ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულება

ღმერთის არსებობის 16 მტკიცებულება

რედაქციისაგან. ამ მასალის გამოქვეყნებისას რისკზე მივდივართ, რადგანაც დღესდღეობით ბევრი მორწმუნე და არამორწმუნე თანხმდება იმაში, რომ ღმერთის არსებობის რაციონალური დამტკიცება შეუძლებელია. თუკი პირველნი თვლიან, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც ღმერთი ეცხადება გულის სიწმინდეს და არა გონების
ჩახლართულობას, მეორენი დარწმუნებული არიან, რომ ვინაიდან ღმერთის არსებობის ფაქტის დამტკიცება მეცნიერულად შეუძლებელია, ე.ი. ღმერთი არც არსებობს, რადგანაც მხოლოდ მეცნიერებაა ობიექტური.

მოძღვრის არჩევა სულიერი ცხოვრების განმავლობაში ხდება

მოძღვრის არჩევა სულიერი ცხოვრების განმავლობაში ხდება

როდესაც ახალმოქცეული მოდის ეკლესიაში, ადრე თუ გვიან, მის წინაშე დგება საკითხი მოძღვრის არჩევისა. რათქმაუნდა, ნებისმიერ ტაძარში შეიძლება მოინახოს კარგი და პატიოსანი მღვდელი, მაგრამ როგორ მივხვდეთ, რომ სახელდობრ ეს მღვდელი შეიძლება იყოს ჩვენთვის შესაფერისი სულიერი მამა და მოძღვარი? როგორ ყალიბდება ურთიერთობა მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის?

ევქარისტიული ცვლილებების შესახებ

ევქარისტიული ცვლილებების შესახებ

ჩვენი აკადემიის კედლებში ჩატარებულმა სემინარმა დაგვანახა, რომ მისი ყველა მონაწილე ერთმანეთს ეთანხმება მთავარ საკითხში:ლიტურგიული კურთხევის შემდგომ პური და ღვინო ქრისტეს ჭეშმარიტი და რეალური სისხლი და ხორცი ხდება. თუმცა იმ საკითხში, თუ რა იგულისხმება, როცა უფალი იესო ქრისტეს ისტორიული და ევქარისტიული სხეულის იგივეობაზე ვლაპარაკობთ და სახელდობრ, რა უზრუნველყოფს ამ იგივეობას, შეხედულებები გაიყო.

როგორ უნდა ვამხილოთ მოყვასი?

როგორ უნდა ვამხილოთ მოყვასი?

არსებობს სამი მიზეზი, რომელიც ამართლებს მხილებას ქრისტიანული პოზიციიდან. პირველი ორი დამყარებულია მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყოველი საზოგადოება წარმოადგენს სტრუქტურათა შესაკრებელს — ოჯახიდან სახელმწიფომდე. ყოველი სტრუქტურა ემორჩილება იერარქიულ წესრიგს. ამგვარ სტრუქტურაში პასუხისმგებელ ადამიანს აქვს იმათი მხილების უფლება, ვინც იმყოფება მის დაქვემდებარებაში; ეს არის ხელმძღვანელი პირის უფლება. მხილების მეორე სახეობა, მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე დამყარებული — გახლავთ მშობლის ვალი შვილების აღზრდაში, სადაც მხილება წარმოადგენს პედაგოგიკის ერთ-ერთ მეთოდს. აქვე უნდა აღინიშნოს აგრეთვე მღვდელმსახურთა მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესახებაც მრევლის ცოდვების სამხილებლად. მხილების სხვა სახეობა თვისებრივად განსხვავდება უკვე განხილულთაგან, ეს არის ძმური მხილება, რომელიც ემყარება არა იმდენად მოვალეობის გრძნობას, რამდენადაც სინდისისმიერ შინაგან მოთხოვნილებას. ეს უკანასკნელი სახეობა დაფუძნებულია მხოლოდ ზნეობრივ ფაქტორზე და მოკლებულია ძალაუფლებისა და იურიდიული სამართლის გარეგნულ ნიშნებს.

უშლის თუ არა დოგმები ხელს თავისუფლებას?

უშლის თუ არა დოგმები ხელს თავისუფლებას?

არასდროს დამავიწყდება, რა მგზნებარებით ცდილობდა ჩემი ნაცნობი ქალი ჩემთვის აეხსნა, თუ რატომ არ შეუძლია მარლთმადიდებელი იყოს. „გესმის-მეუბნებოდა იგი, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მარლთმადიდებლური დოგმები კი სულს მიხუთავენ. მე არ მსურს, რომ ვინმემ ან რამემ ჩემი თავისუფლება შეზღუდოს. ადამიანი და მისი თავისუფლება ყველა წესზე და ნორმაზე მაღლა დგას, რომლებსაც, დამეთანხმე, ადამიანები ადგენენ“. მე დავეთანხმე, მაგრამ თავს უფლება მივეცი მისი პათოსური სიტყვიდან გამომდინარე ერთი უმანკო, მაგრამ ლოგიკური კითხვა დამესვა: