მომჟავო სახეები, წელში მოხრილი პოზები, აფრატუნებული ფეხები – სადღაა ქრისტესმიერი სიხარული?
შეუძლია თუ არა ღმერთთან ურთიერთობა ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს გაექცა? ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მათ მორწმუნე პაციენტებს განსაკუთრებულად ემუქრებათ საფრთხე _ საკუთარი თავი მხედველობის არედან დაკარგონ. იმის შესახებ, თუ რატომ არ არიან მზად მართლმადიდებლები თავიანთ თავთან შესახვედრად, რის შედეგადაც ღმერთთან პირადი შეხვედრა არ ძალუძთ, გვესაუბრება მარინა ფილონიკი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მოსკოვის განათლების განვითარების ფედერალური ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და მასწავლებელი.












