სტატიები სტატიები

აღსარება და სულიერი წინამძღვრობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში 

აღსარება და სულიერი წინამძღვრობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში 

წინამდებარე სტატიის ავტორია არქიმანდრიტი იობი გეჩა, რომელიც გახლავთ პარიზის წმინდა სერგის სახელობის  საღვთისმეტყველო სასწავავლებლის ( და სხვა საღვთისმეტყველო სასწავლებლების)  პროფესორი.  აგრეთვეიგი ერთ- ერთი წამყვანი ფიგურა სხვადასხვა აღმსარებლობებთან საღვთისმეტყველო დიალოგებში, მათ შორის რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დიალოგში.  მისი სამოღვაწეო სფეროებია, თეოლოგია, ისტორია, პატროლოგია და ლიტურგიკული ღვთისმეტყველება.

ქრისტე, როგორც ყოველი ქმნილების პირმშო (იგავ. 8:22; კოლ. 1:15)

ქრისტე, როგორც ყოველი ქმნილების პირმშო (იგავ. 8:22; კოლ. 1:15)

ნორვეგიელმა ლინგვისტმა როლფ ფურულიმ „ახალი სამყაროს თარგმანის“ აპოლოგიაში სახელწოდებით „როგორ გავლენას ახდენს ბიბლიის თარმნაზე ღვთისმეტყველება და წინასწარ შექმნილი დამოკიდებულება“ გვერდი ვერ აუარა ერთ-ერთ მთავარ პასაჟს, რომლის გარშემოც ჯერ კიდევ არიანული შფოთის დროს აქტიური ეგზეგეტიკური პოლემიკა მიმდინარეობდა. საუბარია პავლე მოციქულის ჰიმნის ნაწყვეტზე კოლასელთა მიმართ ეპისტოლედან (კოლ. 1:15-18).

ხატთაყვანისცემის მესამე აპოლოგია

ხატთაყვანისცემის მესამე აპოლოგია

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

ხატთაყვანისცემის პირველ აპოლოგიაში ჩვენ ვსაუბრობდით წმინდა გამოსახულებებისა და ჯვრის თაყვანისცემის ტრადიციაზე (1), რომელიც სავსებით მისაღები იყო ძველი ეკლესიისთვის. მეორე აპოლოგია დაეთმო ღვთის სახელისა და ღვთის ხატების სწორ გაგებას ლოგოსის განკაცებისა და მისი ქვეყნად მოვლინების კონტექსტში (2), საიდანაც გამომდინარეობს, რომ განკაცებული ღმერთი ადამიანური ბუნებისთვის ხელშესახები და ხილვადი ხდება. ამ მხრივ უნდა ითქვას, რომ ჩვენ სამყაროს სახელდების მეშვეობით შევიმეცნებთ და შემეცნება არის გარკვეული სახის შექმნა, ამა თუ იმ პროცესზე, ფენომენზე, მოვლენაზე წარმოდგენა. ჩვენ ხატების, ანარეკლების, ჩვენი კულტურის მიერ ყველგან განთავსებული სარკეების სამყაროში ვცხოვრობთ; ეს კაცობრიობისთვის სრულიად ბუნებირვი პროცესია. ლოგოსის განკაცებამ კაცობრიობას ღმერთის (გარკვეულ წილად) შემეცნების შესაძლებლობა მისცა; ადამიანი არა მხოლოდ ლოგოსის მიწიერი ცხოვრების მოწმეა, არამედ იგი ღვთისმხილველი გახდა — ეს უპრეცედენტო შესაძლებლობაა, რომელიც ასე სურდათ ძველი აღთქმის მართლებს (მათე. 13, 17).

რა ვუპასუხოთ სტივ ჯობსს

რა ვუპასუხოთ სტივ ჯობსს

ანუ კიდევ ერთხელ ბავშვის ცრემლზე

 

ამ ადამიანს `მეწარმეობის ხატს~ უწოდებენ. ის უკვე არა უბრალოდ `სელფ-მეიდ-მენი~, არამედ მთელი ეპოქის სიმბოლოა.

როგორ ეკიდებოდა სტივ ჯობსი რელიგიას? ბევრისთვის ცნობილია, რომ Apple–ის დამაარსებელი პრაქტიკოსი ბუდისტი იყო. მაგრამ ყოველთვის ასე როდი გახლდათ.

„…და სიტყვა იყო ღმერთი?“

„…და სიტყვა იყო ღმერთი?“

არტემი გრიგორიანი

იოანეს სახარების პროლოგი ლაკონურობის შედევრია, რომელიც მარადისობისკენ მიმავალი უზენაესი რეალობის ფილოსოფიური აღწერით გვიტაცებს. ეჭვგარეშეა, რომ მეოთხე სახარების პირველი სიტყვები მთელ წერილში გამორჩეულია და საკვირველ ჭეშმარიტებას გვიმხელს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიის სვლა შეცვალა.