ხატთაყვანისცემის მეორე აპოლოგია
იოანე კაზარიანი
(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)
ხატთაყვანისცემის პირველ აპოლოგიაში ჩვენ ქრისტიანობის პირველ სამ საუკუნეს და ნაწილობრივ IV საუკუნესაც შევეხეთ (1), მეორე აპოლოგიაში კი ადრეული ქრისტიანობის I ასწლეულის პერიოდზე ვისაუბრებთ. ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ავტორების ისტორიულ და საღვთისმეტყველო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხატთაყვანისცემა, ზოგადად, ადრეული პერიოდის კათოლიკე ეკლესიისთვის მისაღებ ტრადიციას წარმოადგენდა (ამიტომაც არ საჭიროებდა აპოლოგიას); აღნიშნული ტრადიცია VIII საუკუნეში მსოფლიო კრების დონეზე დადგინდ და კათოლიკე ეკლესიის რწმენის დოგმატად დამტკიცდა.












