რატომ არსებობს ჯოჯოხეთი?
ყველაზე ბუნებრივი კითხვა ურწმუნო ადამიანებისათვის — რატომ არსებობს ჯოჯოხეთი? თუ ღმერთი თვით სიყვარულია, მაშინ რატომ იმეტებს იგი ადამიანებს სამუდამო ტანჯვისთვის? პასუხი, ამ თითქოს და ამოუხსნელ კითხვაზე, სინამდვილეში მარტივია.
ყველაზე ბუნებრივი კითხვა ურწმუნო ადამიანებისათვის — რატომ არსებობს ჯოჯოხეთი? თუ ღმერთი თვით სიყვარულია, მაშინ რატომ იმეტებს იგი ადამიანებს სამუდამო ტანჯვისთვის? პასუხი, ამ თითქოს და ამოუხსნელ კითხვაზე, სინამდვილეში მარტივია.
,, თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.”(დაბადება.-4,7)
ფსიქოლოგიურად გასაგებია პროტესტანტი მქადაგებლების სურვილი ამხილონ მართლმადიდებლები რაც შეიძლება მეტ ცოდვაში და ბიბლიური წესების დარღვევაში. ფსიქოლოგიურად ეს გასაგებია — თუმცა ქრისტიანულად გამართლებული როდია მუდამ სხვისი ცოდვილობის ძიებაში იყო და მაქსიმალურად ნეგატიურად ახსნა სხვა ქრისტიანების “გაუგებარი” ქცევები.
ბოლო დროს ყველა მხრიდან და ბევრი მართლმადიდებლი ქრისტიანისაგან ხშირად მესმის, რომ ეკლესიის სინამდვილე მობეზრდათ, სიტყვა „მობეზრდათ“-საკმაოდ რბილი სიტყვაა იმ გამოთქმებში, რასაც ისინი კერძო საუბრებში იყენებენ.
რას ვგულისხმობთ ქრისტიანულ ღირებულებეში და რაში არ ემთხვევა ისინი ე.წ. “ზოგადსაკაცობრიო” ფასეულობებს, რომელთაც ეფუძნება სეკულარული ჰუმანიზმი? უპირველეს ყოვლისა, აქ უნდა ითქვას იმის შესახებაც, რომ ქრისტიანობისთვის უმაღლესი და აბსოლუტური ღირებულება, ჭეშმარიტების მთავარი კრიტერიუმი ერთიანი ღმერთია, რომელიც სამყაროს, იესო ქრისტეს სახით წარუდგა. სწორედ ღმერთი აღიქმება სამართლებრივ და საზოგადოებრივ ნორმათა პირველწყაროდ, ხოლო ქრისტეს მცნებები – როგორც ურყევი ზნეობრივი კანონი. ღირებულებათა ქრისტიანული სკალა თეოცენტრულია და მის ცენტრად ქრისტე მოიაზრება. სეკულარული ჰუმანიზმი, პირიქით, ანთროპოცენტრულია, რადგან ადამიანს აღიქვამს “ყველაფრის საზომად”, როგორც აბსოლუტურ ღირებულებასა და ჭეშმარიტების საზომს. ქრისტიანობა გამომდინარეობს იმ წარმოდგენებისგან, რომ ადამიანური ბუნება ცოდვით არის დაზიანებული და საჭიროებს გამოსწორებას, გამოსყიდვას და განღმრთობას. სწორედ ამიტომ ეკლესიას “არ შეუძლია დადებითად აღიქვას სამყაროს მოწყობის იმგვარი წესი, როცა ყველაფრის ცენტრში აყენებენ ცოდვით შელახულ ადამიანს— პიროვნებას.” ჰუმანიზმში კი თავისთავად ცოდვის გაგება არ არსებობს, და ერთადერთი, რაც ჰუმანისტთა წარმოდგენით ზღუდავს ინდივიდუმის თავისუფლებას, — ეს სხვა ინდივიდთა დამცველი სამართლებრივი ნორმებია.