"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11, 28) "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. " (მთ. 1.7)

რა არის თავისუფლება?
სტატიები 6-06-2010, 19:10 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 2446 -ჯერ | კომენტარები (2)
რა არის თავისუფლება? - მეუფე სტეფანე

რა არის თავისუფლება?

დღეს მძიმე დრო გვიდგას. ამპარტავნებითა და თავდაჯერებულობით გზააბნეული კაცობრიობა სულ უფრო და უფრო შორდება თავის შემოქმედს. ცოდვა მოდაშია. სიცრუე არსებობის განუყოფელი ნაწილია, ღმერთი მხოლოდ პირადი ინტერესების განხროციელებისთვის სჭირდებათ. ღვთის მცნებები არავის ახსოვს. ზნეობრივი ნორმები შეცვლილია "ადამიანის უფლებების დაცვით" "კომუნიზმის მშენებლობის მორალური კოდექსით" და სხვა ანალოგიური მექანიზმებით, მომრავლდნენ სხვადასხვა სახის "ექსპერტები" "ფსიქოლოგები" "ნათელმხილველები" "მოძღვრები" და "მოძღვრებები" "მკუნალები" "დამცველები" და "აგენტები". დარღვეულია ცნობიერების ორიენტირები. მძვინვარებს სხვადასხვა რელიგიათა კონფესია-დენომინაციათა, სწავლებათა, მოძღვრებათა ფილოსოფიათა ვაკჰანალია. ცნებათა გაყალბება ჩვეულებრივი მოვლენაა. მოშლილია ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ცოდვასა და მადლს შორის. ამ ყოველივეს "მაღალი იდეალებით" ამართლებენ, კაცობრიობის განვითარების "მიღწევებად" გვისახავენ, პროგრესისა და ცივილიზაციის მაღალ საფეხურად წარმოგვიჩენენ.


რით დავაღწიოთ თავი სიცრუის წამლეკავ ნაკადს? სად ვეძებოთ ანკარა წყარო, რომელიც გვაცოცხლებს და გვათავისუფლებს? სად ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რომელიც გვაღვიძებს და გვაფხიზლებს. პირველ რიგში უნდა გავერკვეთ -სად ვიმყოფებით, რას ვაკეთებთ, რისი გვჯერა, რა გვწამს. ყოველივეს მივუჩინოთ თავისი ადგილი, დავარქვათ ყვეკაფერს თავისი სახელი. ეს თვითგამორკვევა კვლავ ილუზორული და ყალბი ღირებულებების საფუძველზე რომ არ მოხდეს საჭიროა მყარი და უტყუარი ორიენტირები. აუცილებლად უნდა გავერკვათ, - რა არის თავისუფლება და რა არის მონობა, რა არის სიყვარული, რა არის ჭეშმარიტება, რა არის სიცრუე, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება და ა.შ თუ ამ ფუნდამენტალურ ცნებებში არ გავერკვიეთ, ყოველთვის გზააბნეული ვიქნებით და სიბნელეში მყოფნი ავიკლებთ არემარეს სიბნელის "სინათლისკენ" მოწოდებით.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ყოველგვარი ჭეშმარიტი ცოდნის სათავე - ღმერთია. ადამიანის გონება შეზღუდულია სივრცით, დროით და საკუთარი შესაძლებლობებით, მაშინ, როდესაც ღმერთს არავითარი საზღვარი არ აქვს. მისი უკიდეგანო გონი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს განჭვრეტს, მისთვის არავითარი ცოდნა არაა დამალული. ღმერთი გვიცხადებს ჩვენ ჭეშმარიტ ცოდნას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შეგვიძლია დავიტიოთ იგი ჩვენს გონებაში.

ერთი რამეც უნდა აღინიშნოს - უფალმა ადამიანებს გონების მინიჭებით აზროვნებისა და მსჯელობის განუსაზღვრელითავისუფლება მიანიჭა. ადამიანს შეუძლია მრავალ სისულელეზე იფიქროს, თავისი ფანტაზიით ილუზიური "სამყაროები" შექმნას. მას ისიც კი შეუძლია რომ ღმერთი უარყოს. ადამიანს შეუძლია დაარღვიოს ღვთის მცნებები, ებრძოლოს კიდეც მათ.

