საბერძნეთი: მღვდლები ერთი კვირის მანძილზე საეკლესიო ზარებს დარეკენ

საბერძნეთი: მღვდლები ერთი კვირის მანძილზე საეკლესიო ზარებს დარეკენ

საბერძნეთის სამღვდელოება ერთი კვირის მანძილზე ყოველდღიურად, დღეში სამი წუთი ზარებს დარეკავს. ასეთი სახით ისინი აპროტესტებენ  კანონს, რომელიც სქესის ოფიციალურად შეცვლის პროცედურას ამარტივებს.

კალავრიტელი მიტროპოლიტის- ამბროსიოსის ხელმძღვანელობით მღვდლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კვირიდან შაბათამდე ყოველ დღის შუა დღისით, ისინი სამი წუთი საეკლესიო ზარებს დარეკენ.

საბერძნეთის სამღვდელოებამ ასევე „ანტიქრისტიანული“ და „ანტიბერძნული“ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჰომოსექსუალიზმს, როგორც „მომაკვდინებელ ცოდვას“ გმობს და „ნებისმიერ არაბუნებრივ გადახრებს“ აპროტესტებს, გამოხატულია შეშფოთება იმის თაობაზე, რომ შემდგომი ნაბიჯი „ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის კანონის მიღება“ იქნება.

ჩვენ გვძულს ცოდვა, და არა ცოდვილები“ — ხაზგასმულია მიტროპოლიის განცხადებაში.

ეგიონში- მიტროპოლიის ადმინისტრაციულ ცენტრში, საპროტესტო ბანერების  დადგმა იგეგმება.

წინა კვირას მიღებული კანონი ბერძნებს   მოწმობებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული სქესის გამარტივებული პროცედურით შეცვლის ნებას 15 წლის ასაკიდან რთავს. აქამდე სქესის შეცვლის მსურველებს უნდა დაედასტურებინათ, რომ მათ ქირურგიული და ფსიქიატრიული შეფასება გაიარეს.