში (საქმ. 14:23); (1ტიმ. 4:14); ცხადია მსახურის დადგენა ეკლესიაში

__________________________

[1] См.: Там же, 134 с.

[2]См.: Мейендорф, Иоанн протопресвитер. Живое предание. Свидетельство Православия в современном мире. (John Meyendorrff. Living Tradition. Orthodox Witness in the Contemporary World. St. Vladimir’s Seminary Press, Crestwood, NY, 1978). Издательство «Паломник». М.: 2004. – 22 с.

[3] См.: Диакон Андрей Кураев. Протестантам о православии. http://azbyka.ru/protestantam-o-pravoslavii#konflikt_interpretatsiy

უფლის ხელმძღვანელობით, მისი სულის შთაგონებით ხორციელდება სამოციქულო ხელდასხმის მეშვეობით (1 კორ. 12:28; ეფ. 4:11; საქმ. 20:28; საქმ. 14:23).

სამოციქულო მემკვიდრეობის საკითხი აქტუალურია ყოველთვის, რადგან ყველა ქრისტიანული კონფესიის წევრს აქვს სურვილი და მისწრაფება იყოს მოციქულთა მემკვიდრე. თუმცა საეკლესიო სწავლების საპირისპიროდ, პროტესტანტები და განსაკუთრებით ნეოპროტესტანტები სამოციქულო ხელდასხმის მემკვიდრეობას, ჭეშმარიტი ეკლესიის კრიტერიუმად არ მიიჩნევენ. აქ არის ქაოსის მთავარი მიზეზი, რადგან ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა შექმნას ყველასგან დამოუკიდებელი, ავტონომიური, ბრჭყალებში რომ ვთქვათ „ეკლესია“. მას არ აქვს სამოციქულო ხელდასხმა, არ აქვს ერთი სწავლება, არ აქვს ჩამოყალიბებული მოძღვრება, მაგრამ რახან შეიკრიბა ხალხი პირობითად „ერთი აზროვნების გარშემო“ ენთუზიაზმით და შემართებით, ასეთი საზოგადოება საკუთარ რელიგიურ კრებულს ეკლესიას უწოდებს. ამიტომაც არის ურიცხვი ურთიერთგამომრიცხავი მოძღვრება პროტესტანტებში და ნეოპროტესტანტებში. ერთს თავისებურად ესმის კონკრეტული ბიბლიური მუხლი და ტექსტი, მეორეს სხვაგვარად, მესამეს სრულიად განსხვავებულად და ჭეშმარიტების კრიტერიუმი არ არის საჭირო: „მე უფლის სულმა გამიცხადა ეს“ — ასეთია ვითარება. რომ შევეკითხოთ იტყვიან, რომ ბიბლია მიაჩნიათ სიმართლის შემოწმების კრიტერიუმად, მაგრამ ეს პრინციპი არ მუშაობს, რადგან წმინდა წერილი, როგორც ჭეშმარიტების კრიტერიუმი გულისხმობს კონკრეტული კონფესიის განმარტებას ბიბლიისა. ყველა საკუთარ განმარტებას ანიჭებს უპირატესობას და ბიბლია უფრო განხეთქილების საგნად იქცა პროტესტანტების ხელში და არა გაერთიენებისა.

უკვე იყო ნათქვამი, რომ მეორე საუკუნეში გნოსტიკოსები ცდილობდნენ ეკლესიაში ცრუ მოძღვრების შემოტანას. ირინეოსი ებრძოდა ამ დამღუპველ სწავლებას. გნოსტიციზმი არ იყო ერთგვაროვანი, არამედ მრავალფეროვანი. ეს ჩანს ირინეოსის ნაშრომში მათ წინააღმდეგ, სადაც ის აღწერს გნოსტიციზმის მრავალსახეობას.[1] თავის აპოლოგიაში ერესების წინააღმდეგ, ირინეოსი ყურადღებას ამახვილებს სამოციქულო მემკვიდრეობაზე, უწვეტი ხელდასხმის ჯაჭვზე, რომელიც მხოლოდ ჭეშმარიტ ეკლესიას აქვს. რომის ეკლესიის მაგალითზე ის ჩამოთვლის პეტრე და პავლედან დაწყებული იმ ეპისკოპოსამდე, რომელიც ირინეოსის თანამედროვეა. გნოსტიკოსებს არ შეუძლიათ დაუდასტურონ ვინმეს თავიანთი მემკვიდრეობითი კავშირი მოციქულებთან. მათ არ აქვთ ერთი სწავლება, რომელიც ქრისტეს ეკლესიას გააჩნია. ერეტიკოსები არც წმინდა წერილს ეფუძნებიან, არც წმინდა გარდამოცემას. როდესაც ეკლესია მიუთითებს გნოსტიკოსებს სამოციქულო გარდამოცემისკენ, რომელიც მემკვიდრეობით აქვთ ეკლესიის მსახურებს, მაშინ ცრუ მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან საეკლესიო გარდამოცემას. საკუთარ თავს ეკლესიის

_________________________

[1] См.: Ириней Лионский. Против ересей. Книга Первая и Книга Вторая. http://azbyka.ru/otechnik/Irinej_Lionskij/protiv-eresej/

 

ხუცესებზე, ეპისკოპოსებზე, მოციქულებზე უფრო ბრძენ ადამიანებად მიიჩნევენ.[1] იგივე ნაშრომში ირინეოსს მოყავს მაგალითი, თუ როგორ ცდილობენ ერეტიკოსები წმინდა წერილიდან მოიშველიონ ტექსტები საკუთარი ინტერპრეტაციით, ცრუ სწავლების გასამყარებლად.[2]

ირინეოსის ნაშრომიდან ერესების წინააღმდეგ ჩანს, რომ სამოციქულო მემკვიდრეობის და გარდამოცემის გარეშე შეუძლებელია ადამიანი იყოს ჭეშმარიტი ეკლესიის, ქრისტეს სხეულის ნაწილი. შეუძლებელია წმინდა წერილი განმარტო ეკლესიის გამოცდილების მიღმა, რადგან ასეთ თვითნებურ საქციელს ადამიანი ცდომილებამდე მიყავს.