ადამიანს შეუძლია ცრუღმერთები ღმერთებად გამოაცხადოს, თაყვანი-სცეს-ქვას, მზეს, მთვარეს, ცეცხლს, თავის თავს, დემონებს, ანტიქრისტეს და ა.შ

მაგრამ წმ. მოციქული პავლე გვასწავლის: "ყველაფერი შესაძლებელია ჩვენთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის"

და მაინც რა არის თავისუფლება?

ღვთის მადლით ადამიანებს მოგვეცა თავისუფლების განმარტება. იგი თვით იესო ქრისტემ გაგვიხსნა ებრაელებთან საუბარში. მან ბრძანა: "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგანთავისუფლებთ თქვენ!" ებრაელებმა უპასუხეს: "ჩვენ მონები არასდროს ვყოფილვართ, რატომ გვეუბნები, რომ უნდა გავთავისუფლდეთ?" უფალმა მიუგო: "თქვენ ხართ მონები ცოდვებისა და თუ გსურთ თავისუფლება, უნდა დააღწიოთ თავი ცოდვას".

მაშ, რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის ჭეშმარიტების შემეცნებით ცოდვის მონობისგან თავის დაღწევა.

რა არის ჭეშმარიტება?

უფალი ბრძანებს: "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14,6).

ე.ი ჭეშმარიტება არის თვითონ უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე.

უფალი ბრძანებს: თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები და ვთოვ მამას და მოგივლენთ ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე. ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყანას, რადგან ვერ ხედავს და ვერ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება, არ დაგტოვებთ ობლად, მოვალ თქვენთან, ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვებს"

მაშ, რას აკეთებენ ეს ე.წ "თავისუფლების" ინსტიტუტები, "თავისუფლების სიყვარულის" მქადაგებლები, აზროვნების "თავისუფლების", ცრუსარწმუნოებათა და წრურწმენათა დამცველები? ნუთუ მართლა თავისუფლებისთვის იბრძბიან, ცოდვის "ლეგალიზაციის" მეშვეობით? ცოდვის მონობის პროპაგანდით? ზნეობრივ ნორმებად უზნეობის დამკვიდრებით? გარყვნილების "სიყვარულად" გასაღებით? "სიყვარულის" დღეებითა და "ვალენტინობებით"? ცრურწმენათა და დესტრუქციული სექტების ადვოკატობით?

"რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდა ცოდვა, ახლა კი არ აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვებისათვის (იოანე 15,22) - ამბობს უფალი.

წმ. პეტრე მოციქული გვაფრთხილებს: "თქვენ გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარსაწყმედელ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და თვითონვე დაიტეხენ მსწრაფლ წარწყმედას თავზე. მრავალნი გაჰყვებიან მათ ხრწნილებას, მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა და ანგარების გამო ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან თქვენ. მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვამდე დასამარხავად;

და თუ არ დაინდო ძველი ქვეყანა, არამედ დაიხსნა ნოე, სიმართლის ქადაგი, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უკუღმართ ქვეყანას;

და თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქებად, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, ხოლო მართალი ლოტი, უკეთუთა უგვანო ქცევით გაწამებული იხსნა (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით როცა ხედავდა და ისმენდა მათ ბილწ საქმეებს), - მაშასადამე იცის უფალმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი ცთუნებისგან, ხოლო უკეთურნი განკითხვის დღისთვის შემოინახოს განსასჯელად, უპირატესად კი ისინი, რომელნიც მისდევენ, ბილწ, ხორციელ ვნებებს, შეურაცხყოფენ უფლებას, თავხედნი არიან, კადნიერნი და დიდებათა უშიშრად მგმობელნი.

ისინი როგორც პირუტყვნი უგნურნი, ბუნებრივ მიდრეკილებებს აყოლილნი, გასაწყვეტად და დასახრწნელად შობილნი, ჰგმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან, და მიიღებენ თავიანთი უსამართლობის საზღაურს, რაკი განცხრომად დაუსახავთ სიამე დღისა; შესვრილნი და შებილწულნი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად. მათი თვალები სავსენი არიან სიმრუშითა და დაუცხრომელი ცოდვით აცდუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, ხოლო გულები გაწვრთნილი ანგარებით, შვილებს წყევლისას. წრფელი გზა დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის ბოსორის ძმის კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური, მაგრამ თავისი ურკულოების მამხილებლად ექმნა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა "წინასწარმეტყველების" სიშლეგე.

ვინაიდან გაფუყული ფუწსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწე იტყუებენ იმათ, ვინც ოდნავ ჩამორჩნენ სიცრუეში დანთქმულთ.

თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა, ვინაიდან ვინც რისგან არის ძლეური მისივე მონაა.

რადგან თუ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით, ამქვეყნიური ბილწებისგან გარინდებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრიან და იძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.

უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებებისაგან.

მაგრამ მათთვის თქმულა ანდაზა: "ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და დაბანილი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა". (II პეტრე, თავი 2)

იოანე ღვთისმეტყველი კი ბრძანებს: "გაუწყებღ თქვენ რომ ღმერთი არის ნათელი და მასში არ არის არავითარი ბნელი. თუ ვიტყვით, რომ ვეზიარებით მას და დავდივართ ბნელში, ვცრუობთ და არა ვიქმთ ჭეშმარიტებას.

ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონ ის არის ნათელში, მაშასადამე ვეზიარებით ერთმანეთს და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი ყოველი ცოდვისგან განგვწმენდს ჩვენ, თუ ვიტყვით რომ არ გვაქვს ცოდვა, ჩვენს თავს ვაცდუნებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და და ყოველგვარი უსამართლობისგან გაგვწმინდოს ჩვენ. თუ ვიტყვით, რომ არ გვაქვს ცოდვა, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში".
( I იოანე 1,5 - 10 )

"ღმრთისაგან შობილი თავის თავს იცავს და უკეთური ვერ ეკარება მას. ვიცით რომ ღმრთისაგან ვართ, და რომ მთელ ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. ისიც ვიცით, რომ ძე ღვთისა მოვიდ და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შვიცნოთ ჭეშმარიტი, რომელიც არის მისი ძე იესო ქრისტე. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. შვილნო დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ". (იოანე 5, 18-21)

ახლა წმ. პავლე მოციქულს მოვუსმინოთ:

"არ მრცხვენია ქრისტეს სახარების გამო; რადგან იგია ძალა ღმრთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ვინაიდან მასში ცხადდება სიმართლე ღმრთისა სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს; მართალი სარწმუნოებით ცხონდეს.

ვინაიდან რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, ცხადია მათთვის, იმიტომ რომ ღმერთმა გამოუცხადა მათ, რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვტაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავე ქმნილებაში ცნაურდება და ხილული ხდება; ასე რომ, არ შეუძლიათ თავის მართლება. და რაკი შეიცნეს მღერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი და არც მადლი შესწირეს, არამედ ამაონი იქმნენ თავიანთ ზრახვებით და დაბნელდა მათი უგონო გული.

ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს.

ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა მათსავე გულისთქმათა უწმინდურობას, ასე რომ შებილწეს თავიანთ სხეულნი.

სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა და ჰმსახურებდნენ შექმნილსა და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან ქალებმა მათი ბუნებითი წესი არაბუნებრივით შეცვალეს.

ასევე კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამრი მამრთან იქმოდა სარცხვინელს და თვითონვე იღებდნენ თავიანთი ცთომის საკადრის სასჯელს.

და რაკი იუკადრისეს გონებით ღმერთის წვდომა,, ამიტომ უჯერო საქმეთა საქმნელად მისცა ღმერთმა ისინი უკუღმართ ვნებებს.

ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, სიძვით, უკეთურებით, ანგარებით, ბოროტებით; სავსენი - შურით, მკვლელობით, შუღლით, ზვაობით, ბოროტი ჩვევით; ავსიტყვიანნი, მამის ურჩნი, უგულისხმონი, უსიყვარულონი, უწყალობი, რომელთაც იციან ღმრთის სამართალი და ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან; მაგრამ არა მარტო თვითონ სჩადიან არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ. (რომ, 16-32)

"გემუდარებით ძმანო, ღმრთის მოწყალებით, ცოცხალ, წმიდა კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეულნი ღმერთს. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღმრთისა კეთილი, სათნო და სრული.

ჩემთვის მოცემული მადლით მივმართავ ყველა თქვენგანს: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს ვიდრე მართებს იფიქროს, არამედ იფიქროს ზომიერად ღმრთის მიერ თვითეულისთვის მიგებული რწმენის თანახმად."
(რომ, 1-4)

შთამებეჭდავია მოციქულთა სიტყვები, ვერაფერს დავამატებ, ხშირად იმეორებდა უფალი: "ვისაც აქვს ყურები სმენად - ისმინოს!"

პავლე მოციქული ბრძანებს:
"სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება". (II კორ. 3,17)

არის სული უფლისა "თავისუფალ" მას-მედიაში? თუ არის, მაშინ რატომ ხდება უკეთურების რირაჭირება, რატომ ინერგება ბილწი სერიელებითა და უხამსი ფილმებით მანკიერი ცხოვრების წესი? რატომ მძვინვარებს ძალადობა და სიძულვილი? რადიო, ტელევიზია, შურნალ-გაზეთები - ეს ხომ უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებებია. ვის ემსახურებიან ისინი? ადამიანის თავისუფლებას? მაგრამ სად არის სული უფლისა?

ნუთუ იმ ჰოროსკოპებისა და ასტროლოგიურ პროგნოზებში, რომლებიც "თავისუფალი მედიის" ყოველდღიური ატრიბუტიკა გახდა? ეს ხომ სატანის ოკულტურ სწავლებაზე აწყობილი ფსიქოლოგიური ზემოქმედები საშუალებებია.

რამდენი რამ ჩამოვთვალოთ.

არის აქედან გამოსავალი? რა თქმა უნდა, არის. თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს.

თავისებური აზროვნება არავის ეკრძალება, მაგრამ სიბილწის, ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდა, დიახაც, უნდა აიკრძალოს.

ადამიანებს სხვადასხვა რწმენა რომ ქონდეთ, აქაც არაფერია გასაკვირი, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: ცრუსწავლებას - ცრუსწავლება, სექტას - სექტა. ის ვინც რელიგიური მოტივაციით შეეცდება სახელმწიფოში აურზაურის ატეხას ან ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას - უნდა აიკრძალოს.

ეს აკრძალვები თავისუფლების გარანტიაა. თუ არ გწამს ღმერთი - შენი ნებაა. არ გინდა ლოცვა - ნუ ილოცებ, ნურც ეკლესიაში ივლი და ნურც იმარხულებ - შენი საქმეა, მაგრამ იცოდეს - ეს დამღუპველია. ცრუ-ღმერთი გწას? - მოიხმარე მშვიდობაში, მაგრამ საზოგადოებას ნუ შემოუტევ - იცოდე ცრუ სარმუნოება უაზრობაა. რაც არ უნდა აკეთო - ტყუილად იხარჯები, ჭეშმარიტების გარეშე ღმერთი არ არსებობს. სიცრუის ღმერთი კი - ეშმაკია. ასე თქვა ქრისტემ, რომელიც არის გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

დიახ, ჩვენ ყველას გვევალება ჭეშმარიტების ქადაგება ყველა საშუალებით - რადიოთი, ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებით, ურთიერთსიყვარულით, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი კანონებით, მტავრობით, პარლამენტით. დიახ, ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ - ჭეშმარიტების მქადაგებელი ერი. და თუ ჩვენ არ მივცემთ უფლებას ვიღაც-ვიღაცეებს დაგვინგრიონ ჩვენი მამა-პაპური რწმენა და ტრადიციები, თუ არ მივცემთ უფლებას ჭეშმარიტების სული სიცრუის სულით შეგვიცვალონ, ამით ვინმეს "დისკრიმინაციას" ვუწევთ? თუ თავისუფლებისთვის, ვიბრძვით, ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის?

სადაც არის სული უფლისა - იქვეა თავისუფლება.
გაზიარება

კომენტარები ↓
#1 ავტორი: BIG-M (ადმინი) | (7 2010 23:30)
ლიბერალიზმი - ცრუ თავისუფლება, ჩემი აზრით, თანამედროვეობის უდიდესი პრობლემაა... ყოველივეს უარყოფა, რისთვისაც ჩვენი წინაპრები სიცოხლეს წირავდნენ, სხვა არაფერია, თუ არა, საკუთარი ნებით, ეშმაკისთვის სულის მიყიდვა... დღესდღეობით, ლიბერალები მომრავლდნენ და ძალიან ძნელია, როცა ამ დაცემას უყურებ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია...
#2 ავტორი: Juicy (წევრი) | (14 2012 12:05)
replicawatches replicawatches, Sophia, best cartier fake watches best cartier fake watches
, სტუმარი, .