წმინდა იოანე ოქროპირი იმის შესახებ, რომ ცოცხლები და მიცვალებულები არ უნდა გადაეცნენ ანათემას
ტაძარში ამბიონზე სავარძელში მოხუცი მოძღვარი ჯდება, გარშემოკრებილი მრევლის მხიარულებასა და აღტაცებას თანდათანობით ენაცვლება დუმილი და ღრმა ფიქრი. ამ საოცარი ფერისცვალების მიზეზი მოძღვრის სიტყვაა, რომელიც მსმენელს ერთდროულად ანიჭებს უდიდეს სიხარულსაც და ტკივილსაც. ხალხს უყვარდა სიტყვა, რომელიც ამხელდა მათ ცოდვებსა და ზნედაცემულობას, რადგან გრძნობდა, რომ იგი მათდამი სიყვარულითა და თანალმობით იყო გამსჭვალული. ამ სიტყვას შესწევდა ძალა შეეცვალა, ადამიანთა ცხოვრება, რადგან თვითონაც შეცვლილი, წმინდა ცხოვრების ნაყოფი იყო. ეს სიტყვა და ცხოვრება წმინდა იოანე ოქროპირს ეკუთვნოდა.