როგორც ყოფილი ნეოპროტესტანტი (12 წლის განმავლობაში ვიყავი ნეოპროტესტანტი), რომელიც გავხდი მართლმადიდებელი, სრული პასუხილმგებლობით და წუხილით ვადასტურებ, რომ პროტესტანტულ და ნეოპროტესტანტულ კონფესიებს სამოციქულო მემკვიდრეობასთან არავითარი სულიერი კავშირი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი არ არიან ქრისტეს ეკლესია. მათ არ აქვთ მოძღვრებითი კავშირიც, თუმცა სიმართლის მარცვალი, რომელიც შერჩევითად არის აღებული მათ მიერ სამოციქულო გარდამოცემიდან აშკარაა: მაგალითად სამების დოგმატი, ქრისტოლოგია. თუმცა სამების დოგმატში და ქრისტოლოგიაში სრულ მართლმადიდებლურ სწავლებას იშვიათად თუ ვნახავთ რომელიმე პროტესტანტულ ან ნეოპროტესტანტულ მიმდინარეობაში. საკითხის მოცულობიდან გამომდინარე, სამების დოგმატის სოტერილოგიური ასპექტი განხილულ იქნება შემდეგ სტატიაში.

ეპილოგი

დასკვნაში უნდა აღინიშნოს, რომ ახალი აღთქმის მიხედვით არსებობს მხოლოდ ერთი სწავლება და არა მრავალფეროვანი ურიცხვი ურთიერთგამომრიცხავი მოძღვრება. ასევე, ღვთის ძის რეალური განკაცების რწმენა აუცილებელია ქრისტიანის ცხონებისთვის, რადგან საეკლესიო სწავლების თანახმად ლოგოსის (ინ.1:1) განკაცება აუცილებელი იყო ადამიანის გადარჩენისთვის. სამოციქულო მემკვიდრეობა — როგორც ხელდასხმითი, ასევე მოძღვრებითი — განაპირობებს, არის თუ არა კონკრეტული კონფესია ქრისტეს სხეული.

 ____________________________

[1] См.: Там же, Книга Третья,  гл II-III.  http://azbyka.ru/otechnik/Irinej_Lionskij/protiv-eresej/3_2

[2] См.: Там же, Книга Первая, гл III. http://azbyka.ru/otechnik/Irinej_Lionskij/protiv-eresej/1_3

 

ბიბლიოგრაფია:

 

  1. Диакон Андрей Кураев. Протестантам о православии.

http://azbyka.ru/protestantam-o-pravoslavii

 

  1. Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Иоанна Богослова. http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/besedy-na-evangelie-ot-ioanna/

 

  1. Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. http://azbyka.ru/otechnik/Ioann_Zlatoust/tolk_51/

 

  1. Ириней Лионский. Против ересей. http://azbyka.ru/otechnik/Irinej_Lionskij/protiv-eresej/ Памятники древней христианской письменности в русском переводе. Св. Иринея Лионского. Пять книг против ересей. Приложение к православному обозрению. Москва. В университетской типографии (Катков и К), на Страстном бульваре. 1868. – 716 с.

 

  1. Лосский, В. Н.  Очерк мистического богословия Восточной Церкви.  Догматическое богословие / Пер. с фр.  В. А. Рещиковой. – СТСЛ, 2010. – 448 с.
  2. Лосский, В. Н. На страже истины / Сост. М. В Осиповой, предис. А. В. Ведерникова. – М.: Изд-во Сретенского монастыря, 2007. – 240 с.

 

  1. Мак-Грат, Алистер. Богословская мысль реформации. Одесская Библейская школа. Одесса: «Богомыслие», (McGrath, Alister E., Reformation thougth: an introduction 2 en ed.1993; Bleckwell Publishers 108 Cowley Road Oxsford OX4 1JF UK). 1994. – 316 с.
  2. Мейендорф, Иоанн, протопресвитер. Живое предание. Свидетельство Православия в современном мире. (John Meyendorrff. Living Tradition. Orthodox Witness in the Contemporary World. St. Vladimir’s Seminary Press, Crestwood, NY, 1978). Издательство «Паломник». М.: 2004. – 352 с.

 

  1. Феодорит Кирский, Блаженный. Толкование на первое послание к Тимофею.http://azbyka.ru/otechnik/Feodorit_Kirskij/tolkovanie_na_pervoe_poslanie_k_Timofeu/3

 

  1. Nestle-Aland. Novum Testamentum Graece. Post Eberhardet Erwin Nestle edition vicesima septima revisa. Communiter ediderunt Barbara et Kurt Aland, Johannes Karavidopoulos, Carlo M. Martini, Bruce M. Metzger. Apparatum critikum novis curis elaboraverunt  Barbara et Kurt Aland.  Unacum  Instituto Studiorum Texstus Novi Testamenti Monasteri Westphaliae.  DEUTSCHE BIBLELGESELLSCHAFT, Shtuttgard, 1993-1996 – 810 p.

 

  1. ფსალმუნნი და ლოცვანი. გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გამოცემა. თბილისი, 2011წ. 575გვ.