მეცნიერული რწმენა

მეცნიერული რწმენა

როდესაც ათეისტებს თავისი შეხედულების მეცნიერული დასაბუთება ჭირდებათ, რბილად რომ ვთქვათ, არც საკუთარი თავის და არც აუდიტორიის წინაშე ბოლომდე გულწრფელები არ არიან. მართლაც, როგორ შეუძლია მეცნიერებას დაამტკიცოს… ( არც კი ვიცი გამართულად როგორ ჩამოვაყალიბო ეს აზრი) ,- ძირითადად ამისთვის სიტყვების უცნაურ თანწყობას იყენებენ „ ღმერთის არ არსებობა“. სისულელეა, მეცნიერება მსგავს არაფერს არ აკეთებს და  არც არასდროს გაუკეთებია!  მას თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს და მათი ამოხსნით არის დაკავებული, ღმერთის არსებობა კი მის ინტერესში არსდროს არ  შედიოდა. ეს საკითხი მხოლოდ რწმენის კომპეტენციაა — ან გწამს ღმერთის, ან არა. მეცნიერული არგუმენტები კი, რომლებიც (როგორც ათეისტები ამტკიცებენ) მათ შეხედულებებს ამყარებენ, ხშირად პირიქით — ღვთის არსებობის დამამტკიცებელია. მაშინაც კი,  როცა საქმე ერთი ადამიანის რწმენას და შეხედულებებს ეხება.

2004 წელს ფილოსოფიის პროფესორ — ენტონი ფლიუს მსოფლმხედველობაში  ძირეული ცვლილება მოხდა. რამდენიმე ათწლეული ის მეცნიერული ათეიზმის აპოლოგეტი იყო და ყველა თავის ნაშრომში ღმერთის არ არსებობას ამტკიცებდა. ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებამ უამრავი ახალი აღმოჩენა გააკეთა, რამაც პროფესორის შეხედულება რელიგიაზე სრულიად შეცვალა. აი რა თქვა მან: „ -დნმ-ს ბიოლოგიურმა კვლევამ დაამტკიცა, რომ სიცოცხლის წარმოსაქმნელად ჭეშმარიტად წარმოუდგენელი რაოდენობის ფაქტორების თანხვედრაა საჭირო, ამას კი უეჭველად მივყავართ დასკვნამდე, რომ ამ ყველაფრის მოქმედებაში მოსაყვანად შემოქმედია საჭირო… თანამედროვე  მეცნიერულმა კვლევებმა დამარწმუნეს იმ თეორიის აფსურდულობაში, რომ თითქოს და პირველი ცოცხალი ორგანიზმი არა ცოცხალი მატერიიდან წარმოიშვა, ხოლო შემდეგ ევოლუციის გზით ურთულეს არსებად ჩამოყალიბდა… ამჟამად შეხედულება, რომ პირველმა  ორგანიზმმა სპონტანური ბუნებრივი ევოლუციის სცენარით თვითგანვითარება განიცადა, მკრეხელობად მიმაჩნია…“

ამ დასკვნამდე ენტონი ფლუ მაშინ მივიდა, როცა 80 წელს გადააბიჯა. ამიტომაც ამ ცნობილი მეცნიერის მსოფლმხედველობის ცვლილებამ მე გარკვეული კითხვები გამიჩინა. როგორ შეიძლება მისი ახალი შეხედულებების  ჩამოყალიბება? მისივე თქმით,  ადრე ის მეცნიერულ ათეიზმს ქადაგებდა. რა დავარქვათ მის ამჟამინდელ მდგომარეობას- „ ღმერთის მეცნიერული რწმენა“?

არა მეგობრებო! მოდით ყველაფერი თავის ადგილზე დავტოვოთ- მეცნიერებაც, ათეიზმიც და ღმერთის რწმენაც. იმიტომ, რომ ჯამში მეცნიერება კი არ განსაზღვრავს ჩვენს რწმენას ან ურწმუნოებას, არამედ ადამიანის სწრაფვა ან ღვთისკენ, ან პირიქით- ღვთისგან.

აი, საით ან რატომ ილტვის ჩვენი გული,  თითოეულმა ჩვენთაგანმა თავად უნდა განსაზღვროს. მთავარია ამ საკითხს მეტი გულისხმიერებით მოვეკიდოთ.

 

ავტორი: ა. ტკაჩენკო