რელიგიის და ათეიზმის ფსიქიური თანაფარდობა

რელიგიის და ათეიზმის ფსიქიური თანაფარდობა

ის, რომ რელიგია სულიერი ავადმყოფობის ფორმაა და მასში არის რაღაც ფსიქოპატური, ათეისტური პროპაგანდის ერთერთ ყველაზე პოპულარულ თეზისს წარმოადგენს. ეს თეზისი ჯიუტად მეორდება და მებრძოლი ათეიზმის დოგმის სახე მიიღო. (არა მებრძოლი, მშვიდი ათეისტები მას არ იზიარებენ, მაგრამ ახლა საუბარი მათზე არ არის).

ფანატიზმი და ხიბლი

ფანატიზმი და ხიბლი

ადამიანთა შორის შეინიშნება ფანატიკური სწრაფვა თვითგანადგურებისა, რომლისათვისაც განსაკუთრებულად დამახასიათებელია შემდეგი ფსიქოლოგიური ტიპები: მიდრეკილება ექსტაზისაკენ, თვითსიყვარული, ფანტაზიორობა, ხილვები და მოჩვენებები, დაკავშირებულნი გაბსაკუთრებულ მდგომარეობასთან, როგორიც არის -ხიბლი!

მოუნათლავ ჩვილთა საიქიო ხვედრის შესახებ

მოუნათლავ ჩვილთა საიქიო ხვედრის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ სათაური სავსებით კონკრეტულია, დასაწყისშივე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამგვარი დოგმატური სწავლება მართლმადიდებელ ეკლესიაში – არ არსებობს. თუ ვინმე იტყვის, რომ ეკლესიის სწავლების მიხედვით ჩვილები სამოთხეში, ანაც ჯოჯოხეთში მიდიან… მაშინ უწყოდეთ, რომ უნებლიე ( ანაც შეგნებულ) სიცრუესთან გაქვთ ადგილი.

წმ. იოანე ოქროპირი წმიდა წერილის კითხვის შესახებ.

წმ. იოანე ოქროპირი წმიდა წერილის კითხვის შესახებ.

წესით ჩვენთვის წერილის შეწევნა არც უნდა დაგვჭირებოდა, არამედ ისეთი სიწმიდით უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენს სულებს წიგნების სანაცვლოდ შეწეოდა მადლი სულისა. და ჩვენი სულები იმგვარადვე უნდა დაწერილიყი სულით, როგორც ეს წიგნებია მელნით დაწერილი. მაგრამ რამდენადაც ჩვენ ამგვარი მადლი განვაგდეთ, ამიტომ ამ მეორე გზით მაინც ვისარგებლოთ. ხოლო პირველი გზა რომ უმჯობესი იყო, ეს ღმერთმა საქმითაც გვიჩვენა და სიტყვითაც. ნოესთან, აბრაამთან და მათ შთამომავლობასთან, ისევე როგორც იობსა და მოსესთან ღმერთს ხომ წერილობით არ უსაუბრია, არამედ — უშუალოდ, რადგანაც წმიდა ჰპოვა მათი გონება.

წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი

წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი

„მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გარდამოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით “/2 თეს. 2:15/