ახალი სოციოლოგიური კვლევა ბრიტანეთის ახალგაზრდობას შორის ურწმუნოების ზრდას უჩვენებს

ახალი სოციოლოგიური კვლევა ბრიტანეთის ახალგაზრდობას შორის ურწმუნოების ზრდას უჩვენებს

რაც უფრო ახალგაზრდაა ბრიტანელი, მით ნაკლებია ალბათობა, რომ ის ანგლიკანურ ეკლესიას ეკუთვნის

ლონდონი. ახალმა სოციოლოგიურმა კვლევამ ბრიტანეთის ახალგაზრდებს შორის ურწმუნოების ზრდა გამოავლინა. ამასთან, რაც უფრო ახალგაზრდაა ბრიტანელი, მით ნაკლებია ალბათობა, რომ ის ანგლიკანურ ეკლესიას ეკუთვნის, იუწყება The Guardian. [1]

ბრიტანელთა სოციალური ურთიერთობების“ (British Social Attitudes Survey, BSA) ანგარიშის თანახმად [2] 2018 წელს მხოლოდ 1 % ბრიტანეთის ახალგაზრდების (18-24 ასაკი) განუკუთვნებს თავს ანგლიკანურ ეკლესიას. ასევე, დადგინდა, რომ ინგლისის ეკლესიის მრევლის წილი 75 წლის ზემოთ მოსახლეობაში ერთ მესამედს არ აღემატება, ეს კი ყველაზე მორწმუნე ასაკობრივი ჯგუფია. ზოგადად კი აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ბრიტანეთის მაცხოვრებელი, მით ნაკლებია ალბათობა, რომ ის ინგლისის ეკლესიის მრევლია. ბრიტანულ საზოგადოებაში ურწმუნოების მუდმივი ზრდაქვეყნის ომის შემდგომი ისტორიის უმთავრეს ტენდენციადშეიძლება მივიჩნიოთ, ხაზგასმულია ანგარიშში.

მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ რესპოდენტების 52% არც ერთ რელიგიას არ ეკუთვნის. მათი თქმით, 1983 წელს, როდესაც BSA რეგულარული სოციოლოგიური კვლევები დაიწყო, ასეთი რესპოდენტების რიცხვი 31%- შეადგენდა. ამავე პერიოდში ქრისტიანთა წილი მოსახლეობაში 66%-დან 38%-მდე შემცირდა. „ბრიტანეთის მოსახლეობა სულ უფრო ურწმუნო იმიტომ კი არ ხდება, რომ უფროსი თაობის ადამიანები რწმენას კარგავენ, არამედ იმიტომ რომ ინგლისის ეკლესიისა და სხვა ეკლესიების მრევლის ხანდაზმული წევრების ნაცვლად მოდის არარელიგიური ახალგაზრდა თაობა. ანუ, ბრიტანეთში რწმენის კრიზისი [3] თაობათა ცვლით აიხსნება; ბავშვები, ზოგადად, ნაკლებ მორწმუნენი არიან თავიანთ მშობლებთან შედარებით, მათი შვილები კი კიდევ უფრო ნაკლებ რელიგიურები არიან“, ნათქვამია ანგარიშში. ამგვარად, ურწმუნო მშობლები თავის ურწმუნოებას შვილებს თითქმის ას პროცენტიანი ალბათობით გადასცემენ, მაშინ როდესაც, რელიგიურ ოჯახებში მშობლებიდან შვილებისათვის რწმენის გადაცემის ალბათობა ორმოცდაათ პროცენტს არ აღემატება.

ანგარიშის ავტორებმა, ასევე, დაადგინეს, რომ არარელიგიურ ჯგუფში ათეისტების წილი იზრდება. დღეს უკვე ყოველი მეოთხე ბრიტანელი დარწმუნებით აცხადებს, რომ ღმერთის არ სწამს, 1998 წელს კი ამას გამოკითხვის მხოლოდ ყოველი მეათე რესპოდენტი აღიარებდა. ეს მონაცემები საფუძველს ურყევს იმ მოსაზრებას, რომ ბევრს კი სწამს ღმერთის, უბრალოდ ეკლესიას არ აღიარებს; რომ რწმენა, თითქოს, უფრო პირადი საქმე გახდა და არა ორგანიზაციული. ამასთან, ურწმუნოთა შორის იმ რადიკალების წილი, რომლებიც თავსკატეგორიულად არარელიგიურ ჯგუფებსგანუკუთვნებენ, ორი ათწლეულის მანძილზე 14%-დან 33%-მდე გაიზარდა.

ასევე, აღმოჩნდა, რომ ურწმუნოების ზრდის მიუხედავად ბრიტანელთა უმრავლესობა სხვა ადამიანების რელიგიური შეხედულებების მიმართ ტოლერანტულია. გამოკითხულთა (როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა) უმრავლესობა სხვა სარწმუნების ადამიანთა მიმართ დადებითად ან ნეიტრალურად არის განწყობილი. მხოლოდ 3%-მა განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინაღმდეგება ახლო ნათესავებს შორის რელიგიურ ქორწინებას, ხოლო ბრიტანელთა 82% ირწმუნება, რომ თავიანთ ოჯახში უცხო სარწმუნოების პირს მიიღებდნენ [4].

ანგარიშის ავტორებმა, ასევე, აღნიშნეს, რომ რელიგიურობის დაქვეითებასთან ერთად იზრდება ნდობა სამეცნიერო ორგანიზაციების მიმართ. ბრიტანელთა უმეტესობას (82%) აკადემიური მეცნიერების სჯერა და არა მისი კორპორატიული ნაირსახეობის (67%). რაც შეეხება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ბრიტანელები უმეტესად განათლების სისტემას (36%) და სამართალდამცავ ორგანოებს (34%) ენდობიან. შედარებით ნაკლებია ნდობა სამეწარმეო და სამრეწველო სფეროებისა (16%) და პარლამენტარიზმისადმი (8%); ეკლესიებსა და რელიგიურ ორგანიზაციებს კი გამოკითხულთა მხოლოდ 11% უცხადებს ნდობას.

—-

[1] იხ.: https://www.theguardian.com/world/2019/jul/11/uk-secularism-on-rise-as-more-than-half-say-they-have-no-religion

[2] იხ.: http://www.bsa.natcen.ac.uk/media/39284/bsa35_full-report.pdf

[3] იხ.: https://www.theguardian.com/commentisfree/belief/2015/apr/14/british-christianity-trouble-religion-comeback

[4] იხ.: https://www.theguardian.com/lifeandstyle/2017/nov/18/muslim-wife-christian-interfaith-marriage-reza-aslan

წყარო: https://www.sedmitza.ru/text/9065015.html