ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის შესახებ

ეკლესიისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის შესახებ

ზაფხულის დამდეგს მომეცა შემთხვევა ბავშვთა და ახალგაზრდობის სულიერი განვითარების საპატრიარქო ცენტრის წარმომადგენელი ვყოფილიყავი სახელმწიფო დუმაში. დემოგრაფიის საკითხებისადმი მიძღვნილ „მრგვალ მაგიდაზე“ რუსეთის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა კომპეტენტურმა, დაინტერესებულმა თუ გულშემატკივარმა ადამიანმა წარმოადგინა სავალალო სტატისტიკა და რამდენიმე მოსაზრება, თუ რა უნდა გვეღონა ამ სფეროში შექმნილი კატასტროფული ვითარების გამოსასწორებლად. დისკუსიის დროს ორი ძირითადი თვალსაზრისი გამოიკვეთა. პირველის მიხედვით, აუცილებელია მრავალშვილიანობის, ოჯახის პრესტიჟის პროპაგანდა. საჭიროა თანამედროვე, ოჯახის საწინააღმდეგო იდეოლოგიის შეცვლა მისთვის სხვა, პოზიტიური იდეოლოგიის დაპირისპირების მეშვეობით და ა.შ. მეორე თვალსაზრისი კი, რომელიც ამ სტრიქონების ავტორმა გამოთქვა, შეიძლება იმ აზრამდე დავიყვანოთ, რომ ადამიანები არა მხოლოდ აჩენენ შვილებს, არამედ მშობლებს შვილების აღზრდისა და ყოველმხრივი უზრუნველყოფის ვალდებულებაც აქვთ. ამასთან შედარებით დემოგრაფიულ პრობლემას, გარკვეული აზრით, მეორეული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან იგი ზოგადად ოჯახის არასტაბილურობის პრობლემიდან გამომდინარეობს. ბევრი შვილის გაჩენის სურვილის უქონლობა დიდწილად სახელმწიფო მხარდაჭერის არარსებობითა და შვილების მომავალთან დაკავშირებული შიშით არის განპირობებული. ეს შიში კი იმ ე.წ. რეფორმების გამო ჩნდება, რომლებიც განათლებისა და ჯანდაცვის კომერციალიზაციას და მრავალ სხვა სიახლეს გულისხმობს. გარდა ამისა, ისტორიული მეხსიერების ძალით, ჩვენს ქვეყანაში ვერანაირი იდეოლოგია ქმედითი ვერ იქნება, თუკი იგი კონკრეტული საქმეებით არ იქნა განმტკიცებული. თუკი ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ მოვუწოდებთ: გააჩინეთ შვილები! ოჯახი „მაგარია!“ (ავტორი აქ რუსულ ჟარგონს იყენებს. — მთარგმ.), მაგრამ ხელს არ შევუწყობთ ამ მოწოდებას გააზრებული სოციალური პოლიტიკით, მაშინ პროპაგანდა საწინააღმდეგო შედეგს გამოიღებს. გარდა ამისა, სახელმწიფო დუმა სწორედ ის დაწესებულებაა, რომელიც მოწოდებულია გადაწყვიტოს სოციალური პრობლემები და რეალური შესაძლებლობაც აქვს საამისოდ.

სექტანტობა მარლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში

სექტანტობა მარლმადიდებლობაში და მართლმადიდებლობა სექტანტობაში

მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკი
1902-1989

 დაიბადა 1902 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში არისტოკრატულ ოჯახში. სწავლობდა იმპერატორ ალექსანდრეს სახელობის ლიცეუმში. 1920 წელს დატოვა რუსეთი. სწავლა-განათლება დაასრულა პარიზსა და ლუვენში. სტუდენტობისას გამოსცემდა ჟურნალს „კეთილმზრახველი“ (1926). 1926 წლის 5 სექტემბერს ბერად აღიკვეცა ათონის მთაზე. 1927 წელს ხელდასმულ იქნა ქალაქ ბელაიაცერკოვში (იუგოსლავია). იგი გახლდათ პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ ანერში (საფრანგეთი) მაცხოვრის ტაძრის მართლმადიდებელი მრევლის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1932-1945 წლებში იყო ბერლინის წმ. ვლადიმერის სახელობის ტაძრის წინამძღვარი. მეორე მსოფლიო ომის დროს მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა რუს სამხედრო ტყვეთა შორის. 1946 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებშია. 1947 წელს ამერიკის სამიტროპოლიტოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ბრუკლინის ეპისკოპოსად აკურთხეს; გახლდათ სან-ფრანცისკოსა და დასავლეთ ამერიკის ეპისკოპოსი (1950). 1961 წლიდან მთავარეპისკოპოსია. 1978 წელს (სხვა მონაცემებით 1975 წელს) წყვეტს სამღვდელმთავრო მსახურებას. ნაშრომებს აქვეყნებდა „სტრანნიკ“-ის ფსევდონიმითაც. გადრაიცვალა 1989 წლის 30 მაისს ქალაქ სანტა-ბარბარაში (კალიფორნიის შტატი, აშშ).

წმინდა იოანე ოქროპირი იმის შესახებ, რომ ცოცხლები და მიცვალებულები არ უნდა გადაეცნენ ანათემას

წმინდა იოანე ოქროპირი იმის შესახებ, რომ ცოცხლები და მიცვალებულები არ უნდა გადაეცნენ ანათემას

ტაძარში ამბიონზე სავარძელში მოხუცი მოძღვარი ჯდება, გარშემოკრებილი მრევლის მხიარულებასა და აღტაცებას თანდათანობით ენაცვლება დუმილი და ღრმა ფიქრი. ამ საოცარი ფერისცვალების მიზეზი მოძღვრის სიტყვაა, რომელიც მსმენელს ერთდროულად ანიჭებს უდიდეს სიხარულსაც და ტკივილსაც. ხალხს უყვარდა სიტყვა, რომელიც ამხელდა მათ ცოდვებსა და ზნედაცემულობას, რადგან გრძნობდა, რომ იგი მათდამი სიყვარულითა და თანალმობით იყო გამსჭვალული. ამ სიტყვას შესწევდა ძალა შეეცვალა, ადამიანთა ცხოვრება, რადგან თვითონაც შეცვლილი, წმინდა ცხოვრების ნაყოფი იყო. ეს სიტყვა და ცხოვრება წმინდა იოანე ოქროპირს ეკუთვნოდა.

რა არის რწმენა?

რა არის რწმენა?

ლევ (ლუი) ჟლე (1893-1980) იყო არქიმანდრიტი, ფრანგი მართლმადიდებელი საეკლესიო მწერალი. უმაღლესი განათლება გრენობლისა და ჟენევის უნივერსიტეტებში მიიღო. სტუდენტურ წლებში რელიგიური კრიზისი განიცადა და მხოლოდ პირველ მსოფლიო ომში გერმანელთა ტყვეობაში მყოფ რუს მართლმადიდებლებთან ურთიერთობით დაიბრუნა რწმენა. მასზე დიდი გავლენა მოახდინა დოსტოევსკიმ. 1924 წელს იგი აღიკვეცა ბენედიქტეს მონასტერში (ფორნბორო). რუსული რელიგიური აზროვნებისა და კულტურისადმი ინტერესის გამო იგი ჩავიდა ლვოვში. იქ მან კათოლიკური რწმენა მიიღო და გარკვეული დროის მანძილზე უნიატი მიტროპოლიტი ანდრეის (შეპტიცკის) მდივნად მუშაობდა. მას დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის შესწავლა სურდა. ლევ ჟილემ შევეტონის მონასტრის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსახურება სლავურ ენაზე აღევლინებოდა. 1927 წელს იგი ნიცის რუსულ კათოლიკურ ეკლესიაში გაამწესე, მაგრამ მალე პარიზში წავიდა და რუსულ სამოციქულო ეკლესიას შეუერთდა. გადასვლის აქტი გამოიხატა მისი თანამსახურებით მიტროპოლიტ ევლოგისთან (გეორგიევსკი) დაპროტოპრესვიტერ სერგი ბულგაკოვთან. ამ აქტს ესწრებოდნენ კულტურის რუსი მოღვაწენი: ნ. ბერდიაევი, ლ. კარსავინი, კ. ბალმონტი, მ. ცვეტაევა, გ. ფლოროვსკი. პარიზის მართლმადიდებელ მრევლში ლევ ჟილე დაახლოებით 10 წელი მოღვაწეობდა. მის დროს ღვთისმსახურების აღსრულება ფრანგულ ენაზე დაიწყო. მიტროპოლიტმა ევლოგიმ მისი პიროვნება და მოღვაწეობა ასე დაახასიათა: „მამა ლევი რელიგიური მოაზროვნე, მლოცველი, ღვთივშთაგონებული მქადაგებელი და სულიერი წინამძღოლია ცალკეული სულებისა. იგი არის დაჯილდოებული პრაქტიკული, ორგანიზატორული ნიჭით, კითულობს ლექციებს, მოხსენებებს და ასრულებს მეტად რთულ საქმეს — ციხეეში პატიმრებისათვის სულიერი საზრდოს მიწოდებაზე ზრუნავს.“ ლევი ასწავლიდა წმ. სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ლექციებს კითხულობდა ლონდონში, მონაწილეობდა ფრანც დელიჩის ინსტიტუტის წმ. ალბანის და ღირსი სერგის საძმოს მუშაობაში. ის მოღვაწეობით ცხოვრებას ეწეოდა, არ გააჩნდა მუდმივი სახლი და ქონება. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ლევი ინგლისში დასახლდა, სადაც ქრისტიანი ებრაელების თემს დაუახლოვდა. 1948 წელს იგი წმ. ბასილი დიდის ეკლესიის წინამძღვარი გახდა. რუსული კულტურის ისტორიკოსი ნ. ზერნოვი აღნიშნავს: „ასე დაიწყო მისი სიცოცხლის უკანასკნელი და ყველაზე შემოქმედებითი პერიოდი — მისი საწინამძღვრო და მისიონერული მოღვაწეობის გაფურჩქვნა. ინგლისის გარდა ის რეგულარულად ჩადიოდა ბეირუთში, სადაც ახალგაზრდა მართლმადიდებელი ლიბანელების დიდი სიყვარულით სარგებლობდა. იგი სულიერად ასაზრდოებდა მართლმადიდებელთა ჯგუფებს საბერძნეთში, ჟენევასა და პარიზში“

მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი — ფანატიზმის საფუძვლები

მღვდელი გიორგი ჩესტიაკოვი — ფანატიზმის საფუძვლები

როცა ვამბობთ სიტყვა „ფანატიზმს“-უნდა ვიგულისხმოდ, რომ იყო არა მარტო ბართლომეს ღამე, გამხეცებული ირანელებისაგან გრიბოედოვის მოკვდინება, არამედ 2001 წლის 11 სექტემბერიც. ანუ ფანატიზმი არა მხოლოდ შორეული წარსულია, არამედ დღევანდელი რეალობაც. ეს არის რუსეთში მომქმედი სინაგოგების ჩალეწილი ფანჯრები, ხანძრები და აფეთქებები. იგივე ბედი ეწიათ პროტესტანტულ ტაძრებს. მსგავსი ისტორია განმეორდა თათარსტანში, სადაც მუსლიმებმა მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობას გაუწიეს წინააღმდეგობა. იგივე ხდება აშშ-შიც -ინტერნეტით გავრცელებული ექიმების სია, რომლებიც აბორტებს აკეთებდნენ და ამის გამო მათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.