მეცნიერული რწმენა
როდესაც ათეისტებს თავისი შეხედულების მეცნიერული დასაბუთება ჭირდებათ, რბილად რომ ვთქვათ, არც საკუთარი თავის და არც აუდიტორიის წინაშე ბოლომდე გულწრფელები არ არიან. მართლაც, როგორ შეუძლია მეცნიერებას დაამტკიცოს… ( არც კი ვიცი გამართულად როგორ ჩამოვაყალიბო ეს აზრი) ,- ძირითადად ამისთვის სიტყვების უცნაურ თანწყობას იყენებენ „ ღმერთის არ არსებობა“. სისულელეა, მეცნიერება მსგავს არაფერს არ აკეთებს და არც არასდროს გაუკეთებია! მას თავისი კონკრეტული ამოცანები აქვს და მათი ამოხსნით არის დაკავებული, ღმერთის არსებობა კი მის ინტერესში არსდროს არ შედიოდა. ეს საკითხი მხოლოდ რწმენის კომპეტენციაა — ან გწამს ღმერთის, ან არა. მეცნიერული არგუმენტები კი, რომლებიც (როგორც ათეისტები ამტკიცებენ) მათ შეხედულებებს ამყარებენ, ხშირად პირიქით — ღვთის არსებობის დამამტკიცებელია. მაშინაც კი, როცა საქმე ერთი ადამიანის რწმენას და შეხედულებებს ეხება.












