ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები

ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები

ქალაქის გარეუბნებში ან მის გარეთ ღვთისმსახურებას თუ არ დასწრებიხართ, წარმოიდგინეთ, პატარა ზომის ეკლესია დილის წირვა და გულმოდგინედ მომლოცველი მრევლი. სახარების კითხვისას კარები იღება და ტაძარში ორბავშვიანი დედა შემოდის: ერთი სამიოდ წლის თუ იქნება, მეორე — ჩვილი. უფროსი ცოტა ხნით ჩერდება დედის გვერდით, მერე ხალხში გაძვრება და ტაძარში სიარულს იწყებს. ატყობს, რომ არავის სცხელა მისთვის და ისიც თავისთვის დაბაკუნობს, თან თავის ბავშვურ ენაზე საკუთარ თავს ელაპარაკება. უმცროსი დედას ჰყავს ატატებული, მაგრამ მოუსვენრობა მასაც ეტყობა, ტიტინს წამოყვირება ენაცვლება, შიგადაშიგ წამოიტირებს. დედიკო რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ დააწყნაროს და რა თქმა უნდა, უშედეგოდ. სხვა სიტუაციაში უწყინარი ბავშვური ტირილი აქ აშკარა დისკომფორტს ქმნის: მრევლის გულისყური ლოცვისკენ აღარაა მიპყრობილი. როგორც იქნა ვიღაც ბედავს შენიშვნის მიცემას. პასუხად, მკაცრად მოკუმული ტუჩები და მკვახე ტონი: “ეს როგორ? ქრისტემ თქვა ნუ დაუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლასო და თქვენ ტაძრიდან მაგდებთ ბავშვებიანად?“ საყოველთაო დაძაბულობა. ღვთისმსახურება თავის ნამდვილ აზრს კარგავს…

არის თუ არა მუჰამედი წინასწარმეტყველი?

არის თუ არა მუჰამედი წინასწარმეტყველი?

რატომ არ თვლიან ქრისტიანები მუჰამედს წინასწარმეტყველად? ეს კითხვა აღელვებს მრავალ მუსულმანს და ხშირად გაისმის ქრისტიანთა მიმართ, ძირითადად ამგვარი ფორმულირებით: “ჩვენ, მუსულმანები თაყვანს ვცემთ იესო ქრისტეს, როგორც მოციქულს, თქვენ კი არ ცნობთ მუჰამედს წინასწარმეტყველად! რატომ უშვებთ ასეთ უსამართლობას?”

მებრძოლი სეკულარიზმი და ქრისტიანობა

მებრძოლი სეკულარიზმი და ქრისტიანობა

რა არის იმ აგრესიულობის მიზეზი, რომელსაც თანამედროვე დასავლელი ლიბერალ—სეკულარისტები ამჟღავნებენ ქრისტიანობის მიმართ? რატომ არის, რომ მათ მიერ შექმნილი პოლიტკორექტულობის წესები, რომლებიც კარგა ხანია თავისებურ “ახალი ევროპის მაშენებლის მორალურ კოდექსად ქცეულა”, თავის თავში მოიაზრებს ისლამის კრიტიკის აკრძალვას, მაგრამ ყველანაირად ხელს უწყობს ქრისტიანობის კრიტიკას? რატომ იძლევა ეს წესები შუასაუკუნეების ესპანეთში ინკვიზიციის მხეცობებზე საუბრის უფლებას, ..ხოლოკოსტის .. პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში, მაგრამ კრძალავენ თურქეთში სომეხთა და სხვა ქრისტიანი ხალხების გენოციდის ხსენებას? რას მივაწეროთ ისტორიის გაშუქების ამგვარი მიკერძოებულობა და ცალმხრივობა? რატომ ხდება ქრისტიანობა ყოველთვის განტევების ვაცი, როცა რელიგიას აკრიტიკებენ? რატომ ვერ მოიძებნა ადგილი ქრისტიანობისთვის ევროპის კონსტიტუციაში მაშინ, როცა “ბერძნულ-რომაული” და განმანათლებლობის ეპოქის მემკვიდრეობა იქნა აღიარებული ევროპული ცივილიზაციის საფუძვლად?

ხატების თაყვანისცემა

ხატების თაყვანისცემა

„იკონა“ ბერძნულად ნიშნავს ,,ხატს“. როდესაც ესა თუ ის რეალობა აისახება სხვა მასალაში — ეს არის ხატი. ბეჭდის მიერ ცვილზე დატოვებული ანაბეჭდიც ხატია. ჩემს მეხსიერებაში აღბეჭდილი რომელიმე მოვლენაც ხატია. სხვა ადამიანის ანარეკლი ჩემს გონებასა და თვალებში — ხატია. სიტყვა, რომელიც საგანს აღნიშნავს — ხატია: ნებისმიერი სიტყვა არის არა საგანი, არამედ საგნის სიმბოლო, მისი ანარეკლი ჩემს მეტყველებაში. ადამიანი უცილობლად ხატების სამყაროში ცხოვრობს. თუნდაც მაგიდას, რომელსაც ჩემ წინ ვხედავ, აღვიქვამ , როგორც ხატს (ჩემი გონება ამუშავებს უშუალოდ ჩემი თვალის ბადეზე არსებულ მაგიდის ხატს). და მთელი კულტურა — მუსიკიდან ქანდაკებამდე, ლიტერატურიდან ფერწერამდე, არის ხატება. ამრიგად, ადამიანის მთელი კულტურული მოღვაწეობა წარმოადგენს გარდაუვალი ხატების სამყაროში ცხოვრების სწავლას. ამ სკოლაში ადამიანს უნდა განუვითარდეს იმის მოლოდინი, რომ რეალობა მის ხატებზე უფრო მრავალგანზომილებიანი და რთულია, და ამავე დროს უნდა შეეგუოს იმას, რომ სამყაროს შეცნობა ხატების გარეშე საერთოდ შეუძლებელია.

დისპუტი

დისპუტი

რიჩარდ კლინტონ დოკინსი (ინგლ. Clinton Richard Dawkins; დაბ. 1941 წლის 26 მარტი) — ინგლისელი ეტიმოლოგი, ევოლუციონისტი, მეცნიერების პოპულარიზატორი. 2008 წლამდე მოღვაწეობდა ოქსფორდში, ჩარლზ სიმონის მიერ დაარსებულ მეცნიერების პოპულარიზაციის პროფესორატში. დოკინსი ცნობილი გახდა 1976 წელს, როდესაც გამოიცა მისი წიგნი „ეგოისტური გენი“. მასში, პოპულარული ენით, გენეტიკის პოზიციიდან აღწერილია შეხედულებები ევოლუციის შესახებ, შემოღებულია ტერმინი „მემ“ და შემოთავაზებულია ახალი სამეცნიერო მიმდინარეობა — „მემეტიკა“. 1982 წელს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენეტიკაში თავისი ნასრომით „გაფართოებული ფენოტიპი“, სადაც შემოგვთავაზა მოსაზრება, გენის ფონოტიპური ეფექტიები არ ისაზღვრება ორგანიზმის საზღვრებით და შეიძლება გაიშალოს საცხოვრებელ გარემოში გარშემომყოფ სხვა არსებათა ორგანიზმებშიც.