ღვთისმეტყველება სტატიები

რა არის ღვთისმეტყველება? — მიტროპოლიტი კალისტე უეარი

რა არის ღვთისმეტყველება? — მიტროპოლიტი კალისტე უეარი
საღვთისმეტყველო განათლების საკითხისადმი მიძღვნილ საღვთისმეტყველო სკოლების სემინარზე უნდა დაისვას ძირითადი და უმნიშვნელოვანესი საკითხი: რა არის ღვთისმეტყველება? როგორ განსაზღვრავს წმინდა წერილი და როგორ ხედავენ ეკლესიის მამები ღვთისმეტყველის ამოცანას? ბიბლიასთან შეხებისას საკვირველ გარემოებას ვაწყდებით: ძველსა და ახალ აღთქმაში არსად ვხვდებით სიტყვებს „ღვთისმეტყველი“ და „ღვთისმეტყველება“. ისინი უბრალოდ არაბიბლიური ცნებებია. ასევე აღსანიშნავია, რომ ქრისტეს მიერ გამორჩეული თორმეტი მოციქულიდან განათლება საღვთისმეტყველო სკოლაში ერთსაც კი არ მიუღია.

ეკლესიის თვისებები

ეკლესიის თვისებები

ნიკეა -კონსტანტინეპოლის სიმბოლოს სიტყვები ,, მრწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკელსია: განსაზღვრავს ეკლესის, როგორც ღმერთკაცობრივი ორგანიზმის მახასიათებლებს.

ხატის კანონიკური რეალიზმი

ხატის კანონიკური რეალიზმი

პავლე ფლორენსკი რუსი მართლმადიდებელი ღვდელი, ღვთისმეტყველი, რელიგიის ფილოსოფოსი, სწავლული და პოეტი იყო, რომელსაც თავისი უნივერსალური განათლების გამო მეოცე საუკუნის ლეონარდო და ვინჩის უწოდებდნენ, მოიხსენიებდნენ, როგორც ადამიანს, რომელშიც „ჰარმონიულად იყო შერწყმული კულტურა და ეკლესია, ათენი და იერუსალიმი“. ის, როგორც ხელოვნებადმცოდნეც, ფუნდამენტური შრომების ავტორია ხელოვნების ისტორიაში. (1899 წ. ფლორენსკიმ თბილისის მე-2-ე გიმნაზია დაამთავრა) თავაზობთ ნაწყვეტს მისი 1922 წელს გამოქვეყნებული ნაშრომიდან „იკონოსტასი“რომელიც მუდმივად აქტუალურ თემას, ხატის კანონიკური არსის მნიშვნელობასა და ხატწერაში ახალი მხატვრული ძიებების კანონიკასთა ნმიმართების საკითხს ეხება, შესაბამისად, მკითხველისათვის წინამდებარე ნარკვევი ღრმა ინტერესის საგნად უნდა იქცეს.

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ერეტიკულ მსოფლმხედველობასთან მიმართებაში

მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ერეტიკულ მსოფლმხედველობასთან მიმართებაში

— რაც შეეხება ჭეშმარიტი და ცდომილი სწავლებების, ანუ მართლმადიდებლობისა და ერესის ურთიერთმიმართებას, ეს საკითხი ქრისტიანული მოძღვრების ყოფითი ისტორიის დასაბამიდანვე დღის წესრიგში იდგა მახარებლებთან და მოციქულებთან, იმიტომ, რომ მახარებელ-მოციქულნი ის პიროვნებები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ მოღვაწეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ურთიერთობა ჰქონდათ წარმართულ სამყაროსთან. მათ წინაშე ერესის პრობლემა ძალიან ცხოვლად იდგა. ეკლესიის მამები დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდნენ ამ პრობლემის მხრივ მრევლისათვის მართებული განმარტების მისაწოდებლად.

ბოროტების წარმოშობა

ბოროტების წარმოშობა

ქმნილი ყოფიერების არსებობის განთიადზე, ღმერთის მიერ ჯერ კიდევ ხილული სამყაროს შექმნამდე, მაგრამ უკვე ანგელოზების შექმნის შემდეგ სულიერ სამყაროში მოხდა გრანდიოზული კატასტროფა, რომლის შესახებაც ჩვენ ვიცით მხოლოდ მისი შედეგებით. ანგელოზთა ნაწილი შეეწინააღმდეგა ღმერთს, მოსწყდა მას და თავისი მდგომარეობითა და დამოკიდებულებით გახდა მტრული ყოველგვარი სიკეთისა და სიწმინდის მიმართ. ამ განდგომილ მხედრობათა სათავეში იდგა ეოსფორი, ანუ ლუციფერი, რომლის სახელიც (სიტყვასიტყვით: ‘ნათლისმატარებელი~) აჩვენებს, რომ ის თავიდან კეთილი იყო, მაგრამ შემდგომ თავისი საკუთარი ნებითა ‘და თვითნებურობით დავიდა ბუნებრივიდან არაბუნებრიობამდე, გაამპარტავნდა მისი შემოქმედიღმერთის წინაშე, შეეცადა, წინაღდგომოდა მას, და პირველი მოსწყდა რა სიკეთეს, ბოროტებაში აღმოჩნდა~ (ღირსი იოანე დამასკელი).