მე რომ «სტარეცი» ვყოფილიყავი.
მე რომ ბერი ვყოფილიყავი, ადამიანს, რომელიც ცხონებას ეძებს შემდეგ რჩევებს მივცემდი: ღვთისმსახურებაზე შეძლებისდაგვარი უბრალოებით მოიქეცი,ზედმეტი ,,შემოქმედებითობის“ გარეშე, მაგალითად როგორც ბანკში იქცევა მოლარე. იშრომე,ილოცე იღვაწე შინაგანი სამყაროს გაზრდისთვის, ნუ ეძიებ საკუთარ სამართალს და სიმართლეს, ყველა ადამიანი მიიღე, როგორც ღვთისგან გამოგზავნილი და ილოცე მათთვის.