დასავლეთის მედიასა და სოც. ქსელებში დიდი აურზაურია ატეხილი. ცნობილ მოდელიორებს-დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას “ჰომოფობიაში” დებენ ბრალს. თავის დროზე კუტურიეებმა სახალხოდ აღიარეს თავისი ჰომოსექსუალურობა, 23 წელი ერთად იცხოვრეს და ბოლო დრომდე მთელ მსოფლიოში ლგბტ-ს “სტანდარტებად” ითვლებოდნენ. ცოტა ხნის წინ იტალიის ერთერთ გამომცემლობასთან ინტერვიუში დიზაინერები გამოტყდნენ, რომ ერთსქესიანი ქორწინებების და ამ ოჯახებზე ბავშვების მიშვილების წინააღმდეგნი არიან: “ბავშვს აუცილებლად უნდა ჰყავდეს დედა და მამა, ყოველ შემთხვევაში ამისკენ უნდა ვისწრაფოდეთ… ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში უნდა მიედინებოდეს, არსებობს ღირებულებები, რომელთა შეცვლაც დაუშვებელია და ერთერთი მათგანი-ოჯახია! ჩვენ ერთსქესიან ოჯახებზე ბავშვების მიშვილების წინააღმდეგნი ვართ, რადგან ოჯახი მხოლოდ ტრადიციული შეიძლება იყოს!”
წყარო: ЦАРЬГРАД ТВ
15 მარტი 2005 წ








