სტატიები სტატიები

კლიმენტ ალექსანდრიელის, ორიგენესა და არაკანონიკური „ებრაელთა სახარების“ ტექსტებში არსებული ქრისტეს ზოგიერთი აგრაფის შესახებ

კლიმენტ ალექსანდრიელის, ორიგენესა და არაკანონიკური „ებრაელთა სახარების“ ტექსტებში არსებული ქრისტეს ზოგიერთი აგრაფის შესახებ

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

   სტატიაში „იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ“ (1) ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ტერმინ აგრაფაზე“ და მის მნიშვნელობაზე. სტატიაში ვაჩვენეთ საეკლესიო გადმოცემისა და ახალი აღთქმის ცოცხალი კავშირი. ასევე, სტატიაში აღინიშნა, რომ აგრაფების შესწავლა და სისტემური გადმოცემა პირველად პროფესორმა ი. კერნერმა მოახდინა XVIII საუკუნეში, რომელიც დაამკვიდრა ტერმინი „άγραφα“. მეცნიერმა თავის ნაშრომში „De sermonibus Christi agraphois“, რომელიც 1776 წელს ლათინურ ენაზე გამოიცა, 16 აგრაფა გამოიკვლია. აგრაფების კვლევაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, ასევე, რეშმა და ნესტლემ.

ტერმინების — „სახარება“ და „კანონი“ — წარმართული წარმოშობა და ეკლესიის მიერ მათი გააზრება

ტერმინების — „სახარება“ და „კანონი“ — წარმართული წარმოშობა და ეკლესიის მიერ მათი გააზრება

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

   ცნობილია, რომ წარმართებს შორის ქრისტიანობის გავრცელებისას მოციქულები ანტიკური ხანის სხვადასხვა ავტორის — ფილოსოფოსის, პოეტის, და ზოგადათ კლასიკოსის, და ა.შ. — ლიტერატურულ-ფილოსოფიური მიღწევებით სარგებლობდნენ. მოციქულებს ესმოდათ, რომ მიზნის მიღწევა შესაძებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მქადაგებელი წარმართის (რომლისთვისაც იუდეური აზროვნება უცხო იყო) კულტურულ-მენტალურ ნიადაგზე დადგებოდა. მოციქულებს, როგორც იუდეველებს, კარგად ესმოდათ, რომ მათი იუდეური აზროვნება ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა წარმართებისთვის ღვთივგამოცხადებული ახალაღთქმისეული სარწმუნოების ქადაგებისას (რომელიც ძველი აღთქმის სრულყოფას წარმოადგენდა და თავდაპირველად იუდეველთა წრეში იქადაგებოდა (ებრ. 10, 1, 12-14), რადგან წარმართები სრულიად განსხვავებულ კულტურულ-მენტალურ ტრადიციას მიეკუთვნებოდნენ.

პირველი ხატთაყვანისცემის აპოლოგია

პირველი ხატთაყვანისცემის აპოლოგია

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

    უკვე მერამდენე წელი და საუკუნეა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ხატებისა და ჯვრის თაყვანისცემის გამო თავისი მისამართით კერპთაყვანისმცემლობის ბრალდება ესმით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს კიცხვა ძველი სამყაროს მაგლითებს მოგვაგონებს. მაგალითად, იუდეველური გადმოცემის თანახმად, ბაბილონელთა (ასირიელთა) მიერ პირველი ტაძრის დანგრევისას, როდესაც წარმართებმა ტაძრის წმიდათა-წმიდაში ქერუბიმები დაინახეს, ებრაელებს დასცინეს, რადგან ეგონათ, რომ ისინი ქანდაკებებს სცემდნენ თაყვანს (ბაბილონური თალმუდი, იომა 54ბ).

მოძღვრობის არასწორი გაგება

მოძღვრობის არასწორი გაგება

1998 წლის დეკემბერში პატრიარქმა და წმიდა სინოდმა ძალზე მნიშვნელოვანი დადგენილება გამოიტანეს: მოძღვრული დამოკიდებულებების, საეკლესიო ცხოვრების ამ სფეროში არსებული შეცდომებისა და მათი გადალახვის შესახებ. ეს დადგენილება მხოლოდ თავისთავად როდია მნიშვნელოვანი; ის ადასტურებს, რომ ჩვენი ეკლესია ცოცხალია და, როგორც მუდამ ხდებოდა ისტორიის მანძილზე, ჯანსაღად რეაგირებს საეკლესიო აზროვნებისა და მოღვაწეობის ყოველგვარ დამახინჯებაზე. ექვსი წელი გავიდა; შეიცვალა კი რაიმე უკეთესობისკენ? სამწუხაროდ, არა. სინოდის დადგენილება, მღვდელმთავართა მხრიდან ნათლად გამოხატული ნების მიუხედავად, ფართოდ არ გავრცელებულა, არ გახმაურებულა, მისი ტექსტი ნაკლებად ხელმისაწვდომია. იდეაში ის მასიურად უნდა გამოცემულიყო თითოეულ ეპარქიაში, განმარტებულიყო ამბიონიდან, ყოველი ეკლესიური ადამიანისთვის უნდა გაეცნოთ. მაგრამ ეს არ მომხდარა. პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტად ძალას იკრებს ცრუმისტიური გურუიზმი“, როცა ადამიანებს მართლმადიდებლობაში ესმით მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც დაკავშირებულია „ხუცესთან, ბერდიდთან“, სულიერ ცხოვრებას კი აიგივებენ ამ „ხუცესების“ ძებნასთან და მხოლოდ მათი ბაგეებიდან მოსმენილს აქცევენ ყურადღებას… მათი პირიდან კი ზოგჯერ ისეთი რამეც შეიძლება მოისმინო, რასაც ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს… რაშია საქმე? რატომ ვერ ჰპოვა საფუძველი საეკლესიო ხელისუფლებაში ძალზე ჯანსაღმა და დროულმა დადგენილებამ? რატომ არავინ გაიზიარა მღვდელმთავართა წუხილი? ვცადოთ, ამ ყოველივეში ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით გავერკვეთ.

იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ

იუსტინე მარტვილის თხზულებებში ქრისტეს ერთი აგრაფის შესახებ

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

ეგრეთ წოდებული აგრაფები ანუ აგრაფა (ბერძნ. ἄγραφα – „დაუწერელი“) იესო ქრისტეს გამონათქვამებია (ლოგიები), რომლებიც ოთხ კანონიკურ სახარებაში არ შესულა, არამედ ისინი ზეპირად გადაეცემოდა და ადრეული ქრისტიანი აპოლოგეტების მიერ ჩაიწერა, რაც ეკლესიის გადმოცემას შეესაბამებოდა. აგრაფები ჩვენამდე მოღწეულ ზოგიერთ აპოკრიფულ სახარებაში, ოფიციალურ საეკლესიო ლიტურგიკულ-კანონიკურ ძეგლებში და სხვა ძველ წყაროებში გვხვდება. ტერმინი „აგრაფები“ პირველად ლეიპციგელმა პროფესორმა ი. კერნერმა შემოიღო წიგნში „იესოს დაუწერელ გამონათქვამებზე“ (De sermonibus Christi agraphois. Lpz., 1776). პროფესორმა 16 აგრაფი გამოიკვლია. ამ ტერმინით ი. კერნერი მოწმობდა, რომ ადრეულ ეკლესიაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქრისტეს გამონათქვამების ნაწილი მხოლოდ ზეპირი ტრადიციით გადაეცემოდა.