ქადაგებები სტატიები

წმ. მარიამი (სკობცოვა) — ეკლესიის აწმყო და მომავალი.

წმ. მარიამი (სკობცოვა) — ეკლესიის აწმყო და მომავალი.

«,,თუ საბჭოთა ხელისუფლების მიერ შეწყნარებულ და აღიარებულ ეკლესიაში ამ ხელისუფლების მიერ აღზრდილი ახალი კადრები მოვლენ … თავიდან ისინი ხარბად დაეწაფებიან და შეისწავლიან სხვადასხვა თვალსაზრისს, გაიაზრებენ პრობლემებს, დაესწრებიან ღვთისმსახურებებს და ა.შ. რაღაც მომენტში კი, როდესაც თავს ნამდვილ ეკლესიურ ადამიანებად იგრძნობენ, ანტინომიური აზროვნებისათვის სრულიად მოუმზადებლები, იტყვიან:

როგორ უნდა ვამხილოთ მოყვასი?

როგორ უნდა ვამხილოთ მოყვასი?

არსებობს სამი მიზეზი, რომელიც ამართლებს მხილებას ქრისტიანული პოზიციიდან. პირველი ორი დამყარებულია მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყოველი საზოგადოება წარმოადგენს სტრუქტურათა შესაკრებელს — ოჯახიდან სახელმწიფომდე. ყოველი სტრუქტურა ემორჩილება იერარქიულ წესრიგს. ამგვარ სტრუქტურაში პასუხისმგებელ ადამიანს აქვს იმათი მხილების უფლება, ვინც იმყოფება მის დაქვემდებარებაში; ეს არის ხელმძღვანელი პირის უფლება. მხილების მეორე სახეობა, მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული — გახლავთ მშობლის ვალი შვილების აღზრდაში, სადაც მხილება წარმოადგენს პედაგოგიკის ერთ-ერთ მეთოდს. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე მღვდელმსახურთა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესახებაც მრევლის ცოდვების სამხილებლად. მხილების სხვა სახეობა თვისებრივად განსხვავდება უკვე განხილულთაგან, ეს არის ძმური მხილება, რომელიც ემყარება არა იმდენად მოვალეობის გრძნობას, რამდენადაც სინდისისმიერ შინაგან მოთხოვნილებას. ეს უკანასკნელი სახეობა დაფუძნებულია მხოლოდ ზნეობრივ ფაქტორზე და მოკლებულია ძალაუფლებისა და იურიდიული სამართლის გარეგნულ ნიშნებს.

მე რომ «სტარეცი» ვყოფილიყავი.

მე რომ «სტარეცი» ვყოფილიყავი.

მე რომ ბერი ვყოფილიყავი, ადამიანს, რომელიც ცხონებას ეძებს შემდეგ რჩევებს მივცემდი: ღვთისმსახურებაზე შეძლებისდაგვარი უბრალოებით მოიქეცი,ზედმეტი ,,შემოქმედებითობის“ გარეშე, მაგალითად როგორც ბანკში იქცევა მოლარე. იშრომე,ილოცე იღვაწე შინაგანი სამყაროს გაზრდისთვის, ნუ ეძიებ საკუთარ სამართალს და სიმართლეს, ყველა ადამიანი მიიღე, როგორც ღვთისგან გამოგზავნილი და ილოცე მათთვის.

წმ. იოანე ოქროპირი — ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას

წმ. იოანე ოქროპირი — ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას

ფარისევლები ამბობდნენ: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან ( იოან. 9, 16) რანაირად არის იგი ღმრთისგან? და ხშირად უბრუნდებოდნენ ამ აზრს, რათა მასში თავიანთი ვნებების გამართლება ეპოვათ. ახლაც ბევრი იქცევა ფარისეველთა მსგავსად. ასაღებენ რა თავს ღმრთის სარწმუნოების მკაცრ დამცველებად, ისინი საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ, იმის ნაცვლად რომ ყველას სიმდაბლით მოეპყრან.