აღსარებაზე დავიწყებული ცოდვა.

აღსარებაზე დავიწყებული ცოდვა.

აღსარება მოძღვარს შაბათს საღამოს ლოცვაზე ჩავაბარე, მაგრამ კვირას ლიტურღიაზე, ზიარების წინ გამახსენდა ერთი ცოდვა, რომელიც არ შემინანებია, უცებ დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა? ვთხოვო მღვდელს, რომ კვირას დილით თავიდან ჩაიბაროს აღსარება? მაგრამ მამაოს ლიტურღიისას დრო არ აქვს აღსარებისთვის, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? ვეცადოთ თავიდან ჩავაბაროთ აღსარება კვირა დილით თუ უმჯობესია ვეზიარო და შემდგომ ჩავაბარო აღსარება? ნატალია
პასუხობს დეკანოზი ალექსი პოტოკინი:

პატივცემულო ნატალია! ერთ-ერთ ლოცვაში, რომელიც ლიტურღიის დროს იკითხება ჩვენ, უფალს ვევედრებით მოგვიტევოს ცოდვები ,,ცნობითნი და უმეცრებითნი”, რაც ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ჩვენ სინდისს ძინავს. ცოდვების რაღაც ნაწილის ხედვა სინდისს ძალუძს, მაგრამ უმეტეს ნაწილს ჩვენი ცოდვებისას ვერ ვხედავთ, რადგან ისინი ჩვენი ცნობიერების მიღმა არიან. სულიერი ცხოვრება- გზაა, სადაც ჟამით ჟამამდე ჩვენ ვსწავლობთ დავინახოთ საკუთარი თავი ისეთებად, როგორიც სინამდვილეში ვართ. სიმდაბლე წმინდა მამათა აზრით იმაშია, რომ დაინახო საკუთარი თავი და არ შეგეშინდეს, ანუ უსასოობაში არ ჩავარდე. რაც უფრო სუფთა და ფაქიზია სინდისი, მით მეტად ხედავს ადამიანი უწმინდურებას საკუთარ თავში. ჩვენ საზიარებლად იმიტომ კი არ მივდივართ, რომ უკვე განვიწმინდეთ ცოდვისგან, ასეთ შემთხვევაში უაზროც კი იქნებოდა ყოველ დილას გვეთქვა ,,ცოდვაი ჩემი წინაშე,ჩემსა არც მარადის“(ფს.50), არა ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს უძლურებას, ვნებიანობას, უსიყვარულობას, გონება გავხსნათ და ვიქონიოთ იმედი, რომ პატიოსანი ხორცი და წმინდა სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ,რომელსაც ჩვენ ვეზიარებით, განგვაახლებს. მიზანი აღსარებისა არის გულის განხილვა და განწმედა, ხოლო მიზანი ზიარების კი არის ახალი გულის შექმნა, რომელიც თავისუფალია ბიწიერებისგან.

ჩვენ მძიმედ ვცოდავთ მაშინ, როდესაც შეგნებულად არ ვამბობთ რომელიმე ცოდვას აღსარების დროს. ასეთი აღსარების შემდგომ ზიარება კი შეგვექმნება სასჯელად და არა საკურნებლად. თქვენს მიერ აღწერილ შემთხვევაში კი ჩემი აზრით აფორიაქების გარეშე, საკუთარი უძლურების გაცნობიერებით და ღვთის მოწყალების იმედად და რწმენით მიეახლეთ წმინდა ბარძიმს საზიარებლად. თუ აღსარების შემდგომ გაგახსენდათ რომელიმე ცოდვა, რომელიც დაგავიწყდათ და ვერ შეინანეთ, ესეიგი სინდისი გაგღვიძებიათ. ხოლო მღვიძარება სინდისისა ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ თქვნს მიერ თქმული აღსარება იყო არა ფორმალური, არამედ გულწრფელი სინანულით სავსე, ეს კი ნიშნავს საიდუმლოს სწორად აღსრულებას. ასევე ზიარების საიდუმლოც რომ სწორად აღვასრულოთ, საჭიროა მას მივეახლოთ სიმდაბლით და ღვთისადმი რწმენით. იგი ხედავს ყოველი ადამიანის გულს. მე ვფიქრობ,რომ მიუხედავად, არის თუ არა საშუალება აღსარების დილას ჩაბარებისა, არ ღირს ამის გაკეთება. ჩვენ ისედაც მუდამ ვგულმავიწობთ და დაუდევარნი ვართ, არ გვყოფნის მობილიზება და გონების მოკრება.თუ ჩააბარეთ აღსარება საღამოს ლოცვაზე და დაშვებული იქენით ზიარებაზე, ჯობია ყურადღება გაამახვილოთ ლიტურღიაზე და ლოცვაზე.

ვთქვათ თუ არა ეს ცოდვა შემდგომ აღსარებაზე? მე მგონია, რომ უნდა ვისწავლოთ მინდობა ღმერთზე. ვირმწუნოთ რომ მან შეგვინდო და თუ ჩვენ შემდგომად აღსარებისა აღარ ჩავვარდებით იგივე ცოდვაში, თავს ავარიდებთ ამ ცოდვის საცდურს, ვეცადოთ საერთოდ დავივიყწოთ ის ცოდვა. თუ მაინც რჩევამ არ დაგაკმაყოფილათ უკეთესი იქნება ჩააბაროთ აღსარება!