დავეხმაროთ დეკანოზ ათანასე რუხაძეს

დავეხმაროთ დეკანოზ ათანასე რუხაძეს

დეკანოზ ათანასე რუხაძეს (მოღვაწეობს ხონი-სამტრედიის ეპარქიაში, ერისკაცობაში რუხაძე ავთანდილი) სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ტრანსპლანტაცია (გადანერგვა), მკურნალობა სასწრაფოა და მისი ღირებულება შეადგენს საშუალოდ 55,000 $ აშშ დოლარს (დაახლოებით 130,000 ₾ — ლარი).

მოძღვარი, რომელიც ახლახანს გახდა 34 წლის , (დაბადებულია 9 მარტს 1982 წელს) 7 შვილის მამაა, გთხოვთ ყველას დავეხმაროთ მამა ათანასეს, ნებისმიერი გადარიცხული თანხა მნიშვნელოვანია მისი მკურნალობისათვის.

1 2 

ურწმუნო თომა

ურწმუნო თომა

„ უკეთუ არა ვიხილო, არა სადა მრწმენეს,“ — ასე უპასუხა თომამ, ქრისტეს თორმეტი მოწაფიდან ერთ-ერთმა, როდესაც დანარჩენმა მოწაფეებმა სიხარულით აუწყეს, რომ თავისი ჯვარცმული და მომკვდარი უფლის აღდგომა იხილეს. სახარება მოგვითხრობს, რომ რვა დღის შემდეგ, როდესაც მოწაფეები ისევ ერთად შეიკრიბენ, ქრისტე მივიდა მათთან და თომას უთხრა: „ მოჰყუენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.“ და თომამ შესძახა: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი.“ მაშინ იესომ მიუგომას: „რამეთუ მიხილე და გრწამს ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე.“

საუბარი ათეიზმზე

საუბარი ათეიზმზე

ათეიზმი როგორც „ცდისეული ცოდნა“ უვიცობაა. იდეოლოგიური ათეიზმი, ვთქვათ ათეიზმის ფილოსოფია, შეიძლება მიღებული აღზრდის შედეგი იყოს. მაგრამ, როდესაც ადამიანი ამბობს: ღმერთის შესახებ არაფერი ვიცი და ამიტომაც არ შეიძლება არსებობდესო, ეს უკვე მეტისმეტად პრიმიტიული მიდგომაა. მე შეიძლება ბრმა ან ყრუ ვიყო, არაფერი ვიცოდე მუსიკის ან ხილული სამყაროს შესახებ არსებობაზე, მაგრამ ეს არ ამტკიცებს,  რომ ის არ არსებობს. ამას ართულებს ისიც, რომ ბოროტი ნების ან თავად დაბრმავებული ადამიანები ( სხვა მიზეზებიც არსებობს: მე თქვენ ერთ საინტერესო მაგალითს მოგიყვანთ) სხვებსაც უღობავენ გზას რწმენისაკენ, უბრალოდ, ცდილობენ, ჩაკლან რწმენის უნარი, დაჰყავთ რა რწმენა რომელიღაც რელიგიურ მდგომარეობამდე, მაშინ როცა რწმენა გაცილებით დიდ სივრცეებს უნდა მოიცავდეს.

შობის დღესასწაულის მოკლე ისტორია

შობის დღესასწაულის მოკლე ისტორია

იოანე კაზარიანი

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული  აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

    ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს კრიტიკულ შენიშვნებს რობერტ ხაიდლერის (საევანგელიზაციო ცენტრის ,,სიონის დიდება’’ უფროსი პასტორი, ტეხასი, აშშ) წიგნზე სახელწოდებით ,,მესიანური ეკლესიის აღდგენა!’’ (1), კონკრეტულად ამ ნაშრომის ერთ თავს – ,,როგორ უარყო ეკლესიამ ებრაული ფესვები’’ – ეხება ჩვენი უკვე მეხუთე შენიშვნა (2).

ხატთაყვანისცემა თუ ხატებით თაყვანისცემა?

ხატთაყვანისცემა თუ ხატებით თაყვანისცემა?

განსხვავებული არგუმენტები: ერთერთი განსხვავება მართლმადიდებლებსა და პროტესტანტებს შორის.

დისპუტის ორგანიზატორი: დავითიანი

მართლმადიდებლურ მხარის წარმომადგენელი: წმ.ნინოს სახელობის მართლმადიდებლური აპოლოგეტური მისიონერული ცენტრი.

პროტესტანტულ მხარეს წარმადგენს: სახარების რწმენის ეკლესიის, ორმოცდაათიანელთა აპოლოგეტური ახალგაზრდული ჯგუფი.