ნუ გეშინიათ ჩიპების!
ნუ გეშინიათ ჩიპების! უფრო მეტად გეშინოდეთ დაბნელებული გონების!
(კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ჩიპებით აშინებს მრევლს)
ნუ გეშინიათ ჩიპების! უფრო მეტად გეშინოდეთ დაბნელებული გონების!
(კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი ჩიპებით აშინებს მრევლს)
„ჩვენთვის უცნობია, როგორ ქმნიდა უფალი სამყაროს. იქნებ სიცოცხლის მრავალფეროვანი ფორმები თვალის დახამხამებაში შეიქმნა? შეიძლება. ან იქნებ ამას ღმერთი ეტაპობრივად ქმნიდა, 6 პერიოდში? ან სულაც სიცოცხლის ერთი ფორმა შექმნა და მის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი?
მე ვშიშობ, რომ ჩვენი ეკლესია არ მოიცვას და არ გაანადგუროს ცრუ მოძღვრობამ და ცრუ მორჩილებამ. დღეს ქრისტიანები ყველა შემხვედრ სასულიერო პირს მოძღვრად მიინევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და გამოუცდელებს. ერთის მხრივ ადამიანები მოვიდნენ ეკლესიაში, თქვეს აღსარება და უკვე მზად არიან იქცნენ მონებად, ხოლო მეორეს მხივ მღვდლებს უნდათ გახდნენ დიქტატორები და ამ ყოველივეთი ეკლესიაში იქმნება გასაოცარი ატმოსფერო მონობისა და დიქტატურისა!
— რაც შეეხება ჭეშმარიტი და ცდომილი სწავლებების, ანუ მართლმადიდებლობისა და ერესის ურთიერთმიმართებას, ეს საკითხი ქრისტიანული მოძღვრების ყოფითი ისტორიის დასაბამიდანვე დღის წესრიგში იდგა მახარებლებთან და მოციქულებთან, იმიტომ, რომ მახარებელ-მოციქულნი ის პიროვნებები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ მოღვაწეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ურთიერთობა ჰქონდათ წარმართულ სამყაროსთან. მათ წინაშე ერესის პრობლემა ძალიან ცხოვლად იდგა. ეკლესიის მამები დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდნენ ამ პრობლემის მხრივ მრევლისათვის მართებული განმარტების მისაწოდებლად.
ცხოვრობდა ქვეყანაზე ერთი კაცი, რომელსაც ღმერთის არ სწამდა და ყველას მოურიდებლად ესაუბრებოდა რელიგიასთან თავის დამოკიდებულებაზე. მისი ცოლი კი მორწმუნე იყო და მიუხედავად ქმრის ქილიკისა, შვილებს ქრისტიანულად ზრდიდა. ერთ ზამთრის საღამოს ცოლ-შვილი სოფლის ეკლესიაში ლოცვაზე წასასვლელად გაემზადა, სადაც ქრისტეს შობაზე ქადაგებას უნდა დასწრებოდნენ. ცოლმა ქმარს გაყოლა თხოვა, მაგრამ მტკიცე უარი მიიღო.