ღმერთი და მეცნიერი ( იგავი )

ღმერთი და მეცნიერი ( იგავი )

დიდი მეცნიერი გარდაიცვალა და მისი სული უფლის წინაშე წარსდგა. თავისი დიდი და ღრმა ცოდნით აღფრთოვანებულმა, მან კადნიერად მიმართა ღმერთს:

როგორ გავზომოთ ბერის („სტარეცის“) სიწმინდე?

როგორ გავზომოთ ბერის („სტარეცის“) სიწმინდე?

„ბერებმა მაკურთხეს. . .“ – ასეთ დასაწყისს არც თუ იშვიათად მოსდევს ბუნდოვანი გაგრძელება: „დავწვა პასპორტი“, „წავიდე ტყეში“, „ არ ჩავიტარო აცრები“. ბერული მსახურება მადლისმიერი ნიჭია, მაგრამ „ბერული გარეგნობის ქვეშ“ არც თუ იშვიათად იმალებიან ყალთაბანდები ან კიდევ ხიბლში მყოფი ადამიანები. როგორ გავარჩიოთ ჭეშმარიტი ბერი ყალბისგან?

დიალოგი ათეისტთან — გამოხსნაზე

დიალოგი ათეისტთან — გამოხსნაზე

უცნობი: ამჟამად არ ვაპირებ შეკითხვების დასმას. წინა საუბრებში მე დავამტკიცე ჩემი ურწმუნოების სიმართლე და მინდოდა გამეგო შენი რწმენის საფუძველი. მაგრამ გამოხსნა? ეს ხომ სწავლებაა სამებაზე, ძე ღვთისას განხორციელებაზე, ღვთისმშობელზე, გოლგოთაზე, აღდგომაზე… რა უნდა გკითხო? ყოველივე ეს ისეთ უაზრობად , ისეთ „მითოლოგიად“ მეჩვენება, რომ ლაპარაკად არ ღირს. ეს ისეთივეა, რომ ვიმსჯელოთ ვენერას შობაზე, ან პრომეთეს ტყვეობაზე. შეიძლება ეჭვი შევიტანო ისეთ საკითხებში, სადაც მცირედი სინამდვილე მაინცაა, მაგრამ როცა საუბარია უაზრო ბოდვაზე, რა ეჭვები და შეკითხვები შეიძლება გაგიჩნდეს?

ჩარლზ დარვინი ათეისტი არ ყოფილა!

ჩარლზ დარვინი ათეისტი არ ყოფილა!
  1. თავის ძირითად სამეცნიერო ნაშრომს’’სახეობების წარმოშობის შესახებ’’(1876წლის მე-6 გამოცემა). ჩარლზ დარვინი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: ‘’ არის ერთგვარი სიდიადე ამ თვალსაზრისში, რომლის მიხედვითაც სიცოცხლეს მისი სხვადასხვაგვარი გამოვლინებით შემოქმედმა სული შთაბერა ერთ ან გარკვეული რაოდენობის ფორმას, ამასობაში კი პლანეტა აგრძელებს ბრუნვას უცვლელი მიზიდულობის კანონის თანახმად და ამ უბრალო საწყისისგან განვითარდა და აგრძელებს განვითარებას ურიცხვი რაოდენობის ულამაზესი და საოცარი ფორმა.’’( დარვინი ‘’სახეობათა წარმოშობის შესახებ’’)

წმ. იოანე ოქროპირი — ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას

წმ. იოანე ოქროპირი — ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას

ფარისევლები ამბობდნენ: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან ( იოან. 9, 16) რანაირად არის იგი ღმრთისგან? და ხშირად უბრუნდებოდნენ ამ აზრს, რათა მასში თავიანთი ვნებების გამართლება ეპოვათ. ახლაც ბევრი იქცევა ფარისეველთა მსგავსად. ასაღებენ რა თავს ღმრთის სარწმუნოების მკაცრ დამცველებად, ისინი საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ, იმის ნაცვლად რომ ყველას სიმდაბლით მოეპყრან.