არ არის საჭირო, სპეციალურად განვმარტოთ მამათმავლობის ცოდვის სიმძიმე

არ არის საჭირო, სპეციალურად განვმარტოთ მამათმავლობის ცოდვის სიმძიმე

მოძღვარს უნდა ესმოდეს, რომ მამათმავლობა მხოლოდ ცოდვა არ არის. ცხადია, ჰომოსექსუალიზმი უმრავლეს შემთხვავაში ადამიანის აღვირახსნილობის, დაცემის, გარყვნილების გამოვლინებაა, რომელსაც იგი საკუთარი ვნებების ამგვარი არაბუნებრივი გზით დაკმაყოფილებისკენ მიჰყავს. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს ამგვარი ლტოლვა შესაძლოა გაუჩნდეთ, როგორც მათგან დამოუკიდებელი რამ. სექსუალური ორიენტაციის გაუკუღმართება ბავშვობის ასაკიდან უამრავ მიზეზს შეუძლია გამოიწვიოს.

ბიბლია: მითი თუ სინამდვილე

ბიბლია: მითი თუ სინამდვილე

„ბიბლია ეწინააღმდეგება თანამედროვე მეცნიერებას, წიგნიერი ადამიანი ბიბლიას სერიოზულად არ უნდა ეკიდებოდეს, უძველესი მითების ამ კრებულს ხომ დიდი ხნის წინ გაუვიდა ყავლი“-ასეთი მსჯელობა დღეს იშვიათობას აღარ წარმოადგენს. თუმცა რაღა დღეს? საუკუნეზე მეტია, ამას იმეორებენ ადამიანები. რამდენად მართებულია მსგავსი მსჯელობა?

შვიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ მწამს ღმერთის

შვიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ მწამს ღმერთის

ჩვენ სამეცნიერო ცოდნის ჯერ კიდევ გარიჟრაჟზე ვიმყოფებით, რაც უფრო ახლოს ვართ განთიადთან, მით უფრო ნათელია ჩვენი დილა, მით უფრო ცხადად გვეხატება გონიერი შემოქმედის ქმნილებანი. ახლა სამეცნიერო მორჩილების სულისკვეთებით, ცოდნაზე დაფუძნებული რწმენის სულისკვეთებით, ჩვენ სულ უფრო ვუახლოვდებით ღმერთის არსებობის ურყევ რწმენას. პირადად მე შვიდი გარემოება მაქვს, რომელიც განსაზღვრავს ჩემს რწმენას ღმერთში. აი ისინიც:

ღიირს კი ვეძიოთ ძლიერი ,,სტარცები“?

ღიირს კი ვეძიოთ ძლიერი ,,სტარცები“?

,,სტარეცი“- ამ სიტყვას ზოგიერთი მართლმადიდებელი ძალიან ხშრად წარმოსთქვავს. მორწმუნეთა ბაგეებიდან, უფრო იშვიათად შეიძლება გაიგონო ქრისტეს სახელი, ვიდრე საუბრები იმაზე, თუ როგორ განკურნა ვინმე ,,წმიდა სტარეცმა“ თავისი ჭვრეტის ნიჭის მეშვეობით, როგორ დაეხმარა იგი ლოცვებით ამა თუ იმ ოჯახს და იხსნა დანგრევისაგან , როგორ გადაუწყვიტა პრობლემები მათ ვისაც მოსატერში წასვლა ან ერში დარჩენა სურდა, როგორი რჩევა მისცა ავადმყოფს, იმკურნალოს საავამდყოფოში თუ არა? და ბოლოს აიღოს თუ არა ერისკაცმა რუსეთის პასპორტი.

,,კურთხევის“ თამაში თავის მოტყუებაა

,,კურთხევის“ თამაში თავის მოტყუებაა

რა პასუხისმგებლობა აკისრია მრევლს მოძღვრის წინაშე და მოძღვარს უფლის წინაშე?
რა შეიძლება იყოს ურჩობის საზღაური?

გააჩნია რა სახის ურჩობაზე ვსაუბრობთ. არ სცნობს რა მშობელთა აკრძალვებს, გარკვეულწილად,ყოველი ადამიანი ბავშობიდან ეურჩება მათ, შესაბამისად ყოველი ადამიანისათვის ადრეული ასაკიდანვე შეიძლება იყოს ცნობილი ურჩობის საზღაური. იგივე შეიძლება ითქვას მოძღვართან მიმართებაში .არსებობს კატეგორიული მითითებანი, რომლითაც მოძღვარი პირდაპირ გვიკრძალავს ცოდვილ საქციელს, „ეს უნდა შეწყვიტო“ „ამის უფლება არ გაქვს, რადგან ეს ეწინააღმდეგება სახარებას“. მათი შეუსრულებლობა არ შეიძლება და მსგავსი ურჩობის საზღაური, დიახაც, შემაშფოთებელია, რადგან ამ დროს ადამიანი რაღაც უფრო მეტს იკლებს,ვიდრე მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. თუმცა არსებობს ნაკლებად კრიტიკული სიტუაციებიც, როცა ჩვეულებისამებრ, საკუთარი შეხედულების მიხედვით ვიქცევით,რადგან მცირედით ყველას გვაქვს მიდრეკილება,ჩვენს სასარგებლოდ გავიგოთ მოძღვრის ნათქვამი. უსიამოვნებებს ვერც ამ შემთხვევაში ავიცილებთ, რამეთუ ყოველი ჩვენთაგანის თავისუფლებას თავისი საზომი და საზღვარი გააჩნია. გამოცდილ მოძღვრებთან ურთიერთობისას, ძალზედ იშვიათად მინახავს მათი მხრიდან კატეგორიულობა ისეთ საკითხებში, როცა საქმე ცოდვას არ ეხება:ერთგვარი თავისუფლება ადამიანს მაინც რჩება, ანუ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის.მახსენდება მამა იოანე (კრესტიანკინი), რომელიც სულიერი რჩევების მიცემისას,მაშინაც კი, როცა ნათელი იყო, რომ ადამიანს უფლის ნებას აუწყებდა, თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას უტოვებდა მას. ეს უმნიშვნელოვანესი ასპექტია მოძღვრისა და მისი მრევლის ურთიერთობაში. მაგრამ არსებობს კატეგორიული საკითხებიც.იმავე მამა იოანეს (კრესტიანკინი) წერილებში გვხვდება კატეგორიულობაც „უფლება არ გაქვს,ქმარი მიატოვო“, „უფლება არ გაქვს აბორტი გაიკეთო“ და ა.შ.,“თუ ამას ჩაიდენ უბედურებას მოიმკი, უფალი დაგსჯის და ა.შ. ამგვარი მითითებების შეუსრულებლობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.