ნიუტონი და ათეისტი

ნიუტონი და ათეისტი

ერთხელ დიდ ინგლისელ ფიზიკოსს-ნიუტონს სახლში სტუმრები ჰყავდა მოწვაეული. ისინი მისი მეგობრები და იმავე უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ, სადაც ნიუტონი მოღვაწეობდა. საუბარში ნიუტონმა ღმერთი ახსენა, როგორც ჩვენი სამყაროს შემქმნელი. ამაზე ერთ-ერთი მოსაუბრე შეეკამათა: „ რას ამბობთ ბატონო ნიუტონ, არანაირი შემქმნელი ჩვენს სამყაროს არ გააჩნია, ბუნებაში ყველაფერი თვითონ იქმნება და ვითარდება, ყოველგვარი ღვთიური გონების ჩარევის გარეშე!“

მასპინძელი არ შეეპასუხა. ერთ საათში მან სტუმრები თავის სამუშაო კაბინეტში შეიპატიჟა. ნიუტონის კაბინეტს მზის სისტემის მოდელი ამშვენებდა. ეს თხელი მავთულებისაგან აწყობილ გლობუსს წააგავდა. მავთულებზე ბურთულა- პლანეტები იყო წამოცმული, ხოლო ცენტრში ნათურა-მზე. ბურთულის ირგვლივ, რომელიც ჩვენ დედამიწას წარმოადგენდა მთვარე ბრუნავდა. მავთულების მეშვეობით პლანეტების გადაადგილება და შეთავსება შეიძლებოდა.

ამ კონსტრუქციამ სტუმრები აღაფრთოვანა. ფიზიკოსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამყარო ღმერთის გარეშეც გასაგებია, ჰკითხა ნიუტონს: „ მითხარით სად შეიძლება ვნახო ის ოსტატი, რომელმაც ეს მშვენიერი მოდელი შექმნა, მეც მინდა ჩემთვის შევუკვეთო!“ ამაზე ნიუტონმა მთელი სერიოზულობით უპასუხა: „არავითარი ოსტატი არ არსებობს! ეს მოდელი აქ თვითონ გაჩნდა. იცით, ნელ-ნელა ეს მავთულები და ბურთულები გაჩნდნენ. ბურთულები ჯერ აქეთ-იქეთ დაგორავდნენ, შემდეგ მავთულებს წამოეცვნენ და ტრიალი დაიწყეს.“ სტუმარი დაიბნა: „თქვენ ალბათ ხუმრობთ, ეს შეუძლებელია! თქვენი მოდელი საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა იმისთვის, რომ თვითონ აწყობილიყო. ის აუცილებლად ვიღაცამ დაამზდა!“

აი, სერიოუზული პასუხის დრო დადგა და ნიუტონმაც არ დააყოვნა: „მე მგონი მე კი არა თქვენ ხუმრობთ! მითხარით რა უფრო რთულია-ამ სათამაშო მოდელის სამყარო, თუ თვით სამყარო? სულ რაღაც ერთი საათის წინ მიმტკიცებდით, რომ ჩვენ სამყაროს შემქმნელი არ ჰყავს და ყვლაფერი შემთხვევით, თავისით შეიქმნა. ახლა კი მარწმუნებთ, რომ ბევრად უფრო იოლ საქმეს, სათამაშოს აწყობასაც კი, შემქმნელი სჭირდება!“