ქადაგებები სტატიები

არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთისადმი რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ადამიანისადმი რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამასთან, ღვთისა ყველას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ოჯახური გარდაქმნის ყველა მცდელობა ადამიანისადმი რწმენას ეფუძნება. რელიგიისა თუ ცხოვრების ახალი წესის ქადაგებისას ჩანაფიქრი ვერასოდეს განხორციელდება ადამიანის შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ამიტომ ყოველი გარდამქმნელი, ყოველი ადამიანი, რომელიც ხალხს რაიმე სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას მათდამი რწმენაზე აფუძნებს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი.

ნუ გეშინიათ ჩიპების!

ნუ გეშინიათ ჩიპების!

ნუ გეშინიათ ჩიპების! უფრო მეტად გეშინოდეთ დაბნელებული გონების!
(კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ჩიპებით აშინებს მრევლს)

ქადაგება მეზვერისა და ფარისევლის კვირას

ქადაგება მეზვერისა და ფარისევლის კვირას

დანო და ძმანო! უფლისა ჩვენის უზენაესმა განაჩენმა მეზვერის (მებაჟის) ლოცვას უპირატესობა მიანიჭა ფარისევლის თვითკმაყოფილ ლოცვასთან შედარებით. დღევანდელი დღის ღვთისმსახურება ადასტურებს ამ განაჩენს და ჩვენი გრძნობები, ჩვეულებიდან მომდინარე, უერთდებიან მას. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი გულების თანხმობა უფლის განაჩენთან არ იყოს მეტისმეტად ჩვეულებრივი და მეტისმეტად ადვილი და ამ განაჩენის ძალასა და სიღრმეს ჩავწვდეთ, არ გვაწყენს ყველაფერ იმაზე დაფიქრება, რაც შეეძლო ეთქვა ფარისეველს თავის სასარგებლოდ.

წმ. იოანე ოქროპირი წმიდა წერილის კითხვის შესახებ.

წმ. იოანე ოქროპირი წმიდა წერილის კითხვის შესახებ.

წესით ჩვენთვის წერილის შეწევნა არც უნდა დაგვჭირებოდა, არამედ ისეთი სიწმიდით უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენს სულებს წიგნების სანაცვლოდ შეწეოდა მადლი სულისა. და ჩვენი სულები იმგვარადვე უნდა დაწერილიყი სულით, როგორც ეს წიგნებია მელნით დაწერილი. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ამგვარი მადლი განვაგდეთ, ამიტომ ამ მეორე გზით მაინც ვისარგებლოთ. ხოლო პირველი გზა რომ უმჯობესი იყო, ეს ღმერთმა საქმითაც გვიჩვენა და სიტყვითაც. ნოესთან, აბრაამთან და მათ შთამომავლობასთან, ისევე როგორც იობსა და მოსესთან ღმერთს ხომ წერილობით არ უსაუბრია, არამედ — უშუალოდ, რადგანაც წმიდა ჰპოვა მათი გონება.

ამწუხრებს თუ არა ჩვენი ცოდვები ღმერთს?

ამწუხრებს თუ არა ჩვენი ცოდვები ღმერთს?

ამწუხრებს თუ არა ჩვენი ცოდვები ღმერთს? ისიც იტანჯება როდესაც ჩვენ ვიტანჯებით? შეგვიძლია თუ არა ვუთხრათ ადამიანს რომელიც იტანჯება: ,,თვით ღმერთი, სწორედ ამ წუთში იტანჯება იმით, რითაც შენ და ამარცხებს შენს ტანჯვას”.