"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ" (მთ. 11, 28) "ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. " (მთ. 1.7)

მამათა გამონათქვამები 8-01-2013, 05:23 | ავტორი: admin  | მოინახულეს: 2432 -ჯერ კომენტარები (1)
მე შენი ცხონება მსურს, რატომ მარიდებ თავს?

გსურს - ამბობს უფალი - შემკობა? - შეიმკე ჩემი სილამაზით, ან შეიარაღება? - შეიარაღდი ჩემით; ან შემოსვა? - შეიმოსე ჩემი სამოსლით; ან საჭმელი? - აგერ ჩემი სატრაპეზო; ან წასვლა? - იარე ჩემი გზით; ან მემკვიდრეობის მიღება? - მიიღე ჩემი მემკვიდრეობა; ან შესვლა მამულში? - შედი ქალაქში, რომლის მხატვარი და მშენებელი მე ვარ; ან სახლის აშენება? - ააშენე ის ჩემს სამკვიდრებელში.

მამათა გამონათქვამები 26-02-2011, 19:13 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 32908 -ჯერ კომენტარები (152)
მამათა გამონათქვამები - მოწყალების შესახებ

ქრისტეზე ფიქრით შენ გასცემ პურის ნატეხს და შენ მოგეცემა უფლება სასუფეველისა; აცმევ შიშველს ხრწნად სამოსელს, და მადლი ღვთისა გიბოძებს შენ უხრწნელ სამოსელს სიმართლისა; მიდიხარ მწირის შესახვედრად, ავადმყოფის, ან პატიმრის მოსანახულებლად, და იგივე ნაბიჯებით გიხდება სვლა დიდებით მომავალი იესო ქრისტეს მარჯვნივ, ზეციური მამისაგან ნაკურთხ კრებულში. თუ სიყვარულით ანუგეშებ ღატაკს და სიკეთეს უკეთებ მას, თუნდაც მცირეოდენს, უმნიშვნელოს, იმავ დროს მიუყვები უფალს ღატაკის გადასარჩენად. აი, ღარიბზე გაწეული შენი სიკეთე როგორ გადადის უფლისაში, დიდი მხსნელისაგან გადარჩენილი, შენ თავად ხდები გადარჩენის იარაღი, ასე რომ ვთქვათ - პატარა მხსნელი მცირეთათვის, და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, გარკვეული სახით კეთილისმოქმედი შენი მაცხოვრისა, რადგან მან თქვა: „რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“.
მიტროპოლიტი ფილარეტი

მამათა გამონათქვამები 6-11-2010, 21:58 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 1814 -ჯერ კომენტარები (3)
მამათა გამონათქვამები - მდუმარების შესახებ

ყველა ბერს უყვარდა მდუმარება. აი,რას წერდა ბერი იაკობი: „ მე მომწონდა სახლიდან სახლიდან სოფლის გარეთ წასვლა,უახლოეს მთებზე ასვლა,სადაც სადაც ვეძებდი ან თავად ვთხრიდი პატარა მღვიმეს. იქ ბუჩქების ტოტებს ვაგროვებდი და მიაწაზე ვშლიდი,ზემოდან კი ფარდაგს ვფენდი მუხლებზე რომ დავმდგარიყავი,ასე ვლოცულობდი საათობით“ სხვა დროს იგი თავისი სურვილის შესახებ აბობდა: მსურდა მეპოვნა რამიე მღვიმე და იქ,ბალახებით ნასაზრდოებს,სასმელად წყალი მქონოდა და ასე,ღვთის სამსახურში მარტოს,ყველასათვის უხილავ ადგილზე,ლოცვებსა და სულთქმაში გამეტარებინა ჩემი ცხოვრება“.

მამათა გამონათქვამები 8-09-2010, 21:57 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 1821 -ჯერ კომენტარები (0)
მამათა გამონათქვამები - სხვადასხვა სარწმუნოებებსა და ეკუმენიზმზე

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

მამათა გამონათქვამები 3-07-2010, 15:55 | ავტორი: BIG-M  | მოინახულეს: 2218 -ჯერ კომენტარები (0)
მამათა გამონათქვამები - სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)

datkadat-ის თხოვნა

მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი

მამათა გამონათქვამები 25-06-2010, 12:50 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 7162 -ჯერ კომენტარები (5)
მამა გაბრიელი - აბორტზე

ერთხელ ეკლესიაში მრევლმა მთხოვა ერის გამრავლებისათვის გადამეხადა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. გადავიხადე და შემდეგ დავბრუნდი მცხეთაში. ღამით ასეთი სიზმარი ვნახე: ვდგევარ მინდორში. უცებ მომიახლოვდა ძველი მეომარივით ჩაცმული, ფარით და შუბით აღჭურვილი ორი პირქუში კაცი. მკლავზე ხელი მომკიდეს და ძალით მიმიყვანეს ეკლესიის მსგავს შენობასთან, რომელსაც თავზე ჯვარი არ ჰქონდა.

შენობას ორი კარი ჰქონდა, შესასვლელი და უკან გასასვლელი. მაიძულეს წინა კარით შევსულიყავი და კარიც მომიხურეს. შესვლისთანავე შეძრწუნებული კედელს გავეკარი, რადგან იატაკი სისხლის გუბით იყო სავსე, ჭერიდან კი ყველგან განუწყვეტლივ ცვიოდა სისხლიანი ნაკუწები. ვხედავდი, რომ ეს იყო ჩვილი ბავშვების დაგლეჯილი და დანაწევრებული სხეულის სხვადასხვა ნაწილები: ხელები, ფეხები, თითები, ყურები, ტანი, პირი, ცხვირი, თავი და სხვა. იატაკს შუაში დიდი ხვრელი ჰქონდა, საიდანაც სისხლში არეული ის ხორცის ნაფლეთები დაბრუნებული მორევივით სწრაფად რაღაც სიბინძურეში გაედინებოდა, მიუხედავად ამისა მთელი იატაკი მუხლის სიმაღლემდე სავსე იყო სისხლის გუბით, რადგან გამუდმებით ემატებოდა და ემატებოდა ჭერიდან ჩამოსული სისხლი და სისხლიანი ნაკუწები.

მამათა გამონათქვამები 25-06-2010, 12:11 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 2522 -ჯერ კომენტარები (0)
მამათა გამონათქვამები - აღსარებაზე

მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვების აღიარება. უმჯობესია ცოდვის ჩადენისას შეგრცხვეს, ვიდრე აღსარებისას. დაფიქრდი: თუკი ცოდვებს აქ არ აღიარებ, მაშინ იქ (საშინელ სამსჯავროზე) გამოცხადდება ყოველივე მთელი სამყაროს წინაშე. სად უფრო მეტი იქნება ტანჯვა? სად მეტი სირცხვილი იქნება? ცოდვის ჩადენისას ჩვენ გაბედულები და ურცხვები ვართ, ხოლო აღსარებისას გვრცხვენია და ვაყოვნებთ.
წმ. ეფრემ ასური



მამათა გამონათქვამები 15-05-2010, 15:43 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 2237 -ჯერ კომენტარები (2)
მამათა გამონათქვამები - სინანულის შესახებ

მამათა გამონათქვამები - სინანულის შესახებ


„სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია.
წმ. გრიგოლ დიოლოღოსი

მამათა გამონათქვამები 14-04-2010, 23:35 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 2704 -ჯერ კომენტარები (3)
მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
წმიდა მამები ფსალმუნებს იარაღს უწოდებენ, ლოცვას - კედელს, უბიწო ცრემლებს - განბანას, ხოლო ნეტარ მორჩილებას აღმსარებლობას, რომლის გარეშე ვერცერთი ვნებებით აღსავსე ადამიანი უფალს ვერ იხილავს.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მამათა გამონათქვამები - მოთმინებასა და მორჩილებაზე

მორჩილი, რომელიც მოძღვრის კეთილ განწყობას და შემწყნარებლობას შენიშნავს და თხოვს მას დაუნიშნოს მსახურება თავისი სურვილის მიხედვით, არც საკუთარ თავს იცნობს და არც საკუთარი სარგებელი იცის, იმიტომ რომ ასეთი კურთხევით ის კარგავს აღმსარებლურ გვირგვინს, რადგან მორჩილება ესაა თვალთმაქცობის და საკუთარი სურვილის უარყოფა.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)
მორჩილება საკუთარი თავის განკითხვისა და სულიერი სიჯანსაღის სურვილისგან წარმოიშვება.
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)

მამათა გამონათქვამები 26-03-2010, 11:23 | ავტორი: lelakoko4  | მოინახულეს: 2731 -ჯერ კომენტარები (1)
სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ.
აბბა ისაია
როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს.
წმინდა იოანე ოქროპირი

მამათა გამონათქვამები - მიმტევებლობის შესახებ

როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.
წმ. ამბროსი მედიოლანელი
ვისაც ეშმაკის ბოროტება ახსოვს, იგი ადამიანთა ბოროტებას არ იხსომებს. მაგრამ ეშმაკთან მშვიდობიანად თანაცხოვრობს ის, ვინც ძმის შეცოდებებს არ ივიწყებს.
წმ. ნილოს სინელი