სიახლეები სტატიები

ალექსანდრიაში ღვთისმშობლისადმი ლოცვის უძველესი ხელნაწერი აღმოაჩინეს

ალექსანდრიაში ღვთისმშობლისადმი ლოცვის უძველესი ხელნაწერი აღმოაჩინეს

 

              ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ალექსანდრიის მახლობლად  აღმოაჩინეს უძველესი ხელნაწერი, რომელიც ღვთისმშობლისადმი ლოცვას შეიცავს. ამის თაობაზე ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეს-ცენტრი იუწყება (1).

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქრისტეს უძველეს გამოსახულებას მიაგნეს

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქრისტეს უძველეს გამოსახულებას მიაგნეს

სპეციალისტები, რომლებიც იორდანიაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფურცლებს სწავლობენ (I ს. ჩვ. წ. აღ.), ვარაუდობენ, რომ მათზე ქრისტეს უძველესი გამოსახულება არის აღბეჭდილი. ერთ-ერთ ფურცელზე ამოტვიფრულია სახე ეკლის გვირგვინით, წარწერით: „ისრაელის მხსნელი“.

დავეხმაროთ სასწრაფოდ!!!

დავეხმაროთ სასწრაფოდ!!!
გიორგი ლოსაბერიძის შემთხვევის შესახებ ბევრმა გაიგეთ…
26 წლის გიორგიმ, 4 აპრილს, იოსებიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, ფეხბურთის თამაშის დროს თავის მძიმე ტრავმა მიიღო. ტრავმის მიღების შემდეგ უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს კლინიკაში, სადაც ორი ტრეპანაცია გაუკეთდა. მას შემდეგ, გიორგი ღრმა კომაშია და ამჟამად ინგოროყვას მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას.

დავეხმაროთ დეკანოზ ათანასე რუხაძეს

დავეხმაროთ დეკანოზ ათანასე რუხაძეს

დეკანოზ ათანასე რუხაძეს (მოღვაწეობს ხონი-სამტრედიის ეპარქიაში, ერისკაცობაში რუხაძე ავთანდილი) სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა), მკურნალობა სასწრაფოა და მისი ღირებულება შეადგენს საშუალოდ 55,000 $ აშშ დოლარს (დაახლოებით 130,000 ₾ — ლარი).

მოძღვარი, რომელიც ახლახანს გახდა 34 წლის , (დაბადებულია 9 მარტს 1982 წელს) 7 შვილის მამაა, გთხოვთ ყველას დავეხმაროთ მამა ათანასეს, ნებისმიერი გადარიცხული თანხა მნიშვნელოვანია მისი მკურნალობისათვის.

1 2