როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 1

როგორ სხეულში აღდგა ქრისტე: ხორციელ თუ სულიერ სხეულში? თავი 1

იმის შესახებ, რომ ქრისტე არ არის მთავარანგელოზი მიქაელი

ნაწილი მეორე

 (ანტირეტიკები ე.წ. „იეჰოვას მოწმეების“ წინააღმდეგ. მეოთხე აპოლოგია)

იმის შესახებ, რომ ქრისტე არ არის მთავარანგლეოზი მიქაელი

იმის შესახებ, რომ ქრისტე არ არის მთავარანგლეოზი მიქაელი

ნაწილი პირველი

(ანტირეტიკიები ე. წ. „იეჰოვას მოწმეების“ წინააღმდეგ. მესამე აპოლოგია)

„საგუშაგო კოშკის საზოგადოება“ ასწავლის, რომ ამქვეყნად მოსვლამდე იესო ქრისტე მიქაელ მთავარანგელოზის სახით არსებობდა და აღდგომის შემდეგ ისევ მიქაელ მთავარანგელოზი გახდა. საზოგადოება ამტკიცებს, რომ ქრისე, ამქვეყნად ყოფნისას, მხოლოდ ადამიანი იყო, ხოლო როდესაც მოკვდა, „ადამიანმა“ იესომ არსებობა შეწყვიტა და „სულიერი ქმნილების“ — მიქაელ მთავარანგელოზის — სახით აღდგა [1].

არა მხოლოდ სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია (2)

არა მხოლოდ სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია (2)

(წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი)

სამწუხაროდ, სტატიის (რომლის კრიტიკაც დავწერეთ[1]) ავტორმა [2], პროტესტანტმა ვასიკო ნებიერიძემ, სტატიის შედგენის თვალსაზრისით, როგორც პირველად, ისე მეორედ [3] გაიმეორა იგივე ელემენტარული ტაქტიკური შეცდომები: ავტორს წყაროებისა და ლიტერატურის შესახებ ცნობები არ მოჰყავს; არ იყენებს კრიტიკულ მასალას, რომლის გარეშეც სტატია მხოლოდ სუბიექტურ ხასიათს იძენს და საზოგადოებისადმი შეთავაზებულ სერიოზულ აზრად არ აღიქმება; აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების ერთიანობისა და განხეთქილების საკითხის თაობაზე დასავლურ ისტორიოგრაფიას ავტორი არ იცნობს, აღნიშნულ საკითხზე კი დასავლური მეცნიერული ანალიზის გაუთვალისწინებლობას სტატია უმდაბლეს დონეზე დაჰყავს.

არა მხოლოდ სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია

არა მხოლოდ სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია

წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი

რატომ დავასათაურეთ ჩვენი სტატია: „არა მხოლოდ სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია“? რადგან პატივცემულმა ვასიკო ნებიერიძემ (შემდგომში — ავტორი), თავის სტატიას, რომელიც მან ეკლესიის გაყოფის თაობაზე დაწერა და რომლის კრიტიკულ ანალიზს ვაკეთებთ ახლა,  უწოდა: „FILIOQUE (და ძისაგან ) ერთი სიტყვის გამო გაყოფილი ეკლესია [1]. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიის სათაური საეკლესიო-ისტორიულ სინამდვილეს არ შეესაბამება. ავტორს სურს თქმა, რომ მხოლოდ ერთი სიტყვის — filioque-ს გამო ეკლესია 1054 წელს

ნეო-არიანელობა, ანუ ცრუმოძღვრება XXI საუკუნეში

ნეო-არიანელობა, ანუ ცრუმოძღვრება XXI საუკუნეში

(მართლაც რომ ნამდვილი ამბავი)

ეძღვნება საქართველოში ვითომ ფანატიზმისა და ვითომ ობსკურანტიზმის ფსევდოკრიტიკის აღსასრულს

წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური ქრისტიანული აპოლოგეტიკურ-მისიონერული ცენტრი

 

ამას წინათ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა უცნაური სათაურის მქონე სტატია (1) ოთარ ჯირკვალიშვილის ავტორობით, რომელიც სარწმუნოებით ეგრეთ წოდებული „იეჰოვას მოწმეა“ (შემდეგში — ავტორი). ავტორი განმსჭვალულია ისტორიულ არიანელებისადმი მოშურნეობით (რომლებიც მამისა და ძის ბუნებრივ (ღვთაებრივ) თანაარსობას უარყოფდნენ დღევანდელი „იეჰოვას მოწმეების“ (შემდეგში — მოწმეები) მსგავსად), ასევე, ფარულად დასტირის არიანელებს (რომლებიც მოწმეების ისტორიული წინამორბედები არიან) და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამებს — წმ. კაპადოკიელებს და წმ. ათანასის, რომლებიც მართლმადიდებელი სარწმუნოების სიწმინდისათვის იბრძოდნენ არიანელების წინააღმდეგ: