რიგი ზიარებაზე, ან ვინ დააწესა, რომ მამაკაცები  წინ უნდა გავატაროთ?    

რიგი ზიარებაზე, ან ვინ დააწესა, რომ მამაკაცები  წინ უნდა გავატაროთ?    

„ჯერ ბავშვები, შემდეგ მამაკაცები და ბოლოს ქალები.“გეცნობათ? მეც.-იგივეს ვამბობ, როცა მრევლის საზიარებლად ვემზადები და ალბათ ამ ყველასათვის ცნობილ წესსზე არც კი დავფიქრდებოდი, რომ არა გაუთავებელი  შენიშვნები „ურიგოდ გავლაზე“, რომელსაც მუდმივი მრევლი  უფრო იშვიათად მოსიარულე მრევლს აძლევს და ხშირად  ზიარების რიგიდანაც აძევებს. ჩემ „თავგადაკლულ და მუყაით“ მრევლს მოუვლი, მაგრამ ამ „წესის“ გულმოდგინე დაცვამ კი დამაფიქრა, როდის და რატომ დამკვიდრდა ეს წესი?

მარლთმადიდებლური მიმართულების „ ყოვლის მცოდნე“ ინტერნეტმა მიკარნახა, რომ თითქოს და ოდესღაც ეს წმ.  ეგნატე ბრიანჩანინოვს შემოუთავაზებია. და თუ ასეც იყო, მან მხოლოდ ურჩია და მეტი არაფერი. არ შეიძლება წმინდანის შემოთავაზებას კანონის სტატუსი მიანიჭო. ხოლო ზიარებისა  და ზეთისცხების რიგითობის წესსზე  consensum partum  ( წმ. მამების თანხმობა) ეძიო, ვფიქრობ ეს არასწორია. ეჭვს არ იწვევს მხოლოდ ერთი რამ, ჯერ სამღვდელოება (ბერ-მონაზვნობა) ეზიარება შემდეგ მორჩილები და სტიქაროსნები. სამოციქულო დადგენილება ამას ზუსტად განსაზღვრავს: „ … ჯერ ეპისკოპოსი ეზიაროს, შემდეგ პრესვიტერები, დიაკვნები, იპოდიაკვნები მედავითნეები, მგალობლები და ასკეტები; ქალებში-დიაკონისები,  მონაზვნები, ქალწულები და ქვრივები, შემდეგ ბავშვები, ბოლოს კი ხალხი (მრევლი), ოღონდ წესრიგის დაცვით, მოწიწებით და უხმაუროდ.“

სწორედ რომ „ხალხი წესრიგის დაცვით“ და არა ჯერ მამაკაცები და მერე  ქალები. ბავშვებთან დაკავშირებით ( ზემოთ მოყვანილი ციტატის გათვალისწინებით) კითხვები არ ჩნდება, თუმცა სამღვდელოებაში ამ საკითხზე აზრი იყოფა. მაგ. დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი ამ საკითხს პრაქტიკულად უდგება: „ ჯერ ბავშვები — ასე მირჩევნია,  რადგან ხმაურია ნაკლები“. ნამდვილად, როგორც არ უნდა გვიყვარდეს ჩვენი პატარები,  მართლაც ძნელია ჯეროვნად მიეახლო ბარძიმს, როცა ირგვლივ მათი ტირილი და ყვირილია.

თუმცა მღვდელი სერგი სვეშნიკოვი ამ საკითხის განხილვისას მშობლებს ურჩევს,  რომ შვილების აღზრდით დაკავდნენ: „ მაგ. თუ პატარა ჭირვეულობს, მშობლებს მისი დაშოშმინება უჭირთ და ზიარების რიგი საკმაოდ გრძელია, რა თქმა უნდა ისინი უნდა გავატაროთ…  მშობლები კი უნდა დაფიქრდნენ, რომ თუ ისინი მუდმივად თავის ბავშვის წინ გაყვანას ცდილობენ და ყურადღებას არ აქცევენ რიგში მდგომ ხანდაზმულებს და უფროსებს, ეს მათ შვილში კარგ თვისებებს ნამდვილად ვერ გააღვივებს.“

აღზრდა აუცილებელია, მაგრამ არსებობს სამოციქულო დადგენილება: სამღვდელოების და სტიქაროსნების შემდეგ ბავშვები.   ზოგ ეკლესიაში ახლაც ნახავთ ტაძრის ერთ მხარეს მამაკაცებს, ხოლო მეორე მხარეს ქალებს. სამწუხაროდ ეს ტრადიცია დავიწყებულია, სწორედ ეს აყალიბებს ზიარებასთან, ზეთისცხებასთან და ჯვართან მიახლების წესს. ძველმესტილეებთან  ეს ტრადიცია დღემდე შენარჩუნებულია ( ის ძველი აღქმის ეკლესიის დროინდელია) , ჩვენთან კი იშვიათად  შეხვდებით, მხოლოდ მონასტრებში და ისიც ყველგან არა.  სამწუხაროდ ეს ტრადიცია დაიკარგა, მაგრამ პრინციპი- ჯერ მამაკაცები, რატომღაც დარჩა. ცუდი სანახავია, როცა გაურკვეველია ვისი მოგონილი „ წესის“ გამო მოხუცი ბებო, რომელიც ფეხზე ძლივს დგას, თავის რიგს ელოდება და წინ უშვებს ჯან-ღონით სავსე მამაკაცებს.

მშვენივრად ვიცით ,რომ ქრისტესთვის ჩვენ ყველა ერთნაირად ძვირფასები ვართ, მაშინ აქაც რატომ ვავლებთ გენდერულ საზღვრებს? ხანდახან საკვირველი რაღაცეების  მოწმენი ვხდებით. ბარძიმთან ჯერ ახალგაზრდა ყმაწვილები მიდიან, ჩემი მრევლი ორი მოხუცი ქალბატონი კი, რომლებმაც ხრუშოვის დროს საეკლესიო წიგნები, ხატები და ლიტურგიკული წმ. ჭურჭელი გადაარჩინეს, მათ შემდეგ …. მორჩილებაში არიან?  არა, აქ სხვა ამბავია. ეს უსულგულო რიგია, რომელსაც გაურკვეველია საიდან მოსული და დამკვიდრებული „წესი“ უდგას სათავეში.

ავტორი: დეკანოზი ალექდანდრე ავდიუგინი