(გამოცხ. 4:11-ის მაგალითზე) ახალ აღთმაში წმინდა ტეტრაგრამის არსებობის ჰიპოთეზა იეჰოვას მოწმეთა სწავლების ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს. აღნიშნული იდეიდან გამომდინარე იეჰოვას მოწმეები ახალ აღთქმაში ღვთის სახელს „აღადგენენ“ – სიტყვა „უფალს“ სიტყვა „იეჰოვით“ ცვლიან იმ მუხლებში, სადაც მამა ღმერთზეა საუბარი. მოწმეთა ბიბლია – „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (აქთ) – არა მხოლოდ ამ თარგმანის შემქმნელთა არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს, არამედ ახალ აღთქმაში ტეტრაგრამის არსებობის ჰიპოთეზასაც უარყოფს. შევადაროთ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“-ს გამოცხ. 4:11 და ვესთქოთ-ჰორთის კრიტიკული ბერძნული ტექსტი, რომლიდანაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“-ს ბერძნული წერილი ითარგმნა. შედარებიდან გავიგებთ, თუ რატომ არ გამოიყენებოდა ტეტრაგრამა აღნიშნულ ადგილას. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“: „ღირს ხარ შენ, იეჰოვა, ღმერთო ჩვენო…“ ვესთქოთ-ჰორთი: „’Αξιος εί ο κύριος και ο θεος ημων…“ სიტყვასიტყვით თარგმანი: „ღირს ხარ შენ, უფალო და ღმერთო ჩვენო“ ადვილად შეამჩნევთ, რომ სახელ იეჰოვას „აღდგენისას“ მთარგმნელებმა και (და) კავშირი ამოიღეს, რათა არ გამოსულიყო: „ღირს ხარ შენ, იეჰოვა და ღმერთო ჩვენო“. მართლაც, წერილში არსად გვხვდება ასეთი უცნაური კონსტრუქცია – „იჰვჰ და ღმერთი ჩვენი“. თავისთავად, გამომდინარეობს დასკვნა, რომ გამოთქმა – ο κύριος και ο θεος – სწორია. გარდა ამისა, მოცემული ადგილი აჩვენებს, რომ ახალი აღთქმის ავტორები სიტყვას „ο Κύριος“ აბსოლუტური მნიშვნელობით იყენებდნენ, მამა ღმერთთან მიმართებაში.
ავტორი: არტემ გრიგორიანი








