ოქროს საუკუნის ძიებაში
ასე ასათაურებს დიაკონი ადნრეი კურაევი ერთ-ერთ თავს 1999 წელს გამოცემულ წიგნში О Нащем Поражений . წიგნის შესავალში ავტორი აღნიშნავს: “ამ თავის წაკითხვას უპირველეს ყოვლისა, იმ ახალგაზრდას ვურჩევდი, ვინც სემინარიაში ჩასაბარებლად ემზადება…” მართლაც, სასურველია და აუცილებელიც, რომ ეკლესიის ყველა წევრმა (და არა მარტო სტუდენტებმა) იცოდეს ეკლესიის რეალური ისტორია და სწორედ ეს იქნება მყარი ორიენტირი მარჯვნივ და მარცხნივ უკიდურესი გადახრებისაგან დასაცავად. იერარქიისა და მრევლის მძიმე სულიერი მდგომარეობა ყოველთვის იყო ამქვეყნიური ეკლესიის თანამდევი და სწორედ ამიტომ პოვა ასახვა ამგვარმა მოვლენებმა ეკლესიის მამათა ნაშრომებში… აღნიშნული თავი იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით.
მთარგმნელი