არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქრისტეს უძველეს გამოსახულებას მიაგნეს

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქრისტეს უძველეს გამოსახულებას მიაგნეს

სპეციალისტები, რომლებიც იორდანიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფურცლებს სწავლობენ (I ს. ჩვ. წ. აღ.), ვარაუდობენ, რომ მათზე ქრისტეს უძველესი გამოსახულება არის აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფურცელზე ამოტვიფრულია სახე ეკლის გვირგვინით, წარწერით: „ისრაელის მხსნელი“.

რომი. ინგლისელი და შვეიცარიელი სპეციალისტები, რომლებიც იორდანიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფურცლებს იკვლევენ, ვარაუდობენ, რომ მათზე იესო ქრისტეს უძველესი გამოსახულებაა ამოტვიფრული. ერთ-ერთ ფურცელზე ამოტვიფრულია სახე ეკლის გვირგვინით, წარწერით: „ისრაელის მხსნელი“.

როგორც aciprensa, ყოველკვირეულ ბრიტანულ „Daily Mail“-ზე დაყრდნობით, იუწყება 70 ბრინჯაოს ფურცელი 2005-2007 წლებში აღმოაჩინეს გალილეის ზღვასთან ახლოს მდებარე გამოქვაბულში. გამოქვაბული ყუმრანიდან დაახლოებით 100 მილის მოშორებით მდებარეობს, სადაც მკვდარი ზღვის ცნობილი პაპირუსები აღმოაჩინეს.

დღესდღეობით ინგლისელი და შვეიცარიელი სპეციალისტები ნიმუშებს იკვლევენ, რომ მათ ზუსტი ასაკი და წარმომავლობა დაადგინონ. წინასწარი მონაცემებით, ფურცლები ჩვ. წ. აღ. I საუკუნეში შეიქმნა.

ფურცელი, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს, მცირე ზომის არის (საკრედიტო ბარათის ზომის) და მასზე ადამიანის თავის სამ განზომილებიან გამოსახულებას ვხედავთ.

აღმოჩენის პატრონი — ბედუინი მძღოლი ასან საიდა — არაბულ სოფელ უმ ალ-გჰანიმში ცხოვრობს. ასანმა ფურცლების გაყიდვაზე უარი თქვა, მაგრამ ორი მათგანის ინგლისსა და შვეიცარიაში კვლევისთვის გადაცემაზე დათანხმდა.


წყარო: http://www.sedmitza.ru/text/2005781.html

მთარგმნელი: ლერი ხომასურიძე